პოპულარულმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ქართული ფეხბურთის ლეგენდაზე ბლოგი გამოაქვეყნა
პოპულარულმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გამოაქვეყნა ბლოგი ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანზე, რომელსაც მცირე ცვლილებებით გთავაზობთ.

თქვენ ხომ არ გინახავთ ყიფიანი, არათუ ფეხბურთელობისას, არამედ საერთოდ. ამიტომ მე მოგიყვებით მასზე. მქონდა ბედნიერება, მისი ფეხბურთელობის ეპოქაში მეცხოვრა, შემდეგ კი პირადადაც გავიცანი. ის კი დიდად არც იცვლებოდა.

81 წელი იყო მისი საუკეთესო წელი - თასების მფლობელთა თასი, დიდი ტურნირი. 82-ში ის არ აიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა ზუსტად 4-ჯერ ასაკოვანი ვარ, ვიდრე მაშინ. ამ ხნის განმავლობაში ენითაუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე, მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემთვის ახლაც აუხსნელია.

ეს აუხსნელი იყო მაშინაც და ახლა, დროის გასვლის და გამოცდილების მიღების შემდეგაც. მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ.

ზოგჯერ ამბობენ, თამაშობს, როგორც სუნთქავსო - ცარიელი სიტყვებია. ჩემი აზრით, არ არის სუნთქვაში არაფერი ინდივიდუალური, სექსუალური. მე ვიტყოდი, თამაშობს, როგორც დადის. აი, მოძრაობაში არის რაღაც უნიკალური, მარტო შენთვის დამახასიათებელი, სტილიც და სექსიც. ყიფიანი სწორედ ასე თამაშობდა. ის შეიძლება პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს.

შეიძლება სიმელოტის გამო უწოდეს კიდევაც მას პროფესორი. არ იყო ის პროფესორი. პროფესორი კარიერაა, თანამდებობაა, ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ბევრია.

სულაც არ ვამბობ, რომ მას სხვა მეტსახელი მოუხდებოდა, ან რა საჭიროა მეტსახელი - ყიფიანი! განა ნიშნავს კიდევ სხვას?

შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდის მერე) მას შეეფერება: მაღალი, ტანადი, ოდნავ მელოტი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც.

მეტჯერ მე ის არ მინახავს. თავიდანვე მსურდა მისი ნახვა, როგორც სახელის და არა როგორც ფეხბურთელის. ზუსტად 13 წლის მერე, რაც საბჭოთა ნაკრებში მე-13 ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია, რომელმაც 13 მაისს თასების თასზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, 13 დეკემბერს ახალთახალი მანქანით გადაიჩეხა. მე მითხრეს, რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი - ის თურმე იძებნება, სადღაც კვიპროსშია და როგორც კი იქაურობას დატოვებს, ინტერპოლი დააპატიმრებს, იმიტომ, რომ ის კანონიერი ქურდია.

გულუბრყვილო დროება იყო... ასეთი სისულელეები სერიოზული გარჩევის თემა იყო. უფრო სწორად, ასეთი მონაჩმახების სერიოზულად სჯეროდათ. რეალობა პარალელებს ეძებდა მაშინდელი "ბოევიკების" ეპიზოდებთან და ვისთვის მიემგვანებინათ ყიფიანი? აბა, მზვერავისთვის ხომ არა!

ამის მერე მან "შინიკი" ჩაიბარა. დიახ, ინტერპოლისგან დასამალავად უკეთეს ადგილს "ვერ მონახავ". მე არ შევმცდარვარ ყიფიანში - მითი ცხოვრობდა მითის ცხოვრებით, ყიფიანი რჩებოდა ყიფიანად.

ის თავისი მაღალი შუბლით ფარავდა ეკრანს, დინჯად პასუხობდა მოდებილო კითხვებს - ჩვენ ერთმანეთს НТВ-ს სტუდიაში შევხვდით, გადაცემა "საფეხბურთო კლუბისთვის" მზადებისას, სასტუმრო "როსიაში", სადაც მაშინ ყველა ტელევიზიის ოფისი იყო განლაგებული და რომლის პირველი გამოსარჩევი ის იყო, რომ უკან კრემლი მოჩანდა. იქ, ფანჯარასთან სხდებოდნენ ჩვენი სტუმრებიც. იჯდა ყველა, მაგრამ ამას ყურადღება მხოლოდ დავითმა მიაქცია - არასოდეს ვმჯდარვარ ფანჯრის რაფაზე, თანაც, როცა ზურგსუკან კრემლიაო.

მაშინ მან სარეკლამო პაუზისას დელიკატურად "მომტეხა". 26 წლის ვიყავი და კრუიფის, ლინეკერის, სხვების გამონათქვამებით ვცოცხლობდი და რა თქმა უნდა, ხანდახან სისულელეებსაც ვამბობდი. "ვასია, თქვენ მე მისმენთ? რას ამბობთ, ვასია..." შემდეგ კი ამიხსნა, რაში არ ვიყავი მართალი. ეთერში - მთელი ქვეყნის გასაგონად არაფერი უთქვამს.

რა სირცხვილია, გამოჩნდე იდიოტად ყიფიანის ფონზე. ეს ძალიან ბევრ საუკეთესოს განუცდია, ასე მაინც მოვხვდი მათ რიგებში.

ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით, მგონი, ვლადიკავკაზში. ვუყურებდი, როგორ მეფობდა ის სუფრასთან. ერთ რამეს იტყოდა და ყველა გაისუსებოდა. მისი გამომეტყველება თითქმის არ იცვლებოდა, მხოლოდ ნახევრად გაღიმება და თვალების შეუმჩნეველი თამაში.

ჰყვება ანეკდოტად - "რა მოგაქვთ? ოქრო! მთელი ბარგი შეამოწმეს - სამი წიგნია. რას ხუმრობთ, ახალგაზრდავ. როგორ გეკადრებათ, შეიძლება ვინმესთვის მაკულატურაა, ჩემთვის ეს ოქროა". ხუმრობა - ისე რა, მაგრამ ის ამჩნევს სკეპტიკურ ღიმილს და აყოლებს: "ბიჭებო, სინამდვილეში ანგორის ბეწვეული მოგვქონდა და ყურადღების გაფანტვა მინდოდა".

ის თამაშობდა, როგორც დადიოდა; თამაშობდა, როგორც ლაპარაკობდა; თამაშობდა, როგორც სვამდა. მე ვიჯექი სუფრასთან, რომელიც ყიფიანს მიჰყავდა...

ბოლოსკენ მან მოჰყვა საოცარი და უცნაური ისტორია, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული იყო. ზუსტად მახსოვს და ამიტომ გავთამამდები და პირველ პირში მოვყვები.

"ერთხელ ახალკაცი გაუშვეს. მას ხომ ხანდახან უშვებდნენ. ყველა ხედავს, გუნდი თამაშობს - ესე იგი, უმწვრთნელოდაც ითამაშებს.

მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, ჩვენ მას ვიცნობდით ფედერაციიდან. ვუყურებთ მშიერი თვალებით. ამბობს: დისციპლინა უნდა ავამაღლო, თავად შეგამოწმებთ. ხუთშაბათიდან ყველანი ბაზაზე! კარანტინი. ვინც არ დაემორჩილება - გაირიცხება.

და ამ დროს ყველამ იცის, რომ ხუთშაბათს თბილისში ჩვენს მეგობარს ქორწილი აქვს და ყველანი იქ იქნებიან".

ყიფიანმა ღვინო მოსვა, სუფრასთან სიჩუმეა.

"ჩვენც კი ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამიტომ ღამის ორ საათზე, ერთი-ორი ჭიქის დალევის შემდეგ დიღომში ვბრუნდებით. ერთგან გასაძრომია და იქ შევდივართ: მე, ჩივაძე, ვიტალიკი, ოთარ გაბელია, ვოვა გუცაევი. ახალი მწვრთნელი იქვეა - გველოდა".

ყიფიანი ისევ სვამს ბოკლიდან, სრული სიჩუმეა.

- რა მოხდა მერე?

ყიფიანი იღიმის.

- იცი, ვასია, მას ხომ არ შეეძლო ჩვენი გაგდება ან რატომ უნდა გავეგდეთ? ის ერთ თვეში მოხსნეს, ამ ამბავმა გადაიყოლა.

- ანუ დავიდ დავიდოვიჩ, მთავარი ფეხბურთელებია, ესაა ამ ისტორიის მორალი?

ყიფიანმა კიდევ მოსვა. როგორც ჩანს, სუფრასთან მხოლოდ ერთი იდიოტი აღმოვჩნდი.

- ვასია, იცი? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეორე მწვრთნელი.

ყველა მე დამცინოდა, ყიფიანმა კი შემომთავაზა, გავიდეთ, მოვწიოთო. მოწევა მაგიდასთანაც შეიძლებოდა, თანაც არ ვეწეოდი. გარეთ რაღაც სისულელეზე ვილაპარაკეთ. ყიფიანს ეგონა, გულზე მომხვდა ის დაცინვა და სიტუაციიდან ჩემი გამოყვანა სურდა. აი, ასეთ რამეს "მეორე მწვრთნელი" ხომ ვერასოდეს შეძლებდა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ დარასელია 30 წლის წინათ დაიღუპა. დავით ყიფიანიც ავარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, წამებით ადრე გული გაუჩერდა. გუშინ კი მე და ჩემი მეგობრები "საფეხბურთო კლუბში": დიმა სავინი, ვანია ხმელნიცკი, მიხაილ მელნიკოვი ჩვენი სერიალის მორიგ ფილმს ვაკეთებდით დიდ გუნდ თბილისის "დინამოზე".

მე უნდა წამეყვანა და ვერ შევძელი. არადა, მასალები ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი გადაცემა გამოდიოდა. გული დამწყდა.

დღეს გამეორებას ვუყურე - თბილისის "დინამოზე" სიუჟეტი ასრულებს გადაცემას - პირდაპირ გეუბნებით, ბედნიერებაა, რომ მე არ წამიყვანია გადაცემა. უბრალოდ, ამის მერე ვეღარ ვილაპარაკებდი. კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი, როგორი იყო ყიფიანი...

ბიჭებო, ზიკო უბრალოდ დაისვენებდა, მარადონა ალბათ ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისდიოდა ეს პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა...

ყიფიანი კი იქ, უბრალოდ, არ იყო. ეს ახლა ძალიან იოლი წარმოსადგენია, ის ხომ არც ახლა არის, აღარ არის...

იხილეთ ვიდეო

ვასილი უტკინმა ბარსელონა თბილისის დინამოს შეადარა

გიორგი ადამია
ყველამ კარგად იცის ტაშკენტში დატრიალებული უბედურება. დაიღუპება მთელი გუნდი და შეაკოწიწეს ახალი გუნდი სხვადასხვა ფეხბურთელებისგან. პირველი თამაში ფრე მოსკოვის სპარტაკთან, მეორე წაგება ერევანში და მესამე თამაში ტაშკენტში თბილისის დინამოსთან. ჩვენებს ჰაერივით სჭირდება ქულები. პირველი ტაიმი დინამო იგებს, შესვენებაზე დათო ყიფიანმა ბიჭებს უთხრა ჩვენ ამ თამაშს ვერ მოვიგებთ, არ გვაქვს უფლება. მოდი გავიხსენოთ ამ მაყურებელს ძველი გუნდი და დინამომ ის თამაში წააგო. მთელი სტადიონი ფეხზე დაუდგა თბილისის დინამოს, ოვაციები არ წყდებოდა! აი, ასეთი ადამიანი იყო დათო ყიფიანი
კ ო მ ბ ლ ე
რა არის ფეხბურთი? მეტყვით სპორტის სახეობააო ხომ? ყიფიანმა კი, სპორტის ეს სახეობა სიმფონიის დონეზე აიყვანა,, მისი თამაში იყო დირიჟორის ხელმძღვანელობა ორკესტრთან, თან რა ორკესტრთან დარასელია, გუცაევი, შენგელია, დიდებული სოლისტების არაჩვეულებრივი დირიჟორი. რა ზიკო? რის პასარელა, ყიფიანს თითქოს ერთგული ძაღლი, ერთმანეთს ისე ეფერებოდნენ, ვისაც არ უნახავს მისი თამასები, მას ფეხბურთში სასწაული არ უნახავს. მე ბედნიერი ვარ, რომ მტელი მისი კარიერა მაქვს ნანახი, 81 ში 18 წლის ვიყავი,. როცა ყიფიანმა დაანება თამაშს, მას მერე მეც დავანებე ფეხბურთის ყურებას თავი და ეხლა სიბერეში თუ ვუყურებ რაღაც მომენტებს, მას მერე ფეხბურთის ყურებით ვერ ვსიამოვნებ და მომკალით, რაღაც ეპიზოდები ბარსა რეალის ან რომელიმე შემტევ სტილის მოთამაშე გუნდები კი მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ნერვები არ მყოფნის რომ ვუყურო, აი ბატონებო, ესეთი იყო დავით ყიფიანის ფეხბურთი. განუმმეორებელი რბილი და ფანტასტიკური. ვესტ ფემთან, ფეინორდთან, ლივერპულთან და ბევრ გუნდთან, ინტერი მავიწყდებოდა დათოს გოლით იქ მოუგეთ ინტერს 0..1 მოკლედ, მაშინდელ ევროპულ ფეხბურთს ანახეს, თუ რა არის ბურთით დადგმული კლასიკა და ამის შემოქმედი იყო გუნდი, რომლის დირიჟორი იყო დავით ყიფიანი !!! . მადლობა იმ თაობას, მადლობა ახალკაცს გენიალურ მწვრთნელს და პიროვნებას.
geno
ორმოცი წელი გავიდა და გუშინდელი დღესავით მახსოვს ის შეგრძნება, ყიფო რომ ბურთს მიიღებდა - გადაჭედილ ტრიბუნებს რაღაც ქარივით გადაუქროლებდა, სუნთქვაშეკრული ელოდი რაღაც სასწაულს და ათიდან ცხრაჯერ ეს საწაული ხდებოდა! 7-8 წლის ვიყავი, დათო რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს და მაშინ გავიგე ჩემს ოჯახში პირველად გინება:). გარინჩას საფლავს სასაწაული რამ აწერია - ხალხის სიხარული. ამაზე დიდი დაფასება წარმოუდგენელია. ყიფო ქართველი ერის სიხარული იყო, მადლობა მას...
ლევან
ჰო, როგორც უკუღმართად ჩატარდა ეგ მატჩი (პირველი ეროვნულის პირველი გოლი ავტოგოლი იყო და ამ ავტოგოლით, 0;1 წააგო დინამომ (იბერიამ)), ასე უკუღმართად მიდის დღემდე - 30 წელია ქართული ფეხბურთი...
mirosan
იუტუბზე მოიძიე ძმა
ლეგენდა
მეც მყავს ნანახი დავით ყიფიანი. სუფრასთან მის წინ ვიჯექი. ნამდვილად ასეთი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული
ფ. ტ.
სკეპტიკოსს მინდა ვუთხრა, რომ საბაჟო იყო და საკმაოდ უნამუსო. მე ერთხელ 3–კილოგრამიანი ტუმბო უფასოდ არ წამომაღებინეს მოსკოვიდან. საბაჟო იყო ასევე თბილისის ვაგზალზე – ჩემი მეზობელი მუშაობდა, რცხვენოდა. მაშინ ასეთ დაწესებულებებში მუშაობა პრესტიჟულად არ ითვლებოდა.
hm
იუთუბიზე რა არ არის?! რანაიარდ ამბობ, მიდი და ნახე ნებისმეირ თამაშია
სკეპტიკოს-ს
შენ აეროპორტში ნამყოფი არ ხარ გეტყობა...ან გვერდითი გასასვლელით აგიყვანეს პირდაპირ თვითმფრინავში
mirosan
მეც ვიყავი მაგ მატჩზე...ოღონდ დინამოს მაშინ იბერია ერქვა
ვანჩოპე
ცრემლი მომადგა თვალზე ეს რა ისტორია გაიხსენე. როგორც მახსოვს ცოლმა ჰკითხა დასაევს ეგ ვინ დარეკაო პ.ს სკეპტიკოსს დიდი მოკითხვა
ჯელა
ბუნდოვნად მახსოვს.6-7 წლის ვარ და ბიძაჩემმა წამიყვანა სტადიონზე.დინამო თბილისი ეთამაშებოდა ფოთის კოლხეთს.პირველი თამაში იყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში.ბიძა "ვიღაც" უცხო კაცთან მივიდა.ერთმანეთი მოიკითხეს,თბილად ისაუბრეს და ამ კაცმა 2 ბილეთი გვაჩუქა.დათო იყო ყიფიანი ის " ვიღაც"... ის ორი ბილეთი ეხლაც გვაქვს როგორც რელიქვია
მიშა
ღმერთო, რა წლები იყო. დინამოს თითოეული თამაშის დღე კი არა, ამ დღის მოლოდინიც კი ზეიმი იყო ჩვენთვის.
სკეპტიკოსი
"საიუზში" ბიზნესი და მოსკოვიდან თბილისისკენ საბაჟო იყო???
mirosan
ყიფიანი დიდ ფეხბურთელთან ერთად უდიდესი პიროვნებაც იყო, რომელსაც სხვათაშორის უდიდეს პატივს სცემდნენ მიდი პლეადის რუსი ფეხბურთელებიც. ერთი ისტორია მახსენდება ადრე წაკითხული.... ყიფიანი მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა თურმე... გვიანი რეისი ყოფილა, შუაღამის... ვიღაც ქართველი მისულა ყიფიანთან ტირილით, მიშველეთ ბატონო დავით, რაღაც საქონელი მიმაქვს თბილისში და აეროპორტის საბაჟოზე გაუჩერებბიათ...მოკლედ 3000 მანეთს თხოვდნენ თურმე... ყიფიანი შეწუხებულა, არ ქონდა მაგდენი ფული..( 3 ათასი მანეთი მაშინ კაი გვარიანი თანხა იყო) ამდგარა და ღამის სამ საათზე დასაევთან დაურეკავს...დასაევიც ვეტერანი იყო მარა კაი გაჩითული ყოფილა ბიზნესში. რინატ შენი დახმარება მჭირდება ასე და ასეო. სად ხარო პირდაპირ უკითხავს დასაევს და ნახევარ საათში ფულით მისულა აეროპორტში... თან ვიღაც ახლობელი ხლებია... ყიფოს მადლობა გადაუხდია და უკან რო ბრუნდებოდა დასაევი, მის თანამგზავრს უკითხია - კი მარა ვინ იყო ეგეთი, ღამის სამ საათზე რო ადექი და აეროპორტში მიასკდიო.... დასაევს გაკვირვებით შეუხედავს მისთვის - რას ამბობ თუ იცი, ეს ხო დავითიჩი იყოო.... ასე აფასებდნენ ჩვენს ყიფოს საიუზში...
ხოოო?
კაი მთქმელს კაი გამგები უნდა... აშკარად აღქმაში პრობლება გაქვს ჯიგარო
სტალინი
ბარსამ რომ ლიგა მოიგო, მაშინ თქვა უტკინმა, ბარსელონა დინამოს სტოლში თამაშობსო, მოკლედ მაგარი ობიექტური და მაგარი კაცია უტკინი.......
Labirinti...
დავით ყიფიანი...ლეგენდა...მას რომ ეთამაშა რეალში ან ბარსაში..სადაც ზიდანს შეიყვანდნენ სიმბოლურში..იქვე დათაც იქნებოდა...ასევე დიდი პიროვნება ...უტკინს მადლობა...მიუკერძოებისათვის..მითუმეტეს დღევანდელ რუსეთში...
ლადო
ზუსტად მახსოვს ის შეგრძნება დინამოს ლურჯი მაისურები რომ გამოჩნდებოდა ხოლმე დასავლეთ ტრიბუნიდან. მაშინ წინასწარ არავინ აცხადებდა შემადგენლობას. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისული 70.000 მაყურებელი შვებით ამოისუნთქავდა, მაღალი, გამხდარი, ულვაშებიანი ბიჭი რომ გაერეოდა ლურჯმაისურიანებში. იმ დღეს 90 წუთიანი სპექტაკლი დედის რძესავით გვერგებოდა. საოცარი ის არის, რომ მაშინ 7-8 წლის ვიყავი, 40 წელი გავიდა დათოს თამაშები გუშინდელი დღესავით მახსოვს. ღმერთმა გაანათლოს კეთილი კაცი და მადლობა და ბრავო უტკინს!
Dato
ვიდეო არ დაიდება არასდროს?
alexandre
ცდები. პროფესორს ყიფიანს ეძახდნენ, ხოლო ჩივაძეს დაცვის გენერალს! რა თქმა უნდა რეალთან იყო პირველი თამაში, მეორე ბავარიასთან და გაიპარნენ მოედნიდან:)))), ვითომ და მსაჯი "რუსებს" უდგებაო. უბრალოდ შეეშინდათ განადგურების, ტოღემ ცუდი მსაჯობისთვის ვინ გასულა გასახდელში?
ირაკლი
ცოტა უზუსტობას აქვს ადგილი თქვენს ნაწერში. პირველი თამაში ბავარიასთან კი არა რეალთან ქონდა დინამოს, სადაც დაშავდა ყიფიანი.
Zorbeg papa
Narkotiks ar gaekarot axalgazrdebo
გია
70-იანი წლების დასაწყისიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ბედნიერება მქონდა ევროპის სტადიონებზეც დავსწრებოდი დიდი გუნდების თამაშებს.ერთს ვიტყვი დათოს ნაირი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა.
გია
მართლა უნიკალური ფეხბურთელი იყო.
ქართველი
მაგარია! გულიდან ამოღებული სტატიაა. ყოჩაღ ვასილი უტკინს.
temur
ფეხბურთის მოთამაშე ვერ მოიძებნა საქართველოში და ფიფიას ბრალია ძამა ყოლიფერი არა?
Dato
ვიდეო სადაა?
muro
სიძე იყო ხიდიატულინი
zas.
ეს ვასია უტკინი რომ მანახა,უბრალოდ მივიდოდი და ჩავეხუტებოდი.
Vasili
ისე ერთსაც დავამატებ, ფიფიასაც წააკითხოს იქნებ ვინმემ ეს ინტერვიუ, რა ნახოს რა ისტორიის მქონე გუნდი ყავს ჩაბარებული და რა ლეგენდების გუნდის მეპატრონეა! რო ამოსვარა მთელი ისტორია ტალახში და რო არ დატოვა არცერთი სამოყვარულო ქვეყანა ვისთანაც თავი არ შეირცხვინა!!! მემგონი ყველაფერიც ძალინ კარგად იცის, უბრალოდ ფეხებზე კიდია და მორჩა!!!
ბადრი
შენგელიას გოლეადორობაში დათოს წვლილი არის 1000%. მოკლედ ვიტყვი, ისეთ პასებს უკეთებდა შანსი არ იყო არ გაგეტანა.
G.LA
მადლობა უტკინს. ის ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა და ლაპარაკოს ყოვრლგვარი მორიდების გარეშე, ამიტომაც არის გარიყული. სიმართლის მთქმელი არავუს უნდა. მადლობა დათოს, მან დაუვიწყარი კვალი დატოვა. მართლაც ბედნიერები და ამაყები ვიყავით ბავშვობაში მას რომ ვუყურებდთ. თურმე ჩვენ არ გვეჩვენებოდა რომ ყიფიანი უტკინის მიერ ჩამოთვლილ ვარსკვლავებზე ნაკლები არ იყო.
სტალინი
უტკინი ძალიან მაგარი კაცია, ღმერთმა გაუმარჯოს................
ვახო...
მე, არ მახსოვს ბატონი დავით ყიფიანის თამაში, მაგრამ ყოველთვის დიდი აღტაცებით ვუყურებ მის ძველ კადრებს... (სხვათაშორის, ძალიან ვამგვანებ ზიდანის თამაშის მანერას, დავით ყიფიანისას...) დიდი მადლობა ვასილი უტკინს, თბილი და ნამდვილად ობიექტური დახასიათებისა, დავით ყიფიანის რორგორც ფეხბურთელის და როგორც პიროვნებისა... ის იყო ნამდვილი მაესტრო, მაესტროთა შორის!
Luka
Neta ese chven vapasebdet chven lomkatsebs,bravo utkin
აწი ლოკოს ფანი
ავტორ. ლინკი მიუთითე რა!
tngh
მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაყვანა დათოსთვის უდიდესი ტრამვა იყო. 1981 წლის ზაფხულში მიღებული ტრამვა, მას თითქმის მოშუშებული ჰქონდა. ამ ტრამვას კი ვეღარ გაუძლო, და 1982 წლის მაისში კრასნოდარის "ყუბანთან" I ტაიმის ბოლოს სამუდამოდ დატოვა მინდორი... როგორც ფეხბურთელმა. დღესაც ნათლად მახსოვს ის წუთი.
ჟორა
მადლობა ვასილს კარგი წერილისათვის და იმისათვის, რომ სწორად შენიშნა სულმნათი დავითი ფეხბურთს ფეხით კი არა თავით (ინტელექტით) თამაშობდა. თითზე ჩამოსათვლელი იყო ასეთი ფეხბურთელები მსოფლიო ფეხბურთში, ვისაც ბურთის თამაშში ინტელექთის ჩართვა შეეძლო. კრუიფი მახსენდება ასეთად...
ushangi
უბრალოდ ვუტანაგრდზნობ ,ვისაც დატოს ტამასჰი არ უნახავს.
გურამ
არა ბატონო, "პროფესორს" და გენიოსს დათოს ვუძახდით!!!
ლაშა
ლეგენდაა დავით ყიფიანი. ვამაყობთ, რომ საქართველოს ყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავი. დიდი მადლობა ვასილი უტკინს
david67
მე მაინც მგონია დათოს არ წაყვანა 82-ში, ბოღმა იყო იმდროინდელი ფეხბურთის ჩინოვნიკების, მარტო ქართველობა არაფერ შუაშია, მასე რომ იყოს ჩივაძეს კაპიტნობას არავინ მისცემდა. უბრალოდ იყვნენ ბოღმები. ასევე ცუდად მოექცნენ რუსეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ედუარდ სტრელცოვს.(ციხეში ჩასვეს)ყიფიანი იყო ლეგენდა, ასეთები აღარ დაიბადებიან. უტკინი შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში, ასევე მრავალმხრივ ერუდირებული ადამიანია, იუმორის გრძნობაც მაგარი აქვს. მისი კომენტატორობა ძალიან მომწონს. ამ სტატიისთვის დიდი მადლობა
ანდრე
ტვინი ბატონები ტვინია უტვინოები როგრც თამაშობენ ვხედავთ..... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს.
nino
როცა ამბობენ "სილა იესტ,უმა ნე ნადა"(ბოდიში,რომ ქართულად დავწერე) ვეთანხმები,მხოლოდ დავით ყიფიანი იყო გამონაკლისი.მის გვერდით ყველა მეგარმონე იყო,რა პლატინი და რისი მარადონა.
kaci ikavi kacuri
ამ ჟურნალისტს ყოველთვის თბილი განწყობა აქ ქართველებს მიმართ.მოსკოვში რო ვიყავი შემხვდა წიგნის მაღაზიაში ,გამოვეცნობილე ძაან მრავალმხრივი პიროვნებაა,ავტოგრაფიც გამოვართვი ქართული ფეხბურთის და ქართველების დიდ გულშემატკივარს ვასილი უტკინს .
ნიტა
ცოტა უკეთესი ქართულით რომ გეთარგმანთ, არ შეიძლებოდა? :(
giorgi
დრო კი მართლაც სასწაული იყო, 76000-იან სტადიონზე,მარტო ორგანიზაციებიდან(იყო კომუნიტების დროს ასეთი წესი,ორგანიზაცია თხოვნით მიმართავდა ფეხბურთის ფედერაციას ბილეთების გამოყოფის თაობაზე,თამაშზე კოლექტიური დასწრებისთვის)300000განცხადება შედიოდა...
giorgi
კარგია უტკინი ასე რო საუბრობს ქართველ ფეხბურთელზე სასიამოვნოა,სწორედ აღნიშნავს დათოს გენიალურობაზე და ეტყობა მართლა არ იცის ზოგიერთი ფაქტი. მაგ 81-ში მსოფლიო ჩემპიონატამდე თვეებით ადრე იმავე ესპანეთში სადაც უნდა ჩატარებულიყო ეს ჩემპიონატი,თბილისის დინამო ოთხთა ტურნირზე მიიწვიეს როგორც ევროპის თასის მფლობელთა თასზე გამარჯვებული, ბავარიასთან მოგების შემდეგ დინამო რეალს შეხვდა და როცა მათმა მცველმა ანხელმა ყიფიანთან ვერაფერი გააწყო,პეპეს სტილში უკნიდან ორივე ფეხით ჩაარტყა და ორ ადგილას მოტეხა ფეხი...დათოს რო უცხოეთში ემკურნალა შეიძლება ის ფანტასტიკური ფორმა აღედგინა,მაგრამ...მოკლედ დათო ვერ დაბრუნდა...ხოლო რაც შეეხება პროფესორს ეს ჩივაძეს მეტსახელი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომლის კაპიტანიც ის იყო,ყოველშემთხვევაში ასე ამბობდა მასლაჩენკო,როცა ჩივაძის შექება უნდოდა.
გიორგი
იმას ვენაცვალე რა, იმის სულს.. მეფური სულის, სულმნათი დავით ყიფიანი. აი იქიდანაც კი, თავისი პირით რომ ალაპარაკებს ამ იხვისტვინა უტკინს - რომ იდიოტია! აი ვინ არის დავით ყიფიანი - რაც ამას ქართველებზე უნაგლია.. ეხლა შეეძლო გამოსწორება მარა მაინც ვერა - კიდე აუხსნელიაო რატომ არ წაიყვანესო.
exxxxx
რა დრო იყო?!!!შეხვიდოდი სტადიონზე და ასეთ ფეხბურთს ნახავდი,როცა არის ვერ აფასებკაცი, მეგონა სულ ასე იქნებოდა ვცდებოდი.
elguja
საბჭოთა კავშირის ნაკრები სპარინგ მატჩს ატარებდა თბილისის დინამოსთან. დათო ფეხის ტრამვის გამო, დიდი პაუზის შემდეგ, პირველად გამოვიდა დინამოს შემადგენლობაში. ნამდვილი ექსტრაკლასი ჩაუტარა სსრკ-ის ნაკრებს-მთელი ნაკრები ააწიოკა, დაფეთებული დაცვა ერთმანეთს ასკდებოდა, ბოლოს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, ისევ მოცელეს...
zako
jojo, ცნობისათვის. ბურიაკი რუსი არ იყო ჯიგარ. ასე რომ.
n
რა საშინელი თარგმანია, ზოგგან აზრი საერთოდ ვერ გამოვიტანე.ჯობდა რუსულად დაგედოთ..
eeh
სხვათაშორის ყიფიანი მაგარი განათლებული ტიპი იყო და მაგის გამოც იყო რომ ჭკვიანი ფეხბურთელი და კაციც იყო მოედანზე და ცხოვრებაში.....ახლა კი ტვინგამოლაყებული ფეხბურთელები მოდიან, კითხვა არ იციან განათლებას თავი დაანებე, და უტვინოდაც ამთავრებენ საფეხბურთო კარიერას...
კ ო მ ბ ლ ე
ყიფიანი იყო ფეხბურთის დირიჟორი, ვისაც დათოს თამაში არ უნახავს, მას ფეხბურთი არ უნახავს.
gaiozi
ყველას, ყველას დიდი მადლობა ამ უდიდესე ფეხბურთელის დავით ყიფიანის გახსენაბისთვის.
dudu
ეგეთი ნიჭი და თამაშის ცოდნა ხო იშვიათი იყო, მაგრამ ახლა რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ ფეხბურთს, ყიფიანის დონის პიროვნებებია, კაცები. ეგ თუ იქნა, ნიჭიერები არიან და თამაშსაც ისწავლიან, მაგრამ ვინ უნდა ასწავლოს? ქაჯების ხელშია ეს საცოდავი ქართული ფეხბურთი, ყველა დონეზე.
gocha
უტკინა როგორ ილაპარაკა დინამოზე და ობოლაძემ კიდე დასცინა ზენიტს !! ესა ვართ ქართველები თუ რამეს მივაღწიეთ მართლა სასწაულია იმიტომ რომ უღირსები ვართ !! ობოლაძისნაირი რამდენია
vaxo
"მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ." ეს მაგარი იყო
David
დათოზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი,მე ორი ამბავი მახსენდება ხშირად...1:1980 წელი იყო დინამომ გაზაფხულზე რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებათა სერია მოაწყო,ერთერთ თამაშში თბილისში როსტოვის სკა-ს ღებულობდა, კარების უკან ვიჯექი გაბელიას კარს უკან....დათომ ბურთი ჩვენი საჯარიმოს მარცხენა კუთხეში მიიღო და გრძელი 50-60 მეტრიანი პასი გაუკეთა შენგელიას,რომელიც ჯერ ჩვენ ნახევარზე იყო,მაგრამ სისწრაფეს კრეფდა ცენტრალურ ხაზთან,3 როსტოველი მცველი(გონჩაროვი,ანდრიუშენკო და კლუჩნიკოვი) ცდილობდა ბურთის ჩაჭრას,მაგრამ ბურთმა უცნაური ტრაექტორიით მათ შორის დიაგონალურად ჩაიფრინა და ზედ სისწრაფეაკრეფილი რამაზის მარჯვენა ფეხთან დაეშვა ისე რომ შენგელიას ფეხის მოძრაობის შეცვლაც არ დასჭირდა და გოლი გაიტანა....
გიორგი
მაგარი კაცი არი მაგის სული ნათელში იყოს
dd
რა ახსნა უნდა, თვითონაც იცის არ ამბობს(რუსულუ შოვინიზმი), ქართველი იყო ყიფიანი აი ამიტომ არ წაიყვანეს, ყველა რუს ფეხბურთელს აჯობებდა აი ამიტომ არ წაიყვანეს...ვერ აუხსნია თურმე, აი ახსნა. იქნებ აჩვენონ ხოლმე იმ დროინდელი დინამოს თამაშები 40 წელს ქვემოთ ადამიანებს არ გვახსოვს მათი თამაშები
dd
იქნებ აჩვენონ ხოლმე იმ დროინდელი დინამოს თამაშები. 40 წელზე უმცროსებს ან არ გვინახავს ან არ გვახსოვს
pepela
როგორც ფეხბურთელი განუმეორებელი იყო, ერთი სიტყვით დათო ყიფიანი
levan jabakhidze
საოცარია როცა ჰენი ქვეყნის ფეგბურთელს ესე აქებენ და არა მარტო როგორც ფეგბურთელს როგორც პიროვნებას მართლა ძალიან დიდი ადამიანი დავკარგეთ მე იმ თაობას ვეკუთვნი ვინც ვერ ნახა მისი თამაHი კარგი იქნება გვაჰვენონ ძველი დინამოს თამაჰები გუცაევის ჰივაძის მაჰაიძის ყიფიანის
jojo
პროსტა ცოდო იყო დატო 82 ნაკრებში რომ არ აიყვანეს არადა ბურიაკი ფეხმოტეხილი წაიყვანეს და არცერთი თამაში არ უთამაშია,ეს იყო რუსეთის ამბავი,იმ მომენტში დათო ზენიტში იყო და შეეშინდათ რუსებს რომ დარჩილავდა რუს ფეხბურთელებს.საწყენია
giga
გული მწყდება ყიფიანის ფეხბურთი რომ ვერ ვნახე, მაგრამ მის გენიალობაზე თუნდაც ეს სტატია საკმარისია წაიკითხო. მართლა მადლობა უტკინს.
დათო
მე იმ ბედნიერ თაობას მივეკუთვნები, ისაც ეს მართლა გენიალური თაობა ცოცხლად მყავს ნანახი..... დათოზე რა შეიძლება ითქვას? როგორც ფეხბურთელი ალბათ მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავების პირველ ხუთეულშია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველი იყო და ყველაფერ ამასთან ერთად დიიიდი კაცი იყო... გაანათლოს ღმერთმა მისი სული.... უტკინს კი მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის
zura1504
ბრავოოოოო ვასილ! სასიამოვნო სიურპრიზი იყო ასეთი თბილი სტატია დათოზე - იმ პერიოდის პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს და გამორჩეულ ფეხბურთელზე.
nukri62
ვეთანხმები ბასას სრულად. არწაყვანის პირველი და მთავარი მიზეზი რუსულ შოვინიზმში უნდა ვეძებოთ. მეორე მიზეზი იყო ნეპოტიზმი ( გავრილოვი ბესკოვის სიძე გახლდათ. სამწვრთნელო ტრიადა ფორმალობა იყო და ყველაფერს ბესკოვი წყვიტავდა) უტკინი როგორც კომენტატორი არც მე მეხატებოდა გულზე, რადგან კარგად მახსოვს მისი ტენდენციური რეპორტაჟები. მიუხედავად ამისა მადლობა მას. ყიფო გენიოსი იყო.
ნუგზარ
მადლობა ბატონ უტკინს, დათო ყიფიანს უთვალავი ბედნიერება მიუნიჭებია ადამიანებისთვის, ის მართლაცდა განსაკუთრებული იყო!
ok
ვასილი უტკინის კომენტარი მაღიზიანებდა ხოლმე. მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან ქართული არხები ევროპიდან პირდაპირ რეპოტაჟს ვერ გადმოსცემდნენ. ახლა, საბედნიეროდ, ეს პრობლემა აღარ გვაქვს ქართველებს, ამიტომ მისი სმენის აუცილებლობა აღარ არსებობს, ამიტო ერთო 10 წელია მისი ხმა არ გამიგონია. მაგრამ მადლიერი ვარ იმ ადამიანს, ვინც ეს რეპორტაჟი და მისი ბლოგიდან ტექსტი განათავსა, ვინაიდან ამ კაცზე ჩემი მცდარი აზრი შემაცვლევინა. მინდა ვიწამო, რომ მისი მათქვამი ნამდვილად გულიდან მოდის.
nika
მადლობა ვასილი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
tony
გაიხარე ვასილი, გაიხარე!!!
oto
ცრემლი მომადგა
basa
რა ახსნა უნდა, თვითონაც იცის არ ამბობს(რუსულუ შოვინიზმი), ქართველი იყო ყიფიანი აი ამიტომ არ წაიყვანეს, ყველა რუს ფეხბურთელს აჯობებდა აი ამიტომ არ წაიყვანეს...ვერ აუხსნია თურმე, აი ახსნა
GiorgiG83
მადლობა უტკინს იმისთვის, რომ ასე გულმხურვალედ აღიარა ის რასაც არ აღიარებდა რავინ, მხოლოდ ეთნიკური კუთვნილების გამო: "მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ."
mamka kobuladze
Iცით? Mაპატიეთ მაგრამ... რუსები მაინდამაინც გულზე არ მეხატება. Aრც მათი ნაჯღაპნი, ზოგჯერ შოვინისტური ღვარზლიც სავსე მოსაზრებები. Mაგრამ ეხლა?... უბრალოდ მადლობა! Vტირი ძმებო. Yიფო გენიოსი იყო. Bოდიში, ყიფო გენიალურია. M ა დ ლ ო ბ ა უტკინს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
ვასილი უტკინი გარდაიცვალა
ფარისევლობა თუ გულისტკივილი - თინა კანდელაკმა აღიარა, რომ ვასილი უტკინთან დამნაშავე იყო
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
"რუსეთის ჩემპიონატში ვერაფერი განსაკუთრებული აჩვენო და..." - უტკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ [VIDEO]
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"მაიმუნმა ტაქსისტი რომ გამოა**ევა, იმ ანეკდოტს მახსენებს" - უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა
სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]
"ნაპოლი" მძ**ნერი კლუბია" - ვასილი უტკინი "პარტენოპეიზე"
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...