"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლიდერი აპენინელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლიდერი ანდრეა პირლო აპენინელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ბოლო დღეებში არაერთხელ გავრცელდა ცნობები ანდრეას მადრიდის "რეალში" ან "მილანში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით, სადაც მისი ძველი მეგობრები მუშაობენ: კარლო ანჩელოტი და კლარენს ზეედორფი. თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი პირლოს მიერ სანაკრებო თემაზე გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია.

საკლუბო კარიერა

"იუვენტუსში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლაზე არ ვფიქრობ. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ კარიერის ბოლო წლები ნაყოფიერად გავატარო. "იუვე" მუდმივად ტიტულებისთვის იბრძვის, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული - არ მესმის, რატომ უნდა ვიფიქრო სხვაგან წასვლაზე.

კარლო ანჩელოტის ხშირად ვესაუბრები, მაგრამ არა ფეხბურთზე და მით უმეტეს, არა "რეალში" გადასვლაზე. არც "მილანში" ვაპირებ დაბრუნებას, იქ ჩემი მისია შესრულებულია.

ნაკრები

ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე - მუნდიალის შემდეგ 35 წლის ვიქნები და საუკეთესო დრო იქნება იმისთვის, რომ გზა ახალგაზრდებს დავუთმო. დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დავასრულებ სანაკრებო კარიერას, რომელიც აგერ, უკვე 12 წელია, გრძელდება.

"სკუადრა აძურაში" 100-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს ჩემთვის ყველაზე საამაყო ფაქტია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვიქნები, "სკუადრა აძურას" ერთ კონკრეტულ შეხვედრასა თუ ტურნირში დავეხმარო... მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მიხმობს და ამის აუცილებლობა დადგება.

მეეჭვება ასე მოხდეს, რადგან იტალიას უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ნამდვილად არ აკლია.

მოკლედ, მუნდიალის შემდეგ ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებს ემშვიდობება, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაეხმარება "სკუადრა აძურას". მაგალითად, ფრანჩესკო ტოტიმ 2006 წელს დაასრულა სანაკრებო კარიერა, მაგრამ დღესაც საუბრობენ მის ბრაზილიაში გამგზავრებაზე და ამის სურვილს არც თავად "იმპერატორი" მალავს. თუმცა, ტოტის მუნდიალზე გამგზავრების შანსი მიზერულია და ალბათ, პირლოც უკანასკნელ სანაკრებო შეხვედრას სწორედ ბრაზილიაში ჩაატარებს.

იტალიურ სპორტულ პრესაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამგვარი განცხადება ჯანლუიჯი ბუფონმაც გააკეთოს, რომელიც 36 წლისაა. მართალია, დინო ძოფმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 40 წლის ასაკში მოიგო, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთიც შეიცვალა და თანაც, პირლოსი არ იყოს, ჯიჯიც გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ახალგაზრდა იტალიელ მეკარეებთან მიმართებაში.

როდესაც მორგან დე სანკტისმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, ხუმრობით დასძინა: ჯიჯი კიდევ მინიმუმ 10 წელი აპირებს თამაშს და უმჯობესია, ნაკრებს დროულად გამოვეთხოვოო...

დე სანკტისმა იხუმრა, მაგრამ ამ ხუმრობაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი.

მოკლედ, შესაძლოა პირლოს ბუფონი მიჰყვეს და "სკუადრა აძურას" კიდევ ორი მსოფლიოს ჩემპიონი გამოეთხოვოს; რჩება კი ვინმე იმ ოქროს გუნდიდან? - დანიელე დე როსი 30 წლისაა და იქნებ კიდევ ერთ მუნდიალს დაუმიზნოს.

რას იზამს პრანდელი?

ამასობაში, სულ უფრო აქტუალური ხდება ჩეზარე პრანდელის საკითხი. იტალიის ნაკრების მესაჭემ არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს, მაგრამ ისიც ბევრჯერ თქვა, რომ საკლუბო ფეხბურთი მოენატრა და სავარაუდოდ, ბრაზილიური მუნდიალით ის გამოეთხოვება ქვეყნის უმთავრეს გუნდს.

"გაძეტა დელო სპორტში" ისიც დაიწერა, რომ პრანდელის წასვლა გადაწყვეტილია და მას "მილანის" ექსდამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი შეცვლის. ავტორიტეტული გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ ალეგრის თანაშემწე "სკუადრა აძურაში" მაურო ტასოტი იქნება, რომელსაც თავის მხრივ, "მილანში" იაპ სტამი ჩაანაცვლებს.

მოკლედ, ჟურნალისტებმა პრანდელი და "აძურა" ერთმანეთს დააშორეს, მაგრამ ჩეზარეს მიერ 25 თებერვალს გაკეთებულმა კომენტარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა...

პრანდელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას ესწრებოდა, სადაც მას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიეჭრა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების შესახებ მოსაზრების გაზიარება სთხოვა:

"დასრულდება თუ არა მუნდიალი, ჩვენ დეტალურად შევისწავლით აზერბაიჯანის ნაკრებს და იმ ფეხბურთელებს, რომელთა წინააღმდეგაც მოგვიწევს თამაში. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით მხოლოდ მუნდიალზე ვარ კონცენტრირებული".

აი, ასეთი კომენტარი გააკეთა ჩეზარე პრანდელიმ, რომლის მიხედვითაც, ის სულაც არ აპირებს "სკუადრა აძურასთან" გამოთხოვებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.

თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ თავაზიანი კომენტარი იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა
"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან