ლიდერთა შორის მყოფმა ქუთაისის "აიამ" თბილისის "ჯიქებთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ლიდერთა შორის მყოფმა ქუთაისის "აიამ" თბილისის "ჯიქებთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო წუთზე გიორგი ტორაძის მიერ გატანილი ლელოს წყალობით პრემიალური ქულაც მიითვალა.

თუმცა ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მასპინძლებს "ჯიქების" დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდებს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუჭირდათ. სტუმრები მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, დაცვაში მწყობრად თამაშობდნენ და შეტევებშიც მწვავედ გადადიოდნენ.

თანაბარ ბრძოლაში მასპინძლები დაწინაურდნენ, როცა გიორგი ბაბუნაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა. ამის შემდეგ თბილისელებმა ზედიზედ ორი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ მათ მგეზავ ირაკლი სვანიძეს საკმაოდ რთული პოზიციებიდან მოუწია დარტყმა და ორივე ააცილა.

ამასობაში არბიტრმა ქუთაისელთა ცხრა ნომერი თემურ თუთბერიძე გაასინბინა და მასპინძლებს მის გარეშე ძალიან გაუჭირდათ. მომდევნო 10 წუთი "აიასთვის" ყველაზე რთული გამოდგა. "ჯიქებმა" დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და სვანიძემ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ტაიმის ბოლოს ქუთაისურმა გუნდმა თამაში გამოასწორა და ბაბუნაშვილმა პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 6:3

სტუმრები მეორე ტაიმის 10 წუთი ქუთათურებს თანაბრად ეთამაშნენ, შემდეგ კი უპირატესობა მთლიანად "აიას" მხარეს გადავიდა. ლელო მწიფდებოდა და მალე ქუთაისელთა მრავალფაზიანი შეტევა ბადრი დანგაძემ შედეგიანად დაასრულა. ცოტა ხანში სტუმართა ჩათვლის მოედანში თემურ ირემაძემაც დაამიწა ბურთი.

რეზო ჯინჭველაშვილმა ორივე ლელო გარდასახა და "აია" 20:3 დაწინაურდა. მასპინძლებმა პრემიალური ლელოსთვის განაგრძეს ბრძოლა და ბოლო წუთზე იხეირეს კიდეც. ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვა გააცუდა. იქვე მსაჯის სასტვენიც გაისმა, რამაც ქუთაისელთა "პრემიალური" გამარჯვება დააფიქსირა.

აია-ჯიქები 25:3

აია (15-9) ძნელაძე (კიკვაძე 49.), ბ. ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე, კვერნაძე, ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 49.), თ. თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი (ულუმბელაშვილი 41), მატკავა (გ. ტორაძე 78), სალდაძე (ლომსიანიძე 78.), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (მარშანია 38.), რევიშვილი, დანგაძე, ყურაშვილი (დგებუაძე 22)

3ლ: დანგაძე, ირემაძე, გ. ტორაძე. 2გ: ჯინჭველაშვილი 2ს: ბაბუნაშვილი

სინბინი: თ. თუთბერიძე, მატკავა

ჯიქები(15-9) კიკნაძე, ბიწაძე (ნოზაძე 70), დევსურაშვილი, ჯინჯიხაძე, ბერძული, ი. სვანიძე (უმცრ.), ჭინჭარაული; (18) გაგნიძე (ქარჩავა 70), მამრიკიშვილი, ოქრიაშვილი, გოგოლიძე (ტრაპაიძე 58), მჭედლიშვილი (მასხარაშვილი 58.), შენგელია, პაპავაძე (ი. სვანიძე 53), სუხაშვილი

ს: ი. სვანიძე (უმცრ.)

სინბინი: ჭინჭარაული

არბიტრი: თორნიკე გვირჯიშვილი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "ბათუმს" ლეგიონმაც ვერ უშველა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "არმიამ" "ლოკომოტივი" დაამუხრუჭა

XIII ტური

ყოჩები-არმაზი 15:9

ყოჩები: 4ს,ა - სოხაძე.

სინბინი: ბეგაძე, გოგიაშვილი, ტვილდიანი.

არმაზი: 3ს - ნიკოლავა.

აკადემია-ხარები 22:24

აკადემია: ლ - ზოიძე. 5ს,გ - მათიაშვილი.

სინბინი: გ. ღამბაშიძე.

ხარები: 3ლ - ხუციშვილი, ჭაავა, ტყეშელაშვილი. 3გ,ს - ხუციშვილი.

სინბინი: ქვლივიძე.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 13 10 0 3 +220 49

2. აია 13 10 0 3 +134 46

3. არმია 13 10 0 3 +151 45

4. ლოკომოტივი 13 9 0 4 +63 40

5. ყოჩები 13 8 1 4 +41 38

6. არმაზი 12 7 0 5 -19 31

7. ჯიქები 14 5 2 7 +27 31

8. ხარები 14 3 0 11 -165 15

9. აკადემია 13 1 0 12 -180 9

10. ბათუმი 12 1 0 11 -272 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓐᓘᓐ" ᓡᓐᓠᓐᓒᓑᓝ ᓡᓔᓖᓝᓜᓡ ᓐᓮᓐᓚ ᓡᓢᓐᓓᓘᓝᓜᓖᓔ ᓓᓐᓘᓬᓧᓔᓑᓡ [PHOTO]
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!

ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ᓠᓐᕒᓑᓘᓡ ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᓐ ᓚᕔᓚᓝᓛ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᕢᕐ
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓠᓐᓒᓑᕘᕡ ᓩ
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა