27 თებერვალს საქართველოს ნაკრების საწვრთნელ კომპლექს "ბასაზე" მწვრთნელთათვის პრო-ლიცენზიის კურსები დაიწყო
27 თებერვალს საქართველოს ნაკრების საწვრთნელ კომპლექს "ბასაზე" მწვრთნელთათვის პრო-ლიცენზიის კურსები დაიწყო.

სწავლას 15 "სტუდენტი-მწვრთნელი" შეუდგა და მათგან არც ერთია ისეთი, ქართული ფეხბურთის ქომაგის წინაშე წარდგენა რომ სჭირდებოდეს: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გოჩა ტყებუჩავა, გიორგი ცეცაძე, გიორგი დევდარიანი, სოსო ჭედია, მალხაზ ჟვანია, გელა შეყილაძე, ვარლამ კილასონია, თემურ შალამბერიძე, სოსო ფრუიძე, ბადრი კვარაცხელია, გიორგი ტუღუში ("დილას" მწვრთნელის ასისტენტი), ვასილ მაისურაძე, რამაზ სოღოლაშვილი.

წელიწადნახევრის განმავლობაში მათ ლექციებს სხვადასხვა პროფესიონალი მწვრთნელი წაუკითხავთ და თეორიულ სწავლებას პრაქტიკული მეცადინეობებიც შეცვლის. პირველ ლექციას საქართველოს მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე და უეფას წარმომადგენელი, შვეიცარიის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი დენი რაიზერი გაუძღვნენ.

სხვათა შორის, შვეიცარია უკვე რა ხანია სწორედ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებითა და თამაშის ხარისხით გამოირჩევა, რაიზერმა კი შეგირდები 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა. პრო-ლიცენზიის შესაბამისი სწავლა-განათლება მწვრთნელებს 6 ათასი დოლარი დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ პრო-ლიცენზიის გაცემის უფლება უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე კვირის წინ მისცა და აგერ, უკვე სწავლებაც დაიწყო.

"პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ალექსანდრე ჩივაძესა და ოთარ გაბელიას, რომლებიც ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად არიან აქ და პრო-ლიცენზიისთვის საჭირო სწავლას იწყებენ. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო უეფას სტუმარს, რომელიც ლექციების ჩასატარებლად გვესტუმრა.

ცხადია, პრო-ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებით ჩვენი გუნდები ხვალ და ზეგ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ, მაგრამ პროგრესი რომ იქნება, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ. ჩვენს მწვრთნელებს გზა ყველა დონეზე ხსნილი ექნებათ და მეტ ცოდნასაც მიიღებენ", - ამ სიტყვებით მიესალმა და წარმატება უსურვა პრო-ლიცენზიის მაძიებელთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასგან მოკითხვაც გადასცა.

აქვე გეტყვით, რომ საკლუბო მწვრთნელებს შორის დღეს პრო-ლიცენზია კახა ცხადაძეს (ბაქოს "ინტერი"), გიორგი ჩიხრაძეს (ზაქათალის "სიმურგი"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), შოთა არველაძესა (სტამბულის "ქასიმფაშა") და ამჟამად უმუშევარ ვლადიმერ ხაჩიძეს აქვთ. სხვათა შორის, ხუთივე მწვრთნელმა პრო-ლიცენზია კიევში აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გელა შეყილაძე: როგორც ქართველს, ავღანეთში ძალიან მაფასებენ...
საქართველოს 3 ასაკობრივ ნაკრებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ირაკლი შეყილაძე: ნაკრები? ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი...
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
...ᓠᕘᕗ ᓕᓔᓠ ᓛᓝ
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ნოდარ მაჭავარიანი: ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენილია
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გელა შეყილაძე ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე