სერია A. XV ტურის წინ: როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი საბაზო ტაქტიკაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა

სერია A-ს XV ტური ოთხ დღეზეა გაწერილი, რაც უჩვეულო ამბავი გახლავთ. გუშინ ცენტრალური შეხვედრა გაიმართა "ინტერსა" და "ლაციოს" შორის, "ნაპოლი"-"პალერმოს" დაპირისპირება კი ორშაბათს შედგება. ნეაპოლურმა და სიცილიურმა გუნდებმა ხუთშაბათს ევროპის ლიგის პაექრობები გამართეს და მათი თამაშის ორშაბათისთვის გადაწევა ამით გახლდათ განპირობებული.

დღეს გასამართი ორივე შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს: "რომა" ვერონას ესტუმრება და "კიევოს" შეებრძოლება, "მილანი" კი საკუთარ მოედანზე "ბრეშას" მიიღებს. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა წარმატებული სვლა წინა ტურში "პალერმოსთან" შეწყვიტეს და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. "კიევო" კერკეტი გუნდია, იოლად არაფერს თმობს, მაგრამ დედაქალაქელთა მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა. ამაზე რანიერის სიტყვები მეტყველებს: "წინა ტურში, "პალერმოსთან" დამსახურებულად წავაგეთ და ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერებნციაზევე ვაღიარე. აღარ მინდა, რომ ანალოგიური სიტყვების განმეორება მომიხდეს. ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშია საჭირო, რათა მეტოქე მისსავე ნახევარზე მოვაწმყვდიოთ და წელში გავტეხოთ. დიახ, პირველი ნომრიდან ვითამაშებთ და ეს ალბათ არც მეტოქისთვის იქნება სიურპრიზი".

"რომას" სიმონე პეროტას და არნე რიისეს გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რომლებსაც ტრავმა აქვთ. ამჯერად, სათადარიგოთა სკამზე დარჩება მარკო ბორიელო, ძირითადში კი ფრანჩესკო ტოტი და მირკო ვუჩინიჩი იასპარეზებენ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი საბოლოოდ ჩამოყალიბდა საბაზო ტაქტიკაში და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "მილანი" "ბრეშასაც" 4-3-1-2-ით შეერკინება. ეს იგივე 4-4-2-ია, თუმცა არც კლასიკური და არც რომბისებური შუახაზით - სამი საყრდენით და ერთი გამთამაშებლით. პლეიმეიქერი კლარენს ზეედორფი იქნება, შეტევის წინა ხაზზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს და რობინიოს ვიხილავთ. ამჯერადაც თადარიგში მოიაზრება რონალდინიო, რომელსაც მწვრთნელი აღარ სწყალობს. იყო ვარაუდი, რომ ალეშანდრე პატო გამოჯანმღთელდებოდა "ბრეშასთან" პაექრობისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა - ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელს კიდევ ერთი კვირის განმავლობაში მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. გასულ ტურში, "მილანმა" დასანანი ქულები დაკარგა "სამპდორიასთან", რაც ალეგრიმ დღემდე ვერ დაივიწყა:

"გენუაში სრულ სათამაშო უპირატესობას ვფლობდით და მიუხედავად ამისა, ორი ქულა დავკარგეთ. თუ ჩემპიონობისთვის გვსურს ბრძოლა, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ერთია, როდესაც გაჯობებს მეტოქე და თავს ზემოთ ძალა არ გაქვს, მაგრამ როდესაც თამაში მიგყავს, სამი ქულაც უნდა აიღო. "ბრეშას" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მეტოქე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ".

შუა კვირაში, "იუვენტუსმა" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვის ყველანაირი შანსი დაკარგა და ბუნებრივია, ტურინელთა ბანაკში არც თუ საზეიმო განწყობაა. მართალია, პიემონტელებისთვის პრიორიტეტული ტურნირი თავიდანვე სერია A იყო, მაგრამ ევროასპარეზის ასე უსახელოდ დატოვება რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნო ამბავია. ამ უქმეებზე, "იუვეს" "კატანიასთან" მოუწევს შეტოქება და თანაც სიცილიაში - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუიჯი დელ ნერის სამწყსოს იოლი გასეირნების იმედი არ უნდა ჰქონდეს. დელ ნერის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე მოუწევს კუნძულზე ჩასვლა - ჯიჯი ბუფონის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ, გარდა ამისა, ტრავმირებულია პაოლო დე ჩელიე, კლაუდიო მარკიზიოს კი დისკვალიფიკაცია აქვს. "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპის ლიგის გათამაშება დავტოვეთ, თუმცა ამას გარკვეული პლუსიც აქვს. შუაკვირაში აღარ მოგვიწევს თამაშების გამართვა და ძალების მთელ კონცენტრაციას ეროვნულ ჩემპიონატზე მოვახდენთ. დატვირთვების შემცირება ტრავმიანობის სიხშირესაც შეამცირებს და მთავარი ამოცანის გადაჭრა უფრო გაგვიადვილდება. მთავარი ამოცანა კი სერია A-ში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებაა, რომლის მინიმალური ზღვარი ჩემპიონთა ლიგის ზონა გახლავთ. სიცილიაში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. "კატანიასთან" თამაში გონებით უნდა წარვმართოთ - ზონები გადავკეტოთ და ბურთი გავაკონტროლოთ, ასეთ შემთხვევაში, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება".

დღეს:

კიევო-რომა 21.00

მილანი-ბრეშა 23.45

ხვალ:

ჩეზენა-ბოლონია 18.00

ფიორენტინა-კალიარი 18.00

ლეჩე-ჯენოა 18.00

პარმა-უდინეზე 18.00

სამპდორია-ბარი 18.00

კატანია-იუვენტუსი 23.45

ზეგ:

ნაპოლი-პალერმო 23.34

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევო-რომა

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი, რიგონი, მარკოლინი - კონსტანტი, პელისიერი - მოსკარდელი.

ტრავმა: ლუჩიანო, თერეუ.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ნ. ბურდისო, ჟუანი, კასტელინი - სიმპილისიო, დე როსი, ბრიგი - მენეზი - ტოტი, ვუჩინიჩი.

ტრავმა: პეროტა, რიისე.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

მილანი-ბრეშა

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო, ფლამინი, ამბროზინი - ზეედორფი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

ტრავმა: პატო, ინძაგი, ოდო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ბრეშა (3-4-2-1): სერენი - ძებინა, ბეგა, მარტინესი - ბერარდი, ვასი, ჰეტემაი, დაპრელა - დიამანტი, კონე - კარაჩოლო.

ტრავმა: არავინ.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ჩეზენა-ბოლონია

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - პელეგრინო, ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ნაგატომო - აპია, კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი, ბოგდანი.

ტრავმა: კაზერტა.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - გარიჩი, ბრიტოსი, მორასი, რუბინი - ეკდალი, მუდინგაი, დელა როკა - მეჯორინი, დი ვაიო, ხიმენესი.

ტრავმა: არავინ.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ფიორენტინა-კალიარი

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - დე სილვესტრი, კამპორეზე, გამბერინი, პასკუალი - დაგოსტინო, დონადელი - სანტანა, ლიაჯიჩი, ვარგასი - მუტუ.

ტრავმა: ფრეი, მონტოლივო, იოვეტიჩი, ნატალი, ჯილარდინო.

დისკვალიფიკაცია: კროლდრუპი (1), ფელიპე (1), კომოტო (1).

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - არიაუდო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - ნენე, მატრი.

ტრავმა: პიზანო, პერიკო,. პინარდი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ლეჩე-ჯენოა

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - დონატი, ფერარიო, ფაბიანო, მესბაჰი - ბერტოლაჩი, ჯაკომაცი, ოლივერა - მუნარი, დი მიკელე - კორვია.

ტრავმა: ჯულიატო, სინი.

დისკვალიფიკაცია: ჩევანტონი (4).

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - რაფინია, რანოკია, დაინელი, კრიშიტო - მესტო, ხარჯა, ველოზო - როსი - პალადინო, ტონი.

ტრავმა: კიკო, მილანეტო, სკული, კალაძე, პალასიო.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

პარმა-უდინეზე

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - მორონე, ჯემაილი, კანდრევა - ვალიანი, კრესპო, ჯოვინკო.

ტრავმა: მარკესი, პალოსკი, გალოპა.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, არმერო - სანჩესი - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

სამპდორია-ბარი

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი - კაცAტორე, გასტალდელო, ვოლტა, ციგლერი - პოლი, პალომბო, ტისონე - გუბერტი - პაცინი, მარილუნგო.

ტრავმა: ლუკინი, ძაური, სემიოლი, პადალინო, ობიანგი, პოცი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, ბელმონტე, როსი, რაჯი - ალვარესი, ალმირონი, დონატი, პულცეტი - კაპუტო, რანა.

ტრავმა: ს. მაზიელო, კასტილო, ბარეტო, გეზალი, კუტუზოვი, პარიზი.

დისკვალიფიკაცია: პარიზი.

კატანია-იუვენტუსი

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, ალვარესი - ბიაჯანტი - გომესი, ისკო, ლედესმა, მასკარა - მაქსი ლოპესი.

ტრავმა: ბელუში, აუგუსტინი, სპოლი.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, კიელინი, ბონუჩი, გროსო - კრასიჩი, აკვილანი, ფელიპე მელო, პეპე - კვალიარელა, იაკვინტა.

ტრავმა: ბუფონი, ლეგროტალიე, რინაუდო, გრიგერა, დე ჩელიე, მარტინესი, ამაური.

დისკვალიფიკაცია: მარკიზიო (1).

ნაპოლი-პალერმო

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - სანტაკროჩე, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

ტრავმა: ლუკარელი, ჯანელო, სოსა.

დისკვალიფიკაცია: არავინ.

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ლივერანი, ნოჩერინო - ილიჩიჩი, პასტორე - მიკოლი.

ტრავმა: ერნანდესი, დარმიანი.

დისკვალიფიკაცია: კამოციერი (1).

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 14 9 3 2 23-12 30

2. ლაციო 14 8 3 3 17-11 27

3. იუვენტუსი 14 6 6 2 26-14 24

4. ნაპოლი 14 7 3 4 23-16 24

5. ინტერი 14 6 5 3 19-11 23

6. პალერმო 14 7 2 5 25-19 23

7. რომა 14 6 4 4 18-18 22

8. სამპდორია 14 4 8 2 15-12 20

9. უდინეზე 14 6 2 6 16-15 20

10. კიევო 13 5 4 4 14-12 19

11. კატანია 14 4 6 4 15-13 18

12. ჯენოა 14 5 3 6 10-13 18

13. კალიარი 14 4 5 5 16-14 17

14. ფიორენტინა 14 4 4 6 14-15 16

15. პარმა 14 3 6 5 11-16 15

16. ბოლონია 13 3 5 5 12-19 13

17. ბრეშა 14 3 3 8 11-16 12

18. ჩეზენა 14 3 3 8 10-18 12

19. ლეჩე 14 3 3 8 12-28 12

20. ბარი 14 2 4 8 10-21 10

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ