ყაზახეთში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობას შემორჩა დენის ევსეევთან (ყაზახეთი) შეამხანაგებული ალექსანდრე მეტრეველი
ყაზახეთში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობას შემორჩა დენის ევსეევთან (ყაზახეთი) შეამხანაგებული ალექსანდრე მეტრეველი.

26 თებერვალს, მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილი იტალიელი მეტოქეების - მატეო დონატისა და ედოარდო ერიომინის გამოუცხადებლობის გამო ქართულ-ყაზახური დუეტი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყაზახების - კუათბეკ აბიევისა და კაისარ ბეკიმოვის მძლეველ (6:2, 6:1) ტურნირის რეიტინგფავორიტებს - მარეკ სემჟანსა და ადრიან სიკორს (ორივე - სლოვაკეთი) დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: კირილ დმიტრიევი (რუსეთი), ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი) და მეორე რეიტინგის მქონე ბელორუსები - იარასლაუ შილა, ანდრეი ვასილევსკი.

აივარას ბალზეკასის საერთაშორისო მემორიალში (ლიტვა) წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ალექსანდრე ბაკშიმ - ჭაბუკთა ტურნირის პირველ წრეში მან იოლად დაამარცხა მასპინძელი ტადას ბაბელისი - 6:0, 6:3. მეორე წრეში ჩვენებური შვედ სემ ტეილორს შეხვდება.

ამ უკანასკნელმა მე-5 ნომრად განთესილი უკრაინელი - ოლექსეი კოლისნიკი ჩამოიშორა გზიდან - 6:7, 7:6, 6:3.

წყვილებში ბაკში რუს ალექსანდრ ბუბლიკთან არის შეამხანაგებული და სტარტზე მასპინძლების - მანტას გრიკუსისა და ტომას ვაისეს დუეტს გაუწევს მეტოქეობას.

საფრანგეთში, ჩერბურგის ვაჟთა 64.000-იან ტურნირში ჩაება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველსავე წრეში იტალიელ ფლავიო ციპოლასთან დამარცხდა - 6:3, 5:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წყვილებში არ მონაწილეობს.

თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა იტალიური ბეინასკოს 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში რეკა-ლუკა იანისთან (უნგრეთი) დამარცხდა. 26 თებერვალს კი ჩვენებურმა რევანში აიღო, ოღონდ წყვილებში - ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ტურნირის მეორე ნომერია და მეოთხედფინალში ალბერტა ბიანტისა (იტალია) და რეკა-ლუკა იანის ტანდემს შეხვდა.

მართალია, ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველი ხელი დათმო - 4:6, მაგრამ მომდევნო ორში წარმატებას მიაღწია - 6:4, 10:7 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ალისე მატეცისა და კამილა როსატელოს (ორივე - იტალია) მძლეველ (6:1, 6:4) მასპინძლებს - მეოთხე ნომრად განთესილ ნიკოლ კლერიკოს და ჯულია გატო-მონტიკონეს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა