ქართველი კალათბურთელის "ოლიმპიაკოსში" გადასვლის ამბავი ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა კლუბი გამოიცვალა. მიმდინარე სეზონში ესპანურ "სარაგოსაში" მოთამაშე შერმადინი კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს, სადაც 2012-13 წლების სეზონში გამოდიოდა.

თუკი გასულ სეზონში ქართველ ცენტრს ბერძნულ გრანდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, ახლა ის გუნდს ერთ-ერთ ლიდერად უბრუნდება.

პირეოსელები ევროპალიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე არიან და ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად სწორედ ქართველი ცენტრი შეიგულეს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ესპანეთის მძლავრ ლიგაში კარგად წარმოაჩინა.

შერმადინის "ოლიმპიაკოსში" გადასვლის ამბავი ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა. "სარაგოსას" ხელმძღვანელები ქართველი ლეგიონერის გასხვისებას გვარიანი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ დათანხმდნენ, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვა თავად კალათბურთელმა თქვა.

საბოლოოდ ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა, რომ ბერძნები შერმადინს კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე სთავაზობდნენ, გიორგის კი 1,5-წლიანი ხელშეკრულება სურდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შერმადინს "ოლიმპიაკოსში" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ექნება. ქართველი კალათბურთელი პირეოსში 27 თებერვალს ჩავა და გუნდში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ბერძნულ გრანდს ევროლიგის მე-2 ეტაპზე შექმნილ E ჯგუფში 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და იტალიურ "მილანთან" და მარადიულ მეტოქე ათენის "პანათინაიკოსთან" ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში E და F ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გადის.

საბერძნეთის ჩემპიონატში "ოლიმპიაკოსს" 19 ტურის შემდეგ 17 გამარჯვება აქვს და "პანათინაიკოსს" 1 მოგებით ჩამორჩება. პირეოსელებს მომდევნო მატჩი 1-ელ მარტს ელით, როდესაც პატრასში მეშვიდეადგილოსან "აპოლონს" ესტუმრებიან. შერმადინის დებიუტი კი, სავარაუდოდ, 28 თებერვალს, ევროლიგაში შედგება, როცა "ოლიმპიაკოსი" სტამბულში "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება.

წყარო: www.gbf.ge

dd
გიორგისათვის კარგია მაგრამ სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს. ისე ნაკრებისათვის ჯობდა იქვე დარჩენილიყო და ერთად ეთამაშათ. იქნებ რეალიც გამოსულიყო
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში