ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა ბუდაპეშტის საგზური თურქეთთან პლეი-ოფის დაძაბულ ორრაუნდიან ბრძოლაში მოიპოვეს
1 მარტს საქართვეელოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბულში თურქეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა სასურველი ანგარიშით (9:12, ორი მატჩის ჯამში 17:16) დაასრულა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კონტინენტის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

1 მარტს ქართველმა წყალბურთელებმა ბუდაპეშტის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მიოპოვეს.

თბილისში ანგარიშით 8:4 მოგებული პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ, ვლადიმერ ისელიძის შეგირდებს საპასუხო შეხვედრაში, მინიმუმ, 3-ზე მეტი ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგოთ.

სტამბოლში გამართული მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და ტაიმი მათი გამარჯვებით 6:5 დასრულდა, თუმცა მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და ანგარიშში წინ გავიდნენ - 9:7.

მეოთხე პერიოდში თურქები უპირატესობას ფლობდნენ, დრამატული კი მატჩის ბოლო 40 წამი აღმოჩნდა. ამ დროს ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 12:9 იყო, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა დარჩენილ დროში მეტოქეს გატანის საშუალება აღარ მისცეს და ორი მატჩის ჯამში ისტორიული გამარჯვება დაისაკუთრეს.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

1. ზურა ჭუმბურიძე

2. გიორგი ხვედელიანი

3. დამირ სერფულია

4. მარკო ელეზი

5. გალაქტიონ ლაითაძე

6. მარკო ელაჩა

7. რევაზ ჩომახიძე

8. მიშა ბაღათურია

9. ზუკა რურუა

10. კოტე გეგელაშვილი

11. ტატო ნიკოლეიშვილი

12. მარინო ფრანიჩევიჩი

13. ბექა კაპანაძე

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი

Laki
მანერვიულეთ და ბოლოს მაინც გამახარეთ! :) წარმატებებს გისურვეთ ბიჭებო! მსაჯობაზე (და წამზომზე გავჩუმდები :D )
gizog
akhali ღმერთმა გისმინოთ. წყალბურთელ ბიჭებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას და სულ წინსვლას ვუსურვებ. ეს ალბათ ის ბიჭებია ახალგაზრდულში, წარმატებით რომ თამაშობდნენ..
gia
კონტინენტის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს-ხანდახან თავიდან წაიკითხეთ, რასაც დაწერთ, სირცხვილია რა. არ მიტხრათ ახლა მსოფლიოში ატეულში ევროპის თითქმის ყველა გუნდიაო! ეს გასაგებია, მაგრამ გამართულად უნდა წეროთ მაინც :)
xoteveli
ვულოცავ ბიჭებს...დიდი ხანია ამ მიზნისკენ მიდიოდა გუნდი....
nikolozi
გაიხარეთ ფეხბურთელებს არ დაემსგავსოთ
ვაჟა სხვიტარიძე
ქართველ წყალბურთელებს,მათ მწვრთნელებს, განსაკუთრებით ჩემს ვოვა ისელიძეს ვულოცავ წარმატებას, რომელიც შესაძლოა დასაწყისი გახდეს ქარული წყალბურთის ძველი დიდების დაბრუნებისა!
iako
ძალიან სასიამოვნო ამბავიაა. გილოცააავთ
ზაზა
მეც ვულოცავ ბიჭებს, მართლაც კაი შედეგია ევროპაზე გასვლა. როდის მოვა ფეხბურთშიც ეეეეე???????

ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს უსურვებ უშუალოდ ჩემპიონატში, და საერთოდ ჯამლეტამ რომ არ წაიყვანოს ასეთი გადამწყვეტი მატჩები და ნერვები არ გვახიოს თავისი დებილობებით არ შეიძლება?
გურამ მარხულია
დიდი მადლობა ბიჭებს!
ობჩელი
ვულოცავ ბიჭებს და ყველა გულშემატკივარს თურქების გავლას და ვუსურვებ წარმატებას ევროპაზე, სადაც მართლაც მსოფლიოს უძლიერესი გუნდები იასპარეზებენ. მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში ჩატარებულია 15-ჯერ(1973 წლიდან) და ყოველთვის უკლებლივ პრიზიორებში იყვნენ ევროპული გუნდები, ასე რომ ევროპის ჩემპიონატი ეს მცირე მსოფლიო ჩემპიონატისც არის.
geo
გილოცავთ ბიჭებო
gizo
... იმიტომ, რომ მსოფლიოში სულ ცოტა პირველი ათი ადგილი ევროპელებს უკავიათ.
bero
ყოჩაღ ბიჭებო! თქვენი გულშემატკივარი მთელი საქართველოა და წარმატებას გისურვებთ!
gio
სტატიის ავტორს მხედველობაში ჰქონდა ალბათ = კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდი და არა პლანეტის . . .
akhali
გილოცავთ!!!რაგბისტებიც გავიდნენ!ზაფხულში კალათბურთელებისთვის მოგველოცოს!და მერე ფეხბურთელებისთვის!!!
aleqsandre
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას.
ვალერი
ვულოცავ ჩვენ წყალბურთელებს და ევროპაზე წარმატებას ვუსურვებ
ომარი
სტატიაში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტში პლანეტის 12 უძლიერესი გუნდი იასპარეზებსო. საოცარია, რატომ უნდა იასპარეზონ ევროპოს ჩემპიონატზე პლანეტის უძლიერესმა სპორტსმენებმა?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა