ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტურის შეჯამება: გვარდიოლას ბუნდესლიგა მოსწყინდა?

გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტურის შეჯამება: გვარდიოლას ბუნდესლიგა მოსწყინდა?

პეპმა გერმანიის ჩემპიონატი პიცას და ჰამბურგერს შეადარა, მერე კი თავი იმართლა
20 მოგება, 2 ფრე, არც ერთი მარცხი და 19-ქულიანი უპირატესობა ჯერ კიდევ მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენთან" - "ბაიერნი" მიფრინავს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

ჰანოვერში მოპოვებული გამარჯვება რეკორდმაისტერისთვის ზედიზედ მე-14 იყო ბუნდესლიგაში და ზედიზედ მე-14 შეხვედრაში მოახერხეს ბავარიელებმა მინიმუმ 2 გოლის გატანა. ასეთი შედეგით აქამდე გერმანიაში მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსია" იკვეხნიდა - "შავ-ყვითლებმა" ეს 1995 წელს შეძლეს.

მიუნხენელებს ბუნდესლიგაში მოგებები არ სწყინდებათ. აი, მათ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას კი "ჰანოვერთან" მატჩის (4:0) წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისეთი რამ წამოსცდა, რის გამოც მერე, ფაქტობრივად, ბოდიშები იხადა. "ჩემპიონთა ლიგა გემრიელი ვახშამივითაა, ბუნდესლიგა კი ისეთია, ყოველდღე პიცას და ჰამბურგერს რომ მიირთმევდე," - თქვა პეპმა.

ამის გამო ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ესპანელი სპეციალისტი გააკრიტიკეს, რის გამოც პეპმა "ჰანოვერთან" შეხვედრის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოდიში მოიხადა: "მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა საჭმელებს შევადარე. მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებს ვაქებდი. არ მინდა, რომ ვინმემ რამე არასწორად გაიგოს - ის სიტყვები მხოლოდ ქებას ემსახურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდმა წინა სეზონში ყველაფერი მოიგო, ოდნავადაც არ ეტყობა მოდუნება და ყოველ კვირას, ხანდახან კვირაში ორჯერაც, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ბევრისგან მსმენია, ეს ნორმალურიაო, მაგრამ ეს მართლა არ არის ნორმალური, ამ ყველაფერს მოხერხება უნდა!

არ ვიცი, ვის უყვარს პიცა და ვის არა, ფაქტი ის არის, რომ ჩვენთვის გერმანიის ჩემპიონობა ნომერ პირველი მიზანია. ასე რომ, მე მხოლოდ ვაქებდი როგორც ჩემს შეგირდებს, ასევე ბუნდესლიგას. გერმანულად სრულყოფილად ვერ ვსაუბრობ და შესაძლოა, ეს გაუგებრობა ამის ბრალიც იყოს."

სლომკამ "ჰამბურგი" გამოაცოცხლა

შაბათს "ჰამბურგმა" მთელი საფეხბურთო გერმანია (და არამარტო გერმანია) გააოცა: ახალი მწვრთნელით შვიდმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. "დორტმუნდის" განადგურების შემდეგ მირკო სლომკას თამამად შეეძლო, მიღწეულით მაქსიმალურად დამტკბარიყო, მაგრამ არა - 46 წლის მწვრთნელმა შეგირდებზე ზეწოლა განაგრძო.

"დამთავრდა თუ არა "დორტმუნდთან" მატჩი, ფეხბურთელებს ამოსუნთქვაც არ ვაცადე - მაშინვე ყველანი შევთანხმდით, რომ შრომას ზუსტად ისეთი კონცენტრაციით გავაგრძელებთ, როგორც წინა კვირაში ვშრომობდით. სეზონის ბოლომდე ყოველდღე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ეს მხოლოდ პირველი იყო იმ 13 ნაბიჯიდან, რომელიც სეზონის ბოლომდე ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა გადავდგათ," - აღნიშნა სლომკამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

რთული დასაჯერებელია, რომ მირკომ "ჰამბურგის" ფეხბურთელებს სირბილი და ბრძოლა ერთ კვირაში ასწავლა, მაგრამ ფაქტია, რომ "დორტმუნდთან" სულ სხვა, მართლა მეომარი გუნდი ვიხილეთ. "ბორუსიასთან" შეხვედრაში ჰამბურგელებმა ჯამში 114.6 კილომეტრი ირბინეს. მართალია, ბუნდესლიგისთვის ეს საუკეთესო შედეგი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტია იმ მონაცემებზე, რაც ჰამბურგელებმა წინა შეხვედრებში, "ბრაუნშვაიგთან" (110.3 კმ) და "ჰერტასთან" (110.0 კმ) დააფიქსირეს.

"მწვრთნელმა წინა კვირაში სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენა და ყველამ დავინახეთ, რომ თითქმის ყველა დისციპლინაში ბოლო ადგილზე ვიყავით. როგორც ჩანს, ამან გუნდზე დადებითად იმოქმედა," - ეს რენე ადლერის სიტყვებია, რომელიც "ბრაუნშვაიგთან" საკუთარი თავის აჩრდილი იყო და ოთხიდან სამი მიღებული გოლი მის სინდისზე გახლდათ, "დორტმუნდთან" კი ისევ ძველ ადლერად მოგვევლინა.

სლომკამ ძირითადი შემადგენლობაც შეცვალა - სასტარტოში ექვსი ახალი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებმაც მადლობა მაქსიმალური თავდადებით გადაუხადეს. "დორტმუნდთან" ყველაზე მეტი ჩალჰანოღლუმ, ირაჩეკმა, არსლანმა, ბადელიმ და რინკონმა ირბინეს. ირაჩეკი საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა: მას ვან მარვეიკის ხელში ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ 55 წუთი ჰქონდა გატარებული, "დორტმუნდთან" კი ძირითადში მოხვდა და არა მარტო ანგარიში გახსნა, არამედ თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი აჩქარება (31) გააკეთა.

შესანიშნავი იყო დაცვის ბურჯად გამწესებული სლობოდან რაიკოვიჩიც - სერბმა, რომელსაც ვან მარვეიკი აღარ ენდობოდა, ორთაბრძოლების 73% მოიგო, რაც "ჰამბურგში" საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

XXII ტურის გმირი

რაფაელ შეფერი (ნიურნბერგი)

13 წელია, პროფესიონალი ფეხბურთელია, პირველ ბუნდესლიგაში 262 მატჩი აქვს ჩატარებული, მეორეში - 67. ელიტიდან გავარდა, მერე ისევ დაბრუნდა და გერმანიის თასის მოგებაც კი მოახერხა. წესით, უნდა ვთქვათ, რომ ამ კაცს ამ ტურამდე ყველაფერი ჰქონდა ნანახი, მაგრამ... "ეს ისეთი თამაში იყო, რომლის მსგავსშიც კი აქამდე არასდროს მიასპარეზია," - აღიარა "ნიურნბერგის" 35 წლის მეკარემ შაბათს.

რაფაელ შეფერმა "ბრაუნშვაიგთან" ორი პენალტი მოიგერია და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ კაცნაკლულმა "ნიურნბერგმა" "ბრაუნშვაიგთან" თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა.

საუკეთესო ფეხბურთელები

"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08

2. ფილიპ ლამი ბაიერნი 20 2.58

3. ტონი კროოსი ბაიერნი 20 2.63

4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 22 2.66

5. მარკო როისი დორტმუნდი 21 2.70

6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 22 2.70

7. სიდნი სემი ლევერკუზენი 16 2.75

8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 20 2.75

9. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 22 2.77

10. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 19 2.82

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 22 14 9 23

2. ადრიან რამოსი ჰერტა 22 14 6 20

3. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 21 11 8 19

4. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 20 13 4 17

5. თომას მიულერი ბაიერნი 21 10 7 17

6. მარკო როისი დორტმუნდი 21 8 9 17

7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17

8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 21 13 2 15

9. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 17 8 7 15

10. ანდრე ჰანი აუგსბურგი 21 10 5 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა

საქართველო 4:2 აზერბაიჯანი

ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში

სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა

სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო

"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა

"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი

"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე

[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს

[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია

[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს

ᓑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᓐ. ᓠᕔᓚᓔᓒᕐᓪᓘᓐ. ᓡᓐᓞᓐᓡᓣᕮᕝ ᕛᓐᓢᓩᓘ: "ᓰᕐᓛᓑᕣᓠᓒᓘ" ᓒᓐᓓᓐᓠᓩᓐ!

ᓒ

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

ᓒ

თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა

ᓒᓔᕠᓛᓐᓜᓘᕐ. ᓑᕣᓜᓓᓔᓡᓚᕘᓒᓐ. XXXII ᓢᓣᓠᕘ: "ᓑᓐᓘᓔᕠᓜᓘ" "ᓠᓔᕐᓚᓘᕡᓗᓕᓘᓡ" ᓔᕛᓖᕐᕓᓔᓑᕐ [VIDEO]

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის კანდიდატურაც განიხილება

რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ