ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მსაჯზე თავდასხმისთვის 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს

პერსპექტიული ბულგარელი ჩოგბურთელი, 19 წლის გრიგორ დიმიტროვი მსაჯზე თავდასხმისთვის 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინციდენტი გასულ კვირას ჰელსინკის ჩელენჯერის დროს მოხდა. შესაძლოა, სასჯელი ATP-ის მიერ საქმის განხილვის შემდეგ გამკაცრდეს.

ნახევარფინალში ლიტველ რიკარდას ბერანკისთან წაგების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგის 106-ე ნომერი მსაჯთან მივიდა და მას მკერდში ორივე ხელით უბიძგა. კონფლიქტი მაშინ ამოიწურა, როცა საქმეში მსაჯთა კორპუსის მეორე წარმომადგენელი ჩაერია.

საქმის განხილით შემდეგ ATP-იმ, შესაძლოა, დისკვალიფიკაცია გამოუტანოს დიმიტროვს, ეს კი მძიმედ იმოქმედებს ჩოგბურთელის უახლოეს კარიერაზე, რადგან რეიტინგში დაქვეითების შემთხვევაში ბულგარელი ვერ მოხვდება ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში.

"მსაჯების ხელშეუხებლობა - მთავარი სპორტული პრინციპია. შეიძლება არ დაეთანხმო არბიტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე მოქცევა დაუშვებელია", - ამბობს ფინეთის მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტი ანტი აინე.

გრიგორ დიმიტროვი - იუნიორთა უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. წელს მან სამი ჩელენჯერი მოიგო და ATP-ის კლასიფიკაციაში 250 პოზიციით აიწია.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე