ქუთაისის "ტორპედოს" ახალწვეულთაგან გამორჩეულ ყურადღებას მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი იწვევს
ქუთაისის "ტორპედოში" ბევრი ახალწვეულია. ერთი მათგანი მაინც გამორჩეულ ყურადღებას იქცევს - მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი დავით ხურციძე. ის ქუთაისელია, მაგრამ წლების წინ გადავიდა მოსკოვში, ვარჯიშობდა ცსკა-ს დუბლებში, ზოგჯერ - ძირითადშიც. რამდენიმე მატჩი რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებშიც ჩაატარა.

20 წლის ფეხბურთელი მცველადაც თამაშობდა და ნახევარმცველადაც. 2012-13 წლების სეზონში მან ცსკა-ს დუბლებში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2013 წელს, 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე, "აიაქსის" დუბლების ძლევაში (2:0) 45-ე წუთზე გატანილი გოლით თავისი წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, მაშინ ცენტრალური მცველი იყო.

შარშან ზაფხულში, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და დიდების ფეხბურთთან ადაპტაციისთვის, მეორე ლიგაში მოასპარეზე პენზის "ზენიტში" მიავლინეს, სადაც სულ 4-ჯერ ითამაშა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

- ახლა ყველა ქართველ ფეხბურთელს უცხოეთისკენ უჭირავს თვალი, შენ კი მდიდარი კლუბიდან საქართველოში დაბრუნდი...

- უკვე 20 წლის ვარ და რუსეთში დუბლებში თამაშს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მერჩივნა სათამაშო პრაქტიკის მიღება. ქუთაისის "ტორპედო" კი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

- ცსკა-ში დაწინაურება რატომ ვერ მოახერხე?

- ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მის ძირითადში მოხვედრა ძალიან ძნელია, მეტი გამოცდილებაც მჭირდება, კლასიც და მიმაჩნია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" თამაში ძალიან წამადგება. მით უფრო, რომ გუნდს ცნობილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი ავარჯიშებს. იმედია, ამის შემდეგ რუსეთში დავბრუნდები.

- ისევ ცსკა-ში?

- დიახ.

- და საქართველოში მომზადებით ასეთ კლუბში მოხვედრა რეალურია?

- მთავარია თამაში, ეს არის საუკეთესო ვარჯიშიც და მომზადებაც. მერე აუცილებლად მოვუმატებ, მეტი ჯანიც მექნება და ცსკა-ში დავბრუნდები.

- "დილასთან" საკონტროლო შეხვედრისას განაცხადში რატომ არ იყავი?

- განაცხადში დროულად ვერ შემიყვანეს, რადგან მოსკოვიდან გათავისუფლების ფურცელი არ იყო გამოგზავნილი. მაგრამ არა მგონია, ეს პრობლემა გახდეს. მითხრეს, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში მოგვარდება.

- ბოლო წლებში, ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები უცხოეთში მოთამაშე ქართველებს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. შენ მიმართ ინტერესი არ გამოუჩენიათ?

- კი, მაგრამ ცსკა არ მიშვებდა.

- რატომ?

- საქართველოს მოქალაქე არ ვარ, აქ ჩამოსვლისა და თამაშის შემთხვევაში კი, იცოდნენ, რომ ამას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოჰყვებოდა. ლეგიონერის, მით უფრო, ქართველის რუსეთში თამაში და შრომითი უფლების მოპოვება კი ძალიან ძნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს
ხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოდან" მოსკოვის "არარატში" გადავიდა
კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!