ალერგიის საწინააღმდეგო წამალი თუ დოპინგი?
სოჭის ოლიმპიადაზე შვედეთის ჰოკეის ნაკრების წევრის, ნიკლას ბექსტრიომის B სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა ფსევდოეფედრინზე. "ვაშინგტონ კეპიტალზის" ფორვარდს ჩამოართმევენ ოლიმპიადის ვერცხლის მედალს. შეგახსენებთ, რომ დადებითი A სინჯის გამო ბექსტრიომმა მონაწილეობა ვერ მიიღო კანადასთან ფინალურ მატჩში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰოკეისტმა მაშინ დაარღვია ანტისადოპინგო წესები, როცა ალერგიის საწინააღმდეგო წამალი მიიღო. ეს პრეპარატი შეიცავდა ფსევდოეფედრინს, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატების სიაში შედის.

ჰოკეისტის მიმართ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ. ვარაუდობენ, რომ ბექსტრიომს ჩამოართმევენ თამაშების ვერცხლის მედალს.

ბექსტრიომმა კიდევ ერთხელ აუხსნა ჟურნალისტებს, როგორ მოხვდა მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. "მე უკვე შვიდი წელია ალერგია მაწუხებს. პრობლემები ვაშინგტონში გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. ყველა ადამიანმა, ვინც აქ ცხოვრობს, იცის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი. ვარ თუ არა დამნაშავე? მე, უბრალოდ, ექიმის მითითებებს ვასრულებდი.

მივიღებ თუ არა ვერცხლის მედალს, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შვედეთის ფედერაციასთან", - განაცხადა ბექსტრიომმა. მისი სიტყვებით, მან მიიღო პრეპარატი "ზირტეკი", რომელიც სწორედ ფსევდოეფედრინს შეიცავს.

"ოლიმპიადის ფინალი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია კარიერაში. და მასში მონაწილეობა არ მიიღო ისეთი პრეპარატის გამო, როგორიცაა "ზირტეკი"?! ეს დიდი სისულელეა! ჰოკეისტი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობს ამ მომენტისთვის და როცა მთავარი მატჩი ახლოვდება, საქმეში ერევა პოლიტიკა და ყველაფერს აფუჭებს. ეს გაუმართლებელია", - მხარი დაუჭირა შვედს "ვაშინგტონში" მისმა პარტნიორმა მარტინ ერატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
ნიკლას ბექსტრიომს მედალს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სოჭი 2014: ყველაზე პოპულარულები
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წლის მატჩი პიტსბურგში
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა