ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში კიდევ ოთხი გუნდი ჩაებმება. დიდ ინტერესს იწვევს მატჩი რუსეთში - "პეტროვსკიზე" რუსული "ზენიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს, რომელსაც ბუნდესლიგაში ალიყური უთავაზეს...

თუკი იურგენ კლოპი და კომპანია "ჰამბურგთან" 0:3-ის მერე უჟმურ ხასიათზეა, "ზენიტს" დეკემბრის მერე საშეჯიბრო პრაქტიკა არ ჰქონია. გერმანული კლუბისგან შარშანდელის გამეორებას ნაკლებად ელიან.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "დორტმუნდმა" "შახტარს" და "მალაგას" "რეალიც" მიაყოლა და ფინალში გავიდა, "უემბლიზე" კი არიენ რობენის მიერ 89-ე წუთზე გატანილი ბურთის გამო წააგო (1:2).

ამ სეზონში "დორტმუნდმა" F ჯგუფი მოიგო. უცნაური ისაა, რომ კლოპის შეგირდებმა ზუსტად იმდენი ქულა დააგროვეს, რამდენიც "არსენალმა" და "ნაპოლიმ" (12-12). 12-ქულიანი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაშინ, როცა "ზენიტმა" 6 ქულით (!) მოიპოვა G ჯგუფში პლეი ოფის საგზური, იმდენად დიდი იყო იქ მადრიდის "ატლეტიკოს" უპირატესობა სხვა კლუბებზე. "ზენიტმა" მხოლოდ ერთი თამაში მოიგო "პორტუსთან". "დორტმუნდს" კი მეოთხე შეხვედრა რომ არ მოეგო მარსელში, გათამაშების მიღმა რჩებოდა.

იურგენ კლოპის გუნდმა კარგად დაიწყო ბუნდესლიგაში ასპარეზობა ზამთრის პაუზის შემდეგ. ბევრს ეგონა, რომ მაჩანჩალა "ჰამბურგთან" გრანდი ზედიზედ მეოთხე ტურის მატჩს მოიგებდა, მაგრამ... ახლა კლოპის სამწყსო 20 ქულით ჩამორჩება მიუნხენის "ბაიერნს" და ერთით მეორეადგილოსან "ლევერკუზენს".

"ზენიტი", 11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგა რომ დაასრულა, მას მერე მხოლოდ ტესტ-მატჩებით ცდილობს ფორმის შენარჩუნებას - რუსეთში პაუზა 9 მარტამდე გრძელდება.

ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა რამდენიმე ტესტი მოიგეს კიდევაც, თუმცა უკრაინულ "შახტართან" და "მეტალისტთან" ვერას გახდნენ.

სპალეტის შეუძლია საუკეთესოები აარჩიოს, მის ბანაკში ყველა ჯანზეა. ყაზანის "რუბინიდან" "ზენიტში" გადასული სალომონ რონდონი კი ახალ კლუბში დებიუტს 25 თებერვალს ელის.

იურგენ კლოპს მარკო როისი "ჰამბურგთან" მატჩში დაუბრუნდა, სამაგიეროდ, გერმანელებმა საყრდენი სვენ ბენდერი 10 კვირით დაკარგეს. ამ ტრავმამ, სავარაუდოდ, ტყუპისცალის სამუნდიალო შანსებს ხაზი გადაუსვა. ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის თამაში საეჭვოა, ხოლო გიუნდოგანი, სუბოტიჩი და ბლაშჩიკოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებენ.

ფოტოზე: იურგენ კლოპი და მისი შეგირდები პეტერბურგში

ლუჩანო სპალეტი (ზენიტი):

"დიახ, ორი კარგი გოლკიპერი გვყავს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ლოდოგინის თამაშით აღფრთოვანებული ვარ და მიხარია, რომ მალაფეევი დაბრუნდა. ვერ გეტყვით, რომელი მათგანი ითამაშებს ხვალ. რონდონმა სრულად ივარჯიშა და ის მზად არის ბრძოლისთვის. კერჟაკოვმა ზურგის ტკივილის გამო ვერ დაასრულა ვარჯიში, თუმცა ექიმებმა დამარწმუნეს, სერიოზული არაფერიაო.

"დორტმუნდი" ძალიან ძლიერია, მეტი რაღა ვთქვა?! შარშან ეს გუნდი ფინალში გავიდა. ახლა კი "დორტმუნდი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მეორე ადგილისთვის იბრძვის. ჩვენ უკან კი დიდი ქალაქია, უამრავი ფანი, რომელიც ხვალ დიდად დაგვიჭერს მხარს.

"ზენიტის" ხელმძღვანელობაში ძალიან ამბიციური ადამიანები არიან, ისინი მაღალ მიზნებს გვისახავენ. მე უკვე ვუთხარი ბიჭებს, რომ მათ შეუძლიათ, კლუბის ისტორია დაწერონ. დიახ, მე ტიტულის მოგებას ვგულისხმობ".

იურგენ კლოპი (დორტმუნდი):

"ზენიტის" ყველა შეხვედრა ვნახეთ, მათ შორის, საწვრთნელ შეკრებებზე გამართულებიც. ჩვენც და ჩვენი მეტოქეც მძიმე ჯგუფში ვიყავით. ჩემი აზრით, "ატლეტიკო" ძალიან ბევრს მიაღწევს ამ სეზონში. ასე რომ, მის მერე მეორე ადგილზე გასვლა ბევრს ნიშნავს.

თვითმფრინავში ჰუმელსს გავესაუბრე. ჩემი აზრით, ის შეძლებს ვარჯიშს, თუმცა ვნახოთ, თამაშს თუ მოახერხებს.

რუსული ფეხბურთი რომ პროგრესირებს, "ზენიტი" ამის ნათელი მაგალითია. რობერტ ლევანდოვსკი უქმეებზე დავასვენე. ასე რომ, ის აუცილებლად ითამაშებს ხვალ".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

25 თებერვალი. სანკტ-პეტერბურგი. პეტროვსკი. 21:00

ზენიტი-ბორუსია

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - მატს ჰუმელსი (?), ილქაი გიუნდოგანი, სვენ ბენდერი, ნევენ სუბოტიჩი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი

ბოლო 6 მატჩი ლიგაზე

+1=3-2 +4=0-2

ზენიტი: ლოდიგინი - ანსალდი, ლომბაერტსი, ჰუბოჩანი, კრიშიტო - ფაიზულინი, ვიტსელი - ჰალკი, შატოვი, არშავინი - რონდონი

ბორუსია: ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - კელი, შაჰინი - ჰოფმანი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი

არბიტრი: უილიამ ქოლუმი (შოტლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
+ ნიშნავს მოგებულ მატჩს, = - ფრეს, - წაგებას. ამ შემთხვევაში ზენიტმა ბოლო 6 მატჩიდან 1 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 2 წააგო
გიორგიპირველი
იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს +1=3-2 +4=0-2. რა უბედურებაა ეს?? ცოტა გასაგებად ვერ დაწერთ???

გაგიგანიერებენ რუსებო!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?