ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
"ზენიტი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა (6) ქულით გავიდა ჯგუფური ეტაპიდან. ახლა კი სანკტპეტერბურგელებმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარეს - აქამდე პლეი ოფებში სტუმარ გუნდს მე-5 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა არასოდეს ჰქონია.

იურგენ კლოპის კლუბი ჰენრიხ მხითარიანმა დააწინაურა, რომელმაც ახლოდან ადვილად დაარტყა მარკო როისის აქტიურობისა და ზენიტელთა დაცვის ჩავარდნის შემდეგ. წუთიც არ იყო გასული, როდესაც გერმანელებმა კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს და ასევე ძალიან მარტივად მიიყვანეს გოლამდე - მხითარიანის დაწყებული საქმე კევინ გროსკროიტცმა გააგრძელა და როისმა დააგვირგვინა.

სიცივეს ნაჩვევი "ზენიტი" ამ ცივმა შხაპმა ვერ გამოაფხიზლა და მასპინძლებმა ძალიან უფერული პირველი ტაიმი ჩაატარეს. ოლეგ შატოვი და ჰალკი თუ ფაფხურობდნენ ცოტას, თორემ სხვა მხრივ... კოშმარულად გამოიყურებოდა დომენიკო კრიშიტო, იტალიელმა მცველმა უამრავი შეცდომა დაუშვა. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა აქსელ ვიტსელმაც, რომელსაც თითქოს თამაში ეზარებოდა. ანდრეი არშავინი კი ლუჩანო სპალეტიმ მე-15 წუთზე შეცვალა.

რუსები ვერც მეორე ტაიმში ბრწყინავდნენ, მაგრამ შედარებით უკეთ კი გამოიყურებოდნენ, თან "დორტმუნდიც" ცოტა მოდუნდა. თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბორუსიელებს როცა მოუნდებოდათ და რამდენიც მოუნდებოდათ, იმდენ გოლს გაუტანდნენ მეტოქეს.

57-ე წუთზე სტუმრებმა თამაშგარე ვერ შექმნეს, რონდონი გაექცათ, რომელმაც ბევრი წვალების შემდეგ დარტყმა შეძლო და ძელს გაარტყა, მაგრამ შატოვმა დამატებაზე ითამაშა და სხვაობა შეამცირა.

გულშემატკივრები გამოცოცხლდნენ, უფრო ახმაურდნენ და იმედი გაუჩნდათ, მაგრამ წინგაქცეული "ზენიტის" ისედაც უსუსური დაცვის ხაზი კიდევ უფრო მოშიშვლდა და კონტრიერიშებზე დიდებულად მოთამაშე დორტმუნდელებმა ამით ისარგებლეს. რობერტ ლევანდოვსკიმ ლუკაშ პიშჩეკს უპასა, რომელმაც ძალიან დახვეწილად დაუბრუნა თანამემამულეს და პოლონური გოლიც ასე გამოცხვა.

"ზენიტმა" ყურები მაინც არ ჩამოყარა და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, პიშჩეკმა ვიქტორ ფაიზულინი წააქცია. ბურთთან ჰალკი მივიდა და ბრაზილიელს დაუსტვინეს, რადგან ძველი, გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანები გაახსენდათ, მაგრამ ჰალკმა ამჯერად აუღებელი დაარტყა.

თუმცა სულ რაღაც ორ წუთში კლოპის გუნდმა საბოლოოდ გატეხა მეტოქე და ფაქტობრივად, გაინაღდა მეოთხედფინალში გასვლა. გოლი ისევ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც საოცრად დახვეწილად თამაშობდა და ნამდვილად გამოირჩეოდა. ასისტენტად როისი მოგვევლინა, იგი გოლითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

რუსებისთვის ვერ არის კარგი ამბავი ისიც, რომ დორტმუნდელთა გულშემატკივრები მასპინძელთა ფანებს თავდასხმებში ადანაშაულებენ და მეტიც, რამდენიმე გერმანელი ქომაგის თქმით, როდესაც "ზენიტის" აგრესიული ულტრასები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, იქვე მდგომი სამართალდამცავები ამ ყველაფერს, უბრალოდ, უყურებდნენ და იცინოდნენ.

იხილეთ ვიდეო

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

ზენიტი-დორტმუნდი 2:4

გოლები: 0:1 მხითარიანი (4), 0:2 როისი (5), 1:2 შატოვი (57), 1:3 ლევანდოვსკი (61), 2:3 ჰალკი (69-პენ.), 2:4 ლევანდოვსკი (71)

ზენიტი (4-3-3): ლოდიგინი - ანიუკოვი (84. სმოლნიკოვი), ნეტუ, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, შატოვი, ფაიზულინი (84. კერჟაკოვი) - ჰალკი, არშავინი (15. ტიმოშჩუკი), რონდონი

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - შაჰინი, კელი - გრსკროიტცი (90+1. დურმი), მხითარიანი (70. ობამეიანგი), როისი (85. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი

არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

გაფრთხილება: ანიუკოვი, პიშჩეკი, ფაიზულინი

კუთხური: 6-3 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 8-15(6-12) ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 15099

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგიგანიერეს რუსებო? ახლა რა არის თქვენს უკან? აბა რას ელოდა პლეიოფში 6 ქულით მოხვედრილი გუნდი, როცა 12 ქულიანი ნაპოლი გარეთ დარჩა?
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?