23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა
23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.

კენჭისყრამ ნაკრებები შემდეგნაირად გადაანაწილა:

A ჯგუფი: ჰოლანდია, ყაზახეთი, ისლანდია, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი

B ჯგუფი: ბოსნია, ანდორა, კვიპროსი, უელსი, ისრაელი, ბელგია

C ჯგუფი: ესპანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, ბელარუსი, სლოვაკეთი, უკრაინა

D ჯგუფი: გერმანია, გიბრალტარი, საქართველო, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია

E ჯგუფი: ინგლისი, სან მარინო, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, შვეიცარია

F ჯგუფი: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ ირლანდია, ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი

G ჯგუფი: რუსეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ავსტრია, შვედეთი

H ჯგუფი: იტალია, მალტა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ნორვეგია, ხორვატია

I ჯგუფი: პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, დანია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება და დავუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია.

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.

II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.

III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.

IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.

V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.

VI ტური: 12,13,14 ივნისი.

VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.

VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.

IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.

X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.

nodarichi123
გერმანის ბილეთეს ეხლავე ვიყიდიდი. სხვა ნებისმიერ გრანდან იოტისოდენა შანსი გვაქვს ხოლმე მარა გერმანიასთან 0 ჩვენი შანსი.
ნასრი
გიხაროდენ თემური, ჯგუფი შეგვხვდა ქებული, პრველ ორ მატჩს წააგებ და კვპროსში დაახვევ. შენ და ფედერაცია გამწარდებით ძალიან.
puma
ფეხბურთს უმადურობა,არაპროფესიონალიზმი და კადრების ნაკლებობა ღუპავს.ეს ერთადერთი სპორტია სახეობაა სადაც ფეხბურთელები ყოველთვის მართლები არინ
გიორგი1
დ - შენ დაანებე თავი ფეხბურთზე ლაპარაკს, მაზოხისტიც ხარ ხარაკირიც და ქართული ფეხბურთის მტერი რაც მთავარია! ლიხტენშტეინი და აზერბაიჯანი არ ანებებენ თავს და დავით ყიფიანის ქვეყანამ რატო უნდა დაანებოს? ქართული ფეხბურთი აუცილებლად გაიმარჯვებს და სხვანაირად არ იქნება! რა სინდისით ამბობ მაგ სიტყვებს როცა ხედავ 19 წლამდელები მაისურაძის ბიჭები როგორი თაობა მოდიან? ვერ ამოაძუებინეს კუდი ჰოლანდიას ?
murtalo
სანამ ქეცბაია იქნება მწვრთნელი არანაირ წილისყრას მნიშვნელობა არა აქვს...არ თამაშობენ მის ხელში ბიჭები, ყველა ყველაფერს არ ამბობს, მაგრამ ნუთუ ცხადი არაა, რომ აქამდე უნდა მოეშორებინათ ნაკრებიდან, მაგრამ ...მოგვაშორეთ ეს ჭირი და ნახავთ რა ფეხბურთელებიც გვყავს, რა გახდა ეს კაცი, კიბოა თუ სარკომა?!
გიორგი
ვერ გავიგე რას ეძახით ძლიერ ჯგუფს, მუდმივად გავდივართ მეოთხე მეხუთე ადგილებზე, შესაბამისად ჯგუფში გვეყოლება სხვა ჯგუფებიდან 1,2,3,4 და 6 ადგილზე გასულები, ანუ თუ გერმანია არ შეგვხვდებოდა მაშინ იქნებოდა:ჰოლანდია,ესპანეთი,ინგლისი,რუსეთი,პორტუგალია,იტალია ან ბოსნია და რა ბოსნიას მოვუგებდით?
მერაბი-ს
ალბათ კოლოსკოვი გინდოდა გეთქვა? რუსები კი პირველ კალათში იყვნენ, ჩვენ ალბათ მეხუთეში ისე რო გამართლება არაფერ შუაშია, მათ ეს დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილიდან გასვლით და პორტუგალიის უკან მოტოვებით. ასე რომ სანამ შედეგს არ ვაჩვენებთ ყოველთვის შეგვხვდებიან გრანდები.
AKHAL-S
მოწიე რამე???
giorgi
რუსეთს ბედი კი არა,კალათა აქვს უკეთესი, იმიტომ რო მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი პირველი ადგილიდან გადის და რონალდუს პორტუგალიას პლეი ოფში უშვებს.
f
ნორმალური ჯგუფია, შეგვიძლია გასვლა
f
F ჯგუფში არ გინდათ საბერძნეთის მაგივრად რომ ვიყოტ?)))))
giga
საქართველოში რა გუნდებიც არიან პოპულარული მაინცდამაინც იმათ კალათაში ვხვდებით !! სანამ არ ვისწავლით ბულგარეთის ,რუმინეთის და სხვა ჩვენნაირი გუნდების გულშემატკივრობას და არა შურს, მანამდე არაფერი გვეშველება !!
beqa
ყველაფერი ბრძოლით მოიპოვებ და ვნახოთ როგორ იბრძოლებენ ბიჭები. ძლიერი ჭგუფია მაგრამ იმედი არ დავკარგოთ.არ გვინდა ასეთი პესიმისტური განწყობა წინასწარ.
mixo
გავალთ გიბრალტარის მერე. სად გავალთ გოლის გატანა და კარში დარტყმა არ იციან
გია
ვინც უიღბლობაზე საუბრობთ,რომელ ჯგუფს აირჩევდით?
ss
ისევ 5 ადგილზე გავალთ. უეჭველი.
d
ე ბიჭო დაანებეთ თავი ამ ფეხბურთს. ვერ გაიგეთ რო არაფერი გამოდის? რა იყო მაზოხისტები ხართ?
Z.LO
იმედია, როგორც ყაზახებმა, გიბრალტარიც პირველ ქულებს ჩვენთან არ აიღებს!
ფერნანდო
ნამდვილად არაა უიღბლო წილისყრა, უბრალოდ ჩვენი გუნდი ვერ თამაშობს ნორმალურად. დიდების ნაცვლად თუ 19–წლიანებს ან 17 წლიანებს ვათამაშებთ––ნამდვილად გავალთ!
soso
ძაან რთული ჯგუფია, მაგრამ ქეცბამ თუ უკვე აქედანვე თავის მართლება დაიწყო , ეს კაცი საქართველოში პერსონა ნონ გრანტად უნდა გამოცხადდეს
gizog
არ შეიძლება, არ დაეთანხმო "AKHAL"-ს, უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ვითამაშოთ დიდი ფეხბურთი, სხვა შემთხვევაში რა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე? დისციპლინა, სპორტული ჟინი და ფეხბურთში ყველა ძლიერი ძალების , თუ არა მათგან 80%-ის გამაერთიანებელი მწვრთნელი მაინც. ეს ქეცბაიას შეუძლია, თუ ზოგიერთ მომენტში მოთოკავს არ ვიცი ნერვებს, თუ ამბიციას.
zaza
გიბრალტარს მოვუგებტ ასიანი...
მერაბი
რათა უიღბლო? ორი მოგება ჯიბეში გვაქვს – გიბრალტართან :). ისე, ხუმრობა იქით იყოს და რუსებს როგორ ყოველთვის უმართლებთ. აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კოლოსლოვისა...
sdfghjkl;'
აქედან ნაღდად უნდა გავიდეთ.თუ ასე არ მოხდა,ფეხბურთელიან-მწვრთნელიანად,გობის უდაბნოში უნდა ჩაყარონ.ამდენი დრო გავიდა და როგორ ვერ უნდა დააყენოს გუნდი.როგორ ვერ უნდა იპოვოს ფეხბურთელი?ფრანგებმა ჟიუსტ ფონტენი 60-იან წლებში,მესამე ლიგიდან აიყვანეს.საკუთარ ქვეყანაში უნდა ვეძებოტ და არა გაქსუებულებიევროპაში.ჩვენი ჩემპიონატიდან აყვანილი ფეხბურთელი,შიძლება კლასით ჩამორჩებოდეს ზოგიერთ ლეგიონერს,მაგრამ ჯიგრით და ქვეყნის სიყვარულით თავისთავს გადაახტებიან,რაც შედეგზეც აისახება.მგონი სხვა გამოსავალი აღარ არის.
akhali
წარმომიდგენია ქეცბაია-ყოველი ბურთულის ამოღების შემდეგ ალბათ სულ ,,იბიომატ,,ს გაიძახოდა და რაც მათ ხელებს გაუგზავნა...
ciba
ნახეთ,სომხები რას წერენ? პორტუგალიასთან შეიძლება პირველობისთვის ბრძოლაო.ჩვენ ცოტა რომ გაგვმართლებოდა და გიბრალტართან ერთად სან მარინო,ფარერები და ლიხტენშტეინიც შეგვხვედროდა,ეგებ რაღაცა გაგვეშანსა.
aka
აქედან გასვლა გვინდა? ჰა ქეცბაია? იმასაქნათ აქედან და იქიდან?
ალექსანდრე
კიდევ არ გაგვიმართლა :):)
gizog
კიდევ ერთი უიღბლო წილისყრა, თუმცა თუ გავითვალიწინებთ დღევანდელ ჩვენი ნაკრების პოტენციალს ძნელია, რომელიმე ჯგუფზე თქვა ჩვენთვის მისაღები იყო ჯგუფიდან გასვლის თვასაზრისით. ეს ჯგუფი გამოდგება გუნდის დასაყენებლად გამოცდილი მწვრთნელის ხელსი.
akhali
მოკლედ ,უნდა ითამაშონ და გერმანიის გარდა ყველას დამარცხება შეიძლება!!!ამ ირლანდიელებს ხომ უნდა მოვუგოთ ერთხელ მაინც და რატომ ორჯერაც არა?რა გახდა ძალიან საშუალო ევროპული გუნდი...შოტლანდიას მაშინ მოვუგეთ,როცა ორჯერ შოტლანდიამ ფრანგები დაამარცხა!!!თუმცა ფრანგებთან 2თამაშში 2ჯერ დაარყეს და კარებში იდგნენ და ირივეჯერ მოუგეს.ჩვენთან პირველი ნომრით დაიწყეს თბილისში და 17წლის მჭედლიძე,ყენია,მაკარიძემ(რუსულმა სპორტ-ექსპრესმა ,,გრუზინსკიე შკოლნიკებმა,,)დაამარცხეს!მაგრამ სტრაჩანის მოსვლით ძალიან მოუმატეს!ხორვატია 2ჯერ დაამარცხეს და ინგლისს2-2გაუკეთეს... პოლონეთი?მაგრად არ მინდოდა-დორტმუნდის პოლონელები და პლუს სუპერ-მეკარეები,სულ მიკვირს-შედეგი რატომ არ აქვთ?
akhali
-გუნდი ,რომელიც ამ ჯგუფიდან ვერ გავა-არაფერი ესაქმება ფინალურ ეტაპზე!ითამაშონ,ივარჯიშონ,დისციპლინა,სპორტული ჟინი და ყველაფერი შეიძლება!!!მაგრამ რაც დავწერე,რომელი დახასიათებაა ქართველი ფეხბურთელის???სამწუხაროდ...
akhali
არავითარი სკეპტიციზმი,პესიმიზმი..ყველასთან ბრძოლა და ყველას დამარცხება შეიძლება შინ და გარეთ
giorgi
ქეცბაია უნდა გადადგეს! მაგან თქვა გადავდგები როცა ჯგუფიდან გასვლის შანსს დავკარგავთო.. შანსი უკვე დავკარგეთ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, ასე რომ გადადგეს რაღაში უნდა გადავუხადოთ 3 მილიონ ნახევარი ლარი უახლოეს 2 წელიწადში... მე5 ადგილს ვერ ავცდებით
zura
აა
maxo
უნდა დაველოდოთ როცა უეფა იტყვის რომ ჯგუფიდან ყველა გადის შემდეგ ტურში აი მაშინ კი გავალთ შემდეგ ეტაპზე....
isaka
ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. აქ მეხუთეზეც ვერ გავალთ.
levan
რუსეთს რა ბედი აქვს? სულ სუსტი გუნდები ხვდება.
valeri
rusetma gazpromi aamushava albat rogorc yoveltvis sust jgupshia
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება