ბენიტესი ღმერთს და მასიმო მორატის მოთმინებას უნდა უმადლოდეს, რომ ჯერ კიდევ “ინტერის” თავკაცია

მიმდინარე სეზონში, “ინტერი” არაფრად ვარგა და XV ტურმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. რაფაელ ბენიტესი ღმერთს და მასიმო მორატის მოთმინების ფიალას უნდა უმადლოდეს, რომ ჯერ კიდევ “ინტერის” თავკაცია. მოკლედ, “ნერაძურიმ” კიდევ ერთი მარცხი იწვნია და ისეთი პირი უჩანს, რომ სერია A-ში გუნდის ოთხწლიანი ჰეგემონია ამ სეზონში დასრულდება. ამჯერად, მილანური გრანდი რომში შერცხვა და “ლაციოსთან” 3:1-ზე დამარცხდა. ერთი კია, ბენიტესს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და დედაქალაქშიც არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწია ჩასვლამ. ყველა “სიკეთესთან” ერთად, დისკვალიფიცირებულია სამუელ ეტოო და ესპანელი იძულებული გახდა, შეტევის წინა ხაზზე გორან პანდევი დაეყენებინა. მართალია, მაკედონიელმა თავისი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეხვედრა მასპინძელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და შედეგიც აბსოლუტურად კანონზომიერი დაფიქსირდა. რომაელებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს გახსნეს - სტანდარტულ სიტუაციას “ინტერის” საჯარიმოში დიდი არეულობა მოჰყვა, მღვრიე წყალში კი თევზი მასპინძელთა მცველმა ბიავამ დაიჭირა და მკერდით შეაგდო ბურთი კასტელაცის კარში. გაშვებული გოლის შემდეგ, მილანელები თითქოს გამოცოცხლდნენ და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, მაგრამ მათ იერიშებს აზრი და შესაბამისად, სიმწვავე აკლდა. ცუდ ფორმაშია ვესლი სნეიდერი, რომელსაც მოკლე დისტანციაზეც კი უჭირდა ზუსტი გადაცემების კეთება, დეიან სტანკოვიჩმა კი წინა ტურის პაექრობისგან განსხვავებით, თავი ვერაფრით წარმოაჩინა. სამაგიეროდ, რომაელთა შეტევები გახლდათ მეტად მწვავე და ეს მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე კიდევ ერთ გოლში აისახა - სტეფანო მაურიმ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, თავი ასწია და მაურო სარატეს მისამართით გრძელი და გამოზომილი გადაცემა გააკეთა, არგენტინელმა შესანიშნავად მიიღო ბურთი და კარიდან გამოსულ კასტელაცის თავზეც გადაატარა. გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა და “ოლიმპიკოზე” შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი აღტაცებაში მოვიდა. ერთი ბურთის გაქვითვა გორან პანდევმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა, თუმცა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ენრანესმა კიდევ ერთი გაუტანა კასტელაცის და მილანელები სახლში ხელმოცარული გაისტუმრა. ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ინტერს” განსაკუთრებით ჟულიო სეზარი აკლია - კასტელაცი თითქოს ფატალურ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ რამდენიც კარში წავიდა ბურთი, იმდენჯერ ბადეში გაეხვა. არადა, გასულ სეზონში კასტელაცი საკმაოდ კარგად წარმოჩინდა “სამპდორიას” შემადგენლობაში. ერთი სიტყვით, “ინტერმა” მორიგი შეხვედრა წააგო და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა.

სამაგიეროდ, მეორე მილანური გუნდია მოწოდების სიმაღლზე და თამაშს თამაშზე იგებს. მართალია, “ბრეშასთან” პაექრობის შემდეგ ჯენარო გატუზომ თქვა სერია A-ში იოლი თამაშები არ არსებობსო, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად, “როსონერიმ” განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვა სამი ქულა. თავად განსაჯეთ, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა პირველივე ტაიმში სამი გოლი "მიართვეს" მეტოქეს და მეორე ნახევარი ფორმალობად აქციეს. ანგარიში კევინ ბოატენგმა გახსნა, ვისთვისაც ეს “მილანის” მაისურით პირველი გოლი იყო - აღსანიშნავია, რომ განის ნაკრების ნახევარმცველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი. მეორე გოლი რობინიოს ანგარიშზეა, რომელიც მცველის უხეში შეცდომის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა და უზუსტესად დაარტყა. რაც შეეხება მესამე გოლს, თავიდან ბოლომდე იბრაჰიმოვიჩის ინდივუდიალური ოსტატობის გამოვლინება გახლდათ: საჯარიმოში შეისეირნა, რამდენიმე მცველით გარშემორტყმული ერთი ნაბიჯით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი ცხრიანში ჩაჭედა, 3:0. მეორე ნახევარში, მილანელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, განსაკუთრებით ეს რობინიოზე ითქმის, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტად აქტიური გახლდათ. გატანა თვით ჯენარო გატუზოსაც კი შეეძლო, ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა გაუცუდდა. სწორედ რინოს გადავცეთ სიტყვა, რომელსაც მატჩისშემდგომ "გაძეტა დელო სპორტის" გაესაუბრა:

"თუ ფიქრობთ, რომ ეს იყო იოლი გამარჯვება, ძალიან ცდებით. მართალია, სწრაფი გოლი გავიტანეთ და პირველ ტამში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული. საერთოდ, სერია A-ში იოლი მატჩები არ არსებობს და მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. თუ მეტოქეს იოლად ამარცხებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯე - ამას კი დიდი ენერგია და სრული კონცენტრაცია სჭირდება. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით და მოპოვებული გამარჯვებით. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ თუ გვინდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებულნი".

კმაყოფილი გახლდათ მასიმილიანო ალეგრიც, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეგირდებს თავდადებული თამაშისთვის და განაცხადა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო "მილანი". ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. მწვრთნელის ფრთხილი პოზიცია გასაგებია, მაგრამ იტალიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი სწორედ "მილანია". მართალია, "როსონერი" უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ "ინტერის" კრიზისის და სხვა ძირითადი კონკურენტების არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, მთავარ ფავორიტად სწორედ ალეგრის გუნდი იქცა.

დასანანი ქულები დაკარგა "რომამ", რომელსაც ვერონაში "კიევოსთან" მოეცარა ხელი. თავისთავად, საყაიმო შედეგში სენსაციურს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სამ ქულასთან უფრო ახლოს დედაქალაქური გუნდი იყო. თავად განსააჯეთ, პირველი ტაიმი რომაელებმა ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს და ორივე გოლი ერთმა ფეხბურთელმა, ფაბიო სიმპილისიომ გაიტანა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი პირველი გოლია, როდესაც სამი ფეხბურთელის გარემოცვაში დამიმორჩილა ბურთი და ისე გადაგზავნა მეტოქის კარში.

მოკლედ, "რომამ" პირველ ნახევარში დდი უპირატესობა მოიპოვა და მოულოდნელად, მეორე ტაიმში ეს ფორა გაანიავა. 61-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მოსკარდელიმ შორი მანძილიდან არც თუ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ჟულიო სერჟიომ ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. მეორე გოლი გრანოჩემ გაიტანა, რომელიც პირისპირ დარჩა რომაელთა კიპერთან და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამის შემდეგ, დანიელე დე როსის უმტყუნა ნერვებმა, განზრახ ეუხეშა მეტოქეს და გაგდებულ იქნა მოედნიდან. საბოლოოდ, საყაიმო რეზულტატი, დაკარგული ორი ქულის პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე ჟულიო სერჟიომ აიღო.

კიევო-რომა 2:2

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი (79. ბოლიაჩინო), რიგონი, მარკოლინი (60. გრანოჩე) - კონსტანტი, პელისიერი - მოსკარდელი (90. სარდო).

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ნ. ბურდისო, მექსე, კასტელინი - გრეკო (66. ტადეი), დე როსი, ბრიგი - სიმპილისიო (84. მენეზი) - ადრიანო (78. ბორიელო), ვუჩინიჩი.

გოლები: 0:1 სიმპილისიო (26), 0:2 სიმპილისიო (44), 1:2 მოსკარდელი (61), 2:2 გრანოჩე (83).

გაძევება: დე როსი (86).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 2-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 11-3; კარში დარტყმა: 15(8)-8(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 12 000.

მილანი-ბრეშა 3:0

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა (46. იეპესი), ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო, პირლო, ამბროზინი (64. ფლამინი) - ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი (65. რონალდინიო), რობინიო.

ბრეშა (3-4-2-1): სერენი - ძებინა, ბეგა, მარტინესი - ბერარდი, ვასი (67. ვასი), ჰეტემაი, დაპრელა - დიამანტი, კონე (59. ედერი) - კარაჩოლო.

გოლები: 1:0 ბოატენგი (4), 2:0 რობინიო (28), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (31).

გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 0-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(6)-5(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 44 000.

ჩეზენა-ბოლონია 0:2

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ბენალუოანე (63. ლაურო), ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ნაგატომო - აპია (46. ბუდანი), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი (46. შელოტო), ჯაკერინი, ბოგდანი.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - ესპოზიტო, ბრიტოსი, მორასი, მორფეო - პერესი, მუდინგაი, დელა როკა (79. კაზარინი) - ბუშე, დი ვაიო, რამირესი (46. მეჯორინი).

გოლები: 0:1 დი ვაიო (31), 0:2 ბრიტოსი (87).

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(4)-12(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი:

ფიორენტინა-კალიარი 1:0

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - დე სილვესტრი, კამპორეზე, გამბერინი, პასკუალი (79. პინცი) - დაგოსტინო (76. ძანეტი), დონადელი - სანტანა, ლიაჯიჩი (87. ბოლატი), ვარგასი - მუტუ.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - ლანერი (46. არიაუდო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (84. რაგაცუ) - ნენე (60. ლაძარი), მატრი.

გოლი: მუტუ (52).

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8(5)-8(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი:

ლეჩე-ჯენოა 1:3

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - დონატი (83. პიატი), ფერარიო (29. გუსტავო), ფაბიანო, ბრივიო - მუნარი, ჯაკომაცი, მესბაჰი - ოლივერა, დი მიკელე - ოფერე (74. კორვია).

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - მესტო (62. დესტრო), რანოკია, დაინელი, კრიშიტო - რაფინია, ხარჯა, ველოზო - როსი - პალადინო (82. მორეტი), ტონი (86. რუდოლფი).

გოლები: 1:0 ოფერე (45), 1:1 ტონი (55), 1:2 რანოკია (76), 1:3 როსი (90).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-12; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10(3)-9(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი:

პარმა-უდინეზე 2:1

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ვალიანი, ჯემაილი, კანდრევა (77. მორონე) - ანჯელო, კრესპო (60. ბოჟინოვი), ჯოვინკო (80. პაჩი).

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - ისლა (71. დენისი), ინლერი, ასამოა, პინცი (85. კორადი) - არმერო - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.

გოლები: 1:0 კრესპო (14-პენ.), 1:1 დი ნატალე (35), 2:1 კრესპო (55).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9(5)-11(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი:

სამპდორია-ბარი 3:0

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი - კაჩატორე, გასტალდელო, ვოლტა, ციგლერი - კომანი (64. მანინი), პალომბო, ტისონე - გუბერტი (77. აკარდი) - პაცინი, მარილუნგო (71. პოცი).

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, ბელმონტე, როსი, გალასო - დალესანდრო, გაცი, დონატი, პულცეტი - რივასი (62. კაპუტო), რანა (52. ალვარესი).

გოლები: 1:0 პაცინი (1-პენ.), 2:0 გუბერტი (56), 3:0 გუბერტი (61).

გაძევება: როსი (32).

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19(6)-4(1); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი:

ნაპოლი-პალერმო დღეს

მომდევნო ტური:

11 დეკემბერი: პალერმო-პარმა, უდინეზე-ფიორენტინა, ჯენოა-ნაპოლი. 12 დეკემბერი: ბოლონია-მილანი, ბრეშა-სამპდორია, კალიარი-კატანია, ლეჩე-კიევო, რომა-ბარი, ინტერი-ჩეზენა, იუვენტუსი-ლაციო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 15 10 3 2 26-12 33

2. ლაციო 15 9 3 3 20-12 30

3. იუვენტუსი 14 6 6 2 26-14 24

4. ნაპოლი 14 7 3 4 23-16 24

5. პალერმო 14 7 2 5 25-19 23

6. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

7. სამპდორია 15 5 8 2 18-12 23

8. რომა 15 6 5 4 20-20 23

9. ჯენოა 15 6 3 6 13-14 21

10. კიევო 14 5 5 4 16-14 20

11. უდინეზე 15 6 2 7 17-17 20

12. ფიორენტინა 15 5 4 6 15-15 19

13. კატანია 14 4 6 4 15-13 18

14. პარმა 15 4 6 5 13-17 18

15. კალიარი 15 4 5 6 16-15 17

16. ბოლონია 14 4 5 5 14-19 16

17. ბრეშა 15 3 3 9 11-19 12

18. ჩეზენა 15 3 3 9 10-20 12

19. ლეჩე 15 3 3 9 13-31 12

20. ბარი 15 2 4 9 10-24 10

ბოლონიას დაკლებული აქვს 1 ქულა

ბომბარდირები: 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი), დი ნატალე (უდინეზე); 8 - მატრი (კალიარი), დი ვაიო (ბოლონია), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

სერია B. XVIII ტური

ალბინოლეფე-ემპოლი 2:0

გოლები: 1:0 სისე (11), 2:0 სისე (87).

ასკოლი-პადოვა 1:0

გოლი: კრისტიანო (32).

ჩიტადელა-ტრიესტინა 4:1

გოლები: 1:0 გაბიადინი (6), 1:1 ტესტინი (38-პენ.), 2:1 პენა (44), 3:1 გაბიადინი (47), 4:1 პენა (65).

გროსეტო-მოდენა 3:1

გოლები: 1:0 გრეკო (15), 1:1 მაძარანი (25), 2:1 კარიდი (61), 3:1 გუიდონე (90).

ლივორნო-პესკარა 1:1

გოლები: 0:1 მენგონი (14), 1:1 შატარელა (53).

ნოვარა-კროტონე 3:0

გოლები: 1:0 პორკარი (17), 2:0 რუბინო (57), 3:0 რუბინო (84).

პორტოგრუარო-ატალანტა 1:2

გოლები: 0:1 რუოპოლო (1), 0:2 ჩერავოლო (35), 1:2 კუნიკო (75-პენ.).

სასუოლო-პიაჩენცა 1:1

გოლები: 0:1 კაჩა (11), 1:1 ნოზელი (69).

ვარეზე-რეჯინა 1:0

გოლი: ებაგუა (51).

ტორინო-სიენა 1:1

გოლები: 1:0 ვეცე (14), 1:1 ბრიენცა (86).

ვიჩენცა-ფროზინონე

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 18 12 4 2 37-13 40

2. სიენა 17 9 6 2 28-16 33

3. ატალანტა 18 10 3 5 23-16 33

4. ვარეზე 18 7 8 3 20-13 29

5. ლივორნო 18 7 7 4 27-20 28

6. რეჯინა 17 8 4 5 23-19 28

7. ტორინო 18 7 5 6 22-22 26

8. ემპოლი 18 5 10 3 19-14 25

9. პადოვა 18 6 6 6 29-23 24

10. პესკარა 18 6 6 6 22-22 24

11. ჩიტადელა 18 6 4 8 23-25 22

12. ვიჩენცა 16 7 1 8 19-23 22

13. კროტონე 18 5 7 6 17-21 22

14. გროსეტო 18 5 6 7 20-23 21

15. მოდენა 18 4 8 6 19-26 20

16. ასკოლი 18 5 7 6 19-21 19

17. ალბინოლეფე 17 5 4 8 20-27 19

18. ფროზინონე 17 4 6 7 17-24 18

19. სასუოლო 18 4 5 9 18-23 17

20. პიაჩენცა 18 3 8 7 21-27 17

21. ტრიესტინა 18 3 8 7 14-24 17

22. პორტოგრუარო 18 3 5 10 15-30 14

ასკოლის დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 14 - სუჩი (პადოვა); 11 - ბერტანი (ნოვარა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), კორალი (ემპოლი), კაჩა (პიაჩენცა);

ლეგა პრო 1 A

ბასანო-კრემონეზე 0:0, ლუმეცანე-ვერონა 1:1, მონცა-კომო 0:1, პაგანეზე-გუბიო 0:2, პავია-სუდტიროლი 2:1, პერგოკრემა-რავენა 1:2, სალერნიტანა-რეჯანა 1:1, სორენტო-სპეცია 2:0, სპალ-ალესანდრია 1:1.

ლეგა პრო 1 B

ბარლეტა-ლანჩანო 0:2, ბენევენტო-ფოლინო 2:0, კავეზე-ანდრია 3:0, კოზენცა-ატლეტიკო 1:0, ლუკეზე-იუვე სტაბია 0:0, ნოჩერინა-ჯელა 1:0, პიზა-ვიარეჯო 1:0, ტერნანა-სირაკუზა 2:1, ტარანტო-ფოჯა დღეს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!