ევროპის ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური დასრულდა

ევროპის ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური დასრულდა და მეთექვსმეტედფინალის მონაწილეთა უმრავლესობაც გაირკვა. თავიდანვე ვთქვათ, რომ გათამაშებას ქართველთა გუნდები უკვე გამოეთიშნენ, მაგრამ მათ ნაცვლად ევროპის ლიგაზე იმ ჩვენიანებს უნდა ველოდოთ, რომელთ გუნდებიც ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოინაცვლებენ.

D ჯგუფში "ვილიარეალმა" უშუალო კონკურენტ ზაგრების "დინამოზე" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა და პირველი ადგილი არა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა მაინც გაინაღდა. ფლეი ოფის დაბევებასთან ძალიან ახლოს იყვნენ ბერძნები, მაგრამ პაოკ-მა მატჩის მიწურულს მიიღო გოლი აუტსაიდერ "ბრიუგესგან" და ბოლო ტურში ხორვატიაში მოუწევს მძიმე ბრძოლის გადატანა. იმ შეხვედრაში პაოკ-ისთვის ფრეც საკმარისი იქნება.

ვაჟა თარხნიშვილის "შერიფი" ჯგუფიდან გასვლის შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, შინ "ალკმაარი" რომ დაემარცხებინა და ამავდროულად, ბელარუსში ბატე-ს კიევის "დინამოსთან" არ წაეგო. როგორც ხედავთ, ამ ორიდან ერთი წინაპირობაც არ შესრულდა და ბატე-სთან ერთად, ჯგუფიდან გასვლა უკრაინელებმა იზეიმეს. "შერიფის" ქართველ კაპიტანს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

მოსკოვის ცსკა-ს თავი ისედაც ქუდში ჰქონდა, მაგრამ თავი არც ამჯერად დაუზოგავს და ქვედა შვეიცარიული დივიზიონის ბინადარი "ლოზანა" გაანადგურა. ჯგუფიდან მეორე გამსვლელი ადგილის შანსის შესანარჩუნებლად "პალერმოს" "სპარტას" დამარცხება სჭირდებოდა და საამისოდ ცდა არ დაუკლია, მაგრამ სიცილიელებმა, რომლებმაც შეხვედრა ცხრა კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს, მიზანს ვერ მიაღწიეს და F ჯგუფში ბოლო ტურმა ყოველგვარი აზრი დაკარგა.

G ჯგუფში ლვოვის "კარპატი" თავიდანვე ჩამოყალიბდა უიმედო აუტსაიდერად, დანარჩენ სამ გუნდს შორის კი უშეღავათო ბრძოლა გრძელდება. ორ ძლიერ კონკურენტთან ბრძოლაში ფრანგებმა იმარჯვეს და "სევილიასთან" პრინციპული გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. "კარპატის" შემადგენლობაში სანდრო გურულმა 63-ე წუთიდან ითამაშა. ბოლო ტურში "სევილია" "ბორუსიას" უმასპინძლებს და სწორედ მათ ურთიერთშეხვედრაში გაირკვევა მეორე მეთექვსმეტედფინალისტი. ესპანელებს გერმანელებთან დაპირისპირებაში საყაიმო შედეგიც ეყოფათ.

"ლივერპულს" ჯგუფში პირველი საფეხურის დასაბევებლად რუმინეთში ფრეც ეყო, "სტიაუასთვის" კი ბოლო ტურში "ნაპოლისთან" ფრეც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ "უტრეხტი" "ენფილდზე" "ლივერპულის" ძლევას შეძლებს.

ყველაფერი ნათელია L ჯგუფში, სადაც "პორტუსა" და "ბეშიქთაშს" შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები აქვთ განაღდებული. პორტუგალიელებს ამ ტურამდეც თავი ქუდში ჰქონდათ, თურქებმა კი ბულგარელებს მათსავე მოედანზე დაუმტკიცეს, რომ მათი საფლეიოფო ამბიციები უსაფუძვლო იყო.

D ჯგუფი

პაოკ-ბრიუგე 1:1

გოლები: 1:0 ვიერინია (25), 1:1 შეპოვიჩი (90)

ვილიარეალი-დინამო ზ. 3:0

გოლები: 1:0 როსი (25. პენ.), 2:0 რუბენი (63), 3:0 როსი (80)

გაძევება: ბისკანი (85. დინამო)

1. ვილიარეალი 5 3 0 2 6-4 9

2. პაოკ 5 2 2 1 4-3 8

3. დინამო ზ. 5 2 1 2 4-4 7

4. ბრიუგე 5 0 3 2 3-6 3

E ჯგუფი

ბატე-დინამო კ. 1:4

გოლები: 0:1 ვუკოიევიჩი (16), 0:2 იარმოლენკო (43), 0:3 გუსევი (50. პენ.), 0:4 მილევსკი (68), 1:4 ნეხაიჩიკი (84)

შერიფი-ალკმაარი 1:1

გოლები: 0:1 ჰოლმანი (17), 1:1 რუამბა (54)

1. დინამო კ. 5 3 1 1 10-6 10

2. ბატე 5 3 1 1 11-8 10

3. ალკმაარი 5 1 1 3 5-10 4

4. შერიფი 5 1 1 3 5-7 4

F ჯგუფი

ცსკა მ.-ლოზანა 5:1

გოლები: 1:0 ნესიდი (18), 2:0 სეკუ (22), 3:0 ტოშიჩი (40), 4:0 ძაგოევი (71), 5:0 ნესიდი (82), 5:1 კარუპი (90)

პალერმო-სპარტა 2:2

გოლები: 1:0 რიგონი (23), 1:1 კლადრუბსკი (51. პენ.), 2:1 პინილია (59. პენ.), 2:2 კუჩკა (62)

გაძევება: გოიანი (50. პალერმო), პასტორე (90. პალერმო)

1. ცსკა მ. 5 5 0 0 17-2 15

2. სპარტა 5 2 2 1 11-11 8

3. პალერმო 5 1 1 3 6-11 4

4. ლოზანა 5 0 1 4 5-15 1

G ჯგუფი

ბორუსია დ.-კარპატი 3:0

გოლები: 1:0 კაგავა (5), 2:0 ჰუმელსი (49), 3:0 რ. ლევანდოვსკი (89)

პსჟ-სევილია 4:2

გოლები: 1:0 ბოდმერი (17), 2:0 ჰორო (20), 2:1 კანუტი (32), 2:2 კანუტი (36), 3:2 ნენე (45), 4:2 ჰორო (47)

1. პსჟ 5 3 2 0 8-3 11

2. სევილია 5 3 0 2 8-5 9

3. ბორუსია დ. 5 2 2 1 5-3 8

4. კარპატი 5 0 0 5 3-14 0

K ჯგუფი

უტრეხტი-ნაპოლი 3:3

გოლები: 0:1 კავანი (5), 1:1 ვოლფსვინკელი (6), 2:1 ვოლფსვინკელი (28. პენ.), 3:1 დემუჟი (35), 3:2 კავანი (42), 3:3 კავანი (70. პენ.)

სტიაუა-ლივერპული 1:1

გოლები: 0:1 იოვანოვიჩი (19), 1:1 ბონფიმი (61)

1. ლივერპული 5 2 3 0 8-3 9

2. სტიაუა 5 1 3 1 9-10 6

3. ნაპოლი 5 0 4 1 7-9 4

4. უტრეხტი 5 0 4 1 5-7 4

L ჯგუფი

ცსკა ს.-ბეშიქთაში 1:2

გოლები: 0:1 ზაპოტოჩნი (59), 0:2 ჰოლოშკო (64), 1:2 შერიდანი (79)

რაპიდი ვ.-პორტუ 1:3

გოლები: 1:0 ტრიმელი (39), 1:1 ფალკაო (42), 1:2 ფალკაო (86), 1:3 ფალკაო (88)

1. პორტუ 5 4 1 0 11-3 13

2. ბეშიქთაში 5 3 1 1 7-6 10

3. რაპიდი ვ. 5 1 0 4 5-10 3

4. ცსკა ს. 5 1 0 4 3-7 3

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა