უნგრეთის, ავსტრიის, სლოვენიის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

9 თებერვალი ფიფას მიერ დადგენილი ამხანაგური მატჩების დღეა. ჯერ უნგრეთის, მერე ავსტრიის, შემდეგ სლოვენიის, ბოლოს კი ლუქსემბურგის ნაკრებებთან თამაში განიხილებოდა, მაგრამ, მათთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ახლახან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გვითხრა, რომ 9 თებერვალს ჩვენი ნაკრები კვიპროსზე გამართავდა ამხანაგურ მატჩს, თუმცა სპარინგ პარტნიორის ვინაობა უცნობი იყო. უცხოელმა აგენტმა, ვინც ქართულ მხარეს ეს ვარიანტი შესთავაზა, დრო ითხოვა. 9 თებერვლისთვის კვიპროსზე ორი ქვეყნის ნაკრებების ჩასვლისა და იქ მომზადების ვარიანტი განიხილებოდა. ამ ორიდან ერთმა თანხმობა უკვე განაცხადა და ჩვენი მეტოქეც გაირკვა - როგორც გავიგეთ, თებერვალის პირველ დეკადაში კვიპროსს სომხეთის ნაკრები ესტუმრება.

"უკვე გადაწყვეტილია, რომ 9 თებერვალს სომხეთის ნაკრებთან გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრას. ძალიან გვინდოდა, უფრო ძლიერ გუნდთან გვქონოდა სპარინგი, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა სომხეთთან თამაშიც არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ. მისი ინფორმაციით, ქართული კლუბებიდან ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები თბილისიდან 6 თებერვალს ჩაფრინდებიან კუნძულზე, ლეგიონერები კი გუნდს იქ შეუერთდებიან. საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრა ქალაქ ლიმასოლში გაიმართება, თამაშის დაწყების დროზე კი მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან.

ჩვენი და სომხეთის ეროვნული გუნდები, შესარჩევ ციკლში ერთ ჯგუფში არ მოხვედრილან. თუმცა სომხებთან ოთხი ამხანაგური მატჩი გვითამაშია. ჩვენებმა ორი მოიგეს (7:0 და 2:1), ერთხელ დამარცხდნენ (0:2), ერთიც 0:0 დასრულდა.

ფიფას ნოემბრის რეიტინგში სომხეთი ჩვენზე 19 საფეხურით წინ, 59-ე ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანია. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთი 7 ქულით (4 მატჩში) ჯგუფში მესამე ადგილზეა და ლიდერ რუსეთს 2 ქულით ჩამორჩება. 7 ქულა აქვს ირლანდიასაც, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსითაა წინ. მინასიანის გუნდს ნოემბერში არ უთამაშია. ეს 7 ქულა სომხებმა ბოლო სამ მატჩში აიღეს - სექტემბერში მაკედონიაში 2:2 ითამაშეს, ოქტომბერში კი შინ ჯერ სლოვაკეთი დაამარცხეს 3:1, შემდეგ კი ანდორა 4:0. სომხეთის ნაკრებში ყველაზე მეტი, 5-5 გოლი რუმინული "უნირეას" თავდამსხმელმა არმან კარამიანმა და "პიუნიკის" ფორვარდმა ედგარ მანუჩარიანმა გაიტანეს. ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, ლიმასოლში მეზობლებთან რთული მატჩი გველის. ჯერ ერთი, ქართულ-სომხური საფეხბურთო პაექრობა, ძველი ტრადიციაა. მეორეც, სომხებმა რუსეთთან 26 მარტის მატჩამდე გენერალური რეპეტიცია სწორედ ჩვენს ნაკრებთან დაგეგმეს.

misha
მცველი სანაია გამოიდზახეტ,ნაგდად მაგარი მცველია და მაგარ ჯანზეა!ტუ მოგება გვინდა სანაია მაგარია.
RuGbyst
შევჩამოთ ეს ჩმორიკები!
vendeta
გააანადგურედ ბიჭებო ეს რუსების ვირთხები ისე რომ ხმა ვეგარ ამოიღონ ჯავაკხი რომ არ უდზახონ ჯავახეთს
gulSematkivari
უნდა მოვიგოთ, პრინციპის საკითხია :)
otar
არანაირი მეორე და მეცხრე სასტავი ამათ უნდა მოვუგოტ დიდი ანგარიშით რომ კაი ხნით დავადუმოთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა