ტონი პარკერის დაბრუნება
სათამაშო დღეს ხსნიდა "ნიუ იორკისა" და "ჩიკაგოს" მატჩი და უკვე პირველი მეოთხედის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ "ნიქსს" ამ მატჩში შანსი არ ჰქონდა. "ხარები" დომინირებდნენ მოედანზე და პირველი 12-წუთეული 21 ქულის სხვაობით მოიგეს.

თუმცა მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ. წარმატებით შევიდა მოედანზე ამარე სტაუდმაიერი, რომელმაც ამ 12 წუთში 12 ქულა დააგროვა. სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა. საინტერესოა, რომ "ბულზის" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა პირველ ტაიმში - მას ორი მოხსნა დააკლდა. თუმცა ფრანგმა ამ მატჩში მაინც გაიფორმა კარიერაში მეხუთე ტრიპლ-დაბლი.

"ნიუ იორკმა" მაქსიმალურად მოინდომა, მაგრამ მეორე ტაიმში ვერც ერთხელ ვერ შეძლო სხვაობის 10 ქულაზე ქვემოთ დაყვანა. ამის მიზეზი ნოას ბრწყინვალე თამაში და "ჩიკაგოს" ფანტასტიკური სათამაშო ფორმაა - "ხარებმა" ბოლო 10 მატჩში მეცხრე გამარჯვებას მიაღწიეს. "ნიუ იორკს" კი საპირისპირო შედეგი აქვს - ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება.

ჟოაკიმ ნოა კი გახდა პირველი ცენტრი ჰაკიმ ოლაჟუონის შემდეგ (1993-94), ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 12 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

ექვსი მატჩის გამოტოვების შემდეგ "სან ანტონიოს" დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი ტონი პარკერი. დაბრუნება ტრიუმფალური აღმოჩნდა. ფრანგი ყველაზე შედეგიანი იყო "დალასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში.

ტონის, პრაქტიკულად, ყველაფერი გამოსდიოდა: თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და 10-ჯერ ჩააგდო, 22 ქულა დააგროვა და შვიდი შედეგიანი პასი მიითვალა. ამასთან, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. რაც მთავარია, პარკერმა საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი, როცა სამუელ დალემბერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად ისროლა ორქულიანი.

ჩიკაგო-ნიუ იორკი 109:90

37:16, 22:32, 21:20, 29:22

ჩ: ოგასტინი (23), ბატლერი (19), ბუზერი (14), ნოა (13+12 მოხსნა+14 პასი), გიბსონი (13), ჰაინრიხი (11), დანლივი (10).

ნ-ი: ენტონი (21), სტაუდმაიერი (14), ჰარდუეი (14), სმიტი (13), ჩენდლერი (8+22 მოხსნა).

ტორონტო-გ. სტეიტი 104:98

25:28, 30:22, 20:28, 29:20

ტ: დეროზანი (32), ლოური (13+8 პასი), პატერსონი (12), ვასკესი (12), ვალანჩუნასი (10).

გ-ს: კარი (34), ლი (20+11 მოხსნა), ტომპსონი (12), ჰ. ბარნსი (11), ბოგუტი (4+10 მოხსნა).

ინდიანა-იუტა 94:91

21:20, 24:26, 30:24, 19:21

ინდ: უესტი (25), ჯორჯი (22), უოტსონი (13), სტივენსონი (11).

იუტ: ჰეივორდი (21), ფეივორსი (17+10 მოხსნა), ბურკი (16), კანტერი (12), ბერკსი (11+9 მოხსნა).

ორლანდო-ფილადელფია 92:81

28:27, 15:19, 23:23, 26:12

ო: ჰოვარდი (31), ვუჩევიჩი (18+17 მოხსნა), მური (11), ჰარკლესი (10).

ფ: ტ. იანგი (29), კარტერ-უილიამსი (17+11 მოხსნა), სიმსი (12), როტენი (12).

ოკლაჰომა-შარლოტი 116:99

31:25, 30:30, 24:26, 31:18

ო: დურანტი (28), უესტბრუკი (26), ჯექსონი (17), იბაკა (15+10 მოხსნა).

შ: ჯეფერსონი (25), ტოლივერი (17), ნილი (12), ზელერი (10).

სან ანტონიო-დალასი 112:106

25:22, 23:25, 30:23, 34:36

ს-ა: პარკერი (22), დანკანი (17+9 მოხსნა), ლეონარდი (16), ჯინობილი (15), დიაო (14+10 მოხსნა), სპლიტერი (11).

დ: ნოვიცკი (22), კარტერი (21), ელისი (17+8 პასი), დალემბერი (8+10 მოხსნა).

ფინიქსი-ატლანტა 129:120

40:37, 39:28, 23:30, 27:25

ფ: გრინი (33), მარკიფ მორისი (21), დრაგიჩი (19+8 პასი), მარკუს მორისი (18+9 მოხსნა), ტაკერი (10).

ა: ტიგი (29+9 პასი), სკოტი (20), კორვერი (18), უილიამსი (15), ბრენდი (13), მეკი (11), კეროლი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს