სანაძის "სან დიეგომ" კონფერენციის ლიდერი "გონზაგა" დაამარცხა
დუდა სანაძის "სან დიეგომ" კონფერენციის ლიდერი "გონზაგა" დაამარცხა.

გუნდს, რომელსაც კონფერენციაში 2 მარცხი ჰქონდა განცდილი და სრულიად სტუდენტური ლიგის გამოკითხვებში 25-ეულში შედის, სანდიეგოელებმა საკუთარ მოედანზე 69:66 მოუგეს.

მატჩი პირდაპირ ეთერში ESPN 2-ით გადაიცემოდა და ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობდა, სოლიდური ლიდერობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ხნით წინ სანდიეგოელები იყვნენ.

პირველი ტაიმი "სან დიეგომ" 36:34 მოიგო და წარმატებით თამაში მეორეშიც განაგრძო. სანაძე წინა მატჩის მსგავსად სათადარიგო იყო, თუმცა ის კვლავ გამოირჩეოდა და გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. სანდიეგოელების მიერ მოხვეჭილი მატჩის ბოლო 7 ქულიდან 5 ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. სანაძემ ბოლოს სულ საჯარიმოებით მოიპოვა ქულები - ჩამორჩენილი გონზაგელები ტაქტიკური პერსონალურებით ცდილობდნენ წაგებისაგან თავის დაძვრენას, რისი საშუალებაც მათ სანაძემ არ მისცა. დუდამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 69:66.

სანაძემ 28 წუთი ითამაშა და საერთო შედეგიანობით თავისიანთაგან საუკეთესო იყო. დუდამ 2-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მისმა თანაგუნდელმა, გუნდის პირველმა მექულე ჯონი დიმ 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯიტო კოკმა და დენის კრამერმა.

"სან დიეგოს" 7 მოგება და 10 მარცხი აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში სანაძის გუნდი 1 მარტს "ბრიგჰემ იანგს" უმასპინძლებს, რომელმაც სხვათა შორის, "გონზაგა" "სან დიეგოსთან" მატჩამდე დაამარცხა. რეგულარულის დასრულების შემდეგ "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის გუნდები თავს ლას ვეგასში მოიყრიან, სადათ ერთ წრეს ითამაშებენ და შემდეგ პლეი ოფში დაწყვილდებიან.

წყარო: gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა