ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯეკო რეალში? ვოლფსბურგი უარზეა!

ჯეკო რეალში? ვოლფსბურგი უარზეა!

გუშინ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, „ვოლფსბურგის“ ბოსნიელი გოლეადორის, ედინ ჯეკოს შეძენა მადრიდის „რეალსაც“ მოუნდა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, „ვოლფსბურგის“ ბოსნიელი გოლეადორის, ედინ ჯეკოს შეძენა მადრიდის „რეალსაც“ მოუნდა. გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა მალევე გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჯეკო არ იყიდება. გერმანიის ექს-ჩემპიონის მენეჯერ დიტერ ჰიონესის თქმით, „ვოლფსბურგი“ ბოსნიელ თავდამსხმელს არაფრისდიდებით არ გაყიდის. „მეც ვიცი, რომ რამდენიმე გრანდს ედინის გადაბირება იანვარში სურს, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ: არაფერი გამოგივათ! ასი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ჯეკო ამ სეზონს „ვოლფსბურგში“ ჩაამთავრებს. და საერთოდ, ჩვენ მის გაყიდვას არც ზაფხულში ვაპირებთ,“ - აცხადებს ჰიონესი.

გუშინ დილას, ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ „რეალს“ „ვერდერის“ თავდამსხმელ უგო ალმეიდასთან ერთად, ჯეკოს შეძენაც უნდა, რომ ჟოზე მოურინიოსთვის სასურველი ფეხბურთელების სიაში ბოსნიელი გოლეადორი პირველ ადგილზეა. ჯეკოსა და ალმეიდას ყიდვით მადრიდელებს არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრავმით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება სურთ. შეგახსნებთ, რომ „ვოლფსბურგი“ ჯეკოს მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აფასებს.

გოტფრიდ ლენცი

ტიმოშჩუკს მიუნხენი შეუყვარდა

რამდენიმე თვის წინ, „ბაიერნის“ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმიშჩუკი მიუნხენური ყოფით უკმაყოფილო იყო, ახლა კი ამბობს, რომ რეკორდმაისტერში სიამოვნებით დარჩება. საქმე იმაშია, რომ მაშინ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მას ძალიან იშვიათად ათამაშებდა, ბოლო დროს კი, უკრაინელი მუდმივად ასპარეზობს, რაც „ბაიერნის“ კაპიტან მარკ ვან ბომელის ტრავმის დამსახურებაა. სხვათა შორის, ვან ბომელი გამოჯანმრთელდა.

„თუ მომავალშიც ხშირად ვითამაშებ, მაშინ არსად წასვლა არ მინდა – „ბაიერნში“ დავრჩები,“ - განუცხადა უკრაინელმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. აღსანიშნავია, რომ ანატოლიმ ვან ბომელი იდეალურად შეცვალა და ყველა მატჩში ძალიან კარგი შეფასებები მიიღო, გასულ უქმეებზე კი, სულაც დუბლი შეასრულა.

გოტფრიდ ლენცი

ახალი ედუარდო ჰოფეში

გადაწყვეტილია, რომ „ჰოფენჰაიმი“ 19 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს, რობერტო ფირმინიოს გადაიბირებს. ტრანსფერი იანვარში განხორციელდება, ფირმინიო კი „სოფლელების“ ფორმას ბუნდესლიგის მეორე წრეში მოირგებს. ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი „ჰოფენჰაიმში“ ასევე ბრაზილიელ კარლოს ედუარდოს შეცვლის, რომელიც „ჰოფემ“ ზაფხულში ყაზანის რუბინს 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

ფირმინიო ბრაზილიის მეორე ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მილანსაც“ უნდოდათ. „ჰოფენჰაიმს“ ფირმინიოს ტრანსფერი დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაუჯდება.

გოტფრიდ ლენცი

ბირჰოფი: მიზანი ევროპის ჩემპიონობაა!

გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა ბუნდესგუნდს მიზნად ევროპის 2012 წლის პირველობაზე ჩემპიონობა დაუსახა. „ჩვენი მიზანია, უკრაინასა და პოლონეთში ესპანეთის ჰეგემონია დავამხოთ, - უთხრა ბირჰოფმა 500 სტუდენტს კიოლნის სპორტულ უნივერსიტეტში და იქვე დასძინა, - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავეთ, ევროპის 2008 წლის პირველობაზე – მეორე, ხოლო 2010 წლის მუნდიალზე - ისევ მესამე ადგილი. ასე რომ, დროა, გერმანია ჩემპიონი გახდეს. იმედი მაქვს, რომ გერმანიას მართლაც ოქროს თაობა ეზრდება, რომელიც ქვეყანას უდიდეს წარმატებებს მოუტანს.“

გოტფრიდ ლენცი

დიეგომ მაკლარენი დაიცვა

„ვოლფსბურგის“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა დიეგომ გუნდის მთავარი, კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მწვრთნელი სტივ მაკლარენი დაიცვა. „მართალია, ამაზე ღიად არავინ საუბრობს, მაგრამ გავიგე, რომ გულშემატკივრები მწვრთნელის გათავისუფლებას ითხოვენ. ჩემი აზრით, ეს სისულელე და დიდი შეცდომა იქნებოდა. სტივ მაკლრენი ძალიან კარგად მუშაობს. ჩემი აზრით, სულ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება,“ - უთხრა დიეგომ ჩვენს გერმანელ კლეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანის ექს-ჩემპიონი მე-13 ადგილზეა, ბრაზილიელი სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს. „სტივს დრო სჭირდება იმისათვის, რომ ვოლფსბურგში წარმატებას მიაღწიოს,“ - ამბობს დიეგო.

გოტფრიდ ლენცი

ალოფსი შოპინგზე

ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელობა კრიზისზე რეაგირებას იანვარში მოახდენს. „მუსიკოსების“ სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ „ვერდერი“ ზამთარში მინიმუმ ორ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.

„მინიმუმ ორ ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ. ეს უკვე გადაწყვეტილია,“ - უთხრა ალოფსმა „ბილდს“. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, ბრემენელები „კოპენჰაგენის“ 20 წლის მცველ მათიას იორგენსენს და თავდამსხმელ ზე ედუარდოს იყიდიან.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის