ეს იყო ორი შეჭირვებულის მატჩი, რომელთა პირველმა შეხვედრამ ზუგდიდში საინტერესოდ ჩაიარა და უინტერესო არც ფოთში გამართულა

ეს იყო ორი შეჭირვებულის მატჩი, რომელთა პირველმა შეხვედრამ ზუგდიდში საინტერესოდ ჩაიარა და უინტერესო არც ფოთში გამართულა, თუმცა ორივე გუნდის მდგომარეობიდან გამომდინარე (უხელფასობა და ნახევრად დაცლილი შემადგენლობები), ახალბედა ფეხბურთელებმა თამაშს ჩვეული ელფერი ვერ მისცეს, თუმცა მათ გარჯა არ უნდა დავუკარგოთ.

მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, პირველ ტაიმში მათ მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცეს. ფეხბურთელებს ხელი ქარმაც შეუშალა და ტექნიკური წუნიც ბლომად იყო, თუმცა ფაზისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს. განსაკუთრებით გულუა-მეგრელიშვილის დუეტის აქტიურობა იყო თვალშისაცემი. ერთ-ერთ ეპიზოდში ამ უკანასკნელმა სოლო-რეიდით გარღვევა სცადა, თუმცა მცველი გადაეღობა, მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და პენალტიც მოითხოვა, არბიტრმა კი 11-მეტრიანის ნაცვლად სიმულიაციისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა, რასაც გულშემატკივართა პროტესტი და მსაჯის მიმართ უცენზურო სიტყვების კორიანტელი მოჰყვა. რამდენიმე წუთში გოგონაიამ უძლიერესი დარტყმით აახმაურა ტრიბუნები, თუმცა "ბაია" გოლისგან ზარქუამ იხსნა.

მეორე ტაიმში გამოცოცხლება სტუმრებსაც დაეტყოთ. ფოთელთა ერთ-ერთი კონტრშეტევისას კუკავამ მეკარესთან პირისპირ ლომია გაიყვანა, თუმცა გადაცემა ოდნავ ძლიერი გამოუვიდა და "ბაიას" შემტევს ფოთელთა მეკარემ დაასწრო. ცოტა ხანში მასპინძლებს მეტოქის დამწუხრება ლევან გულუას შორეული დარტყმით შეეძლოთ, თუმცა ბურთს აკობია გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. მელე ფაზისელებმა მაინც გაიტანეს. მათ მეტოქის ნახევარზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ბურთი ზარქუას კარის სიახლოვეს ჩაჰკიდეს. ყველას გოგონაიამ დაასწრო და ბურთი კარისკენ თავით გაგზავნა; ბურთი მეკარესაც შეეხო, ძელმაც აისხლიტა, დამატებაზე კი დავით მეგრელიშვილმა ივარგა და ცარიელ კარში თავით გაიტანა.

გოლი პირველმა "ბაიას" გოლკპიერმა ზარქუამ გააპროტესტა და მსაჯთან მიიჭრა. იგი არბიტრს გოგონაიას მიერ ხელით თამაშზე მიანიშნებდა, თუმცა ვადაჭკორიამ "ბაიას" კარის დარაჯი ყვითელი ბარათით დააშოშმინა. ცოტა ხანში ორივე გუნდის ფეხბურთელების დაშოშმინება მსაჯთან ერთად მწვრთნელებსაც მოუხდათ, თუმცა ყველაფერი რამდენიმე წუთში დალაგდა. დაძაბულობა კი მალიჩავასთან გულუას უხეშობამ გამოიწვია, რის გამოც არბიტრმა ფაზისელთა მე-17 ნომერი წითელი ბარათით დასაჯა და ფოთელები კაცნაკლული დატოვა. ამან ფეხბურთელებში გაწევ-გამოწევა გამოიწვია, "ბაიას" ერთი მოთამაშე მინდორზეც დაეცა. ამ არეულობის მერე მსაჯმა ყვითელი ბარათი გოგონაიასაც აუფრიალა. სიტუაციის ჩაწყნარებისთანავე ზუგდიდელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა მალიჩავას დარტყმული ბურთი გორდეზიანის კარს მცირედით აცსდა.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): ფოთელებს და ჩემს კოლეგას ვულოცავ გამარჯვებას. უკმაყოფილო ვარ ჩემი გუნდის უხარისხო თამაშით. მართალია, ყველანაირად გვიჭირს, მაგრამ თამაშის დროს ყველაფერი ფინანსებს არ უნდა დაბრალდეს. მინდორზე ფეხბურთელმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, დღეს კი სამწუხაროდ ასე არ იყო. სახიფათო ზონაში ვართ და თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონატში ჩვენს ბრძოლას აზრი არა აქვს".

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, ჩვენმა ბიჭებმა დამსახურებულად მოიგეს. ახალბედებთან ერთად ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩვენი დუბლების მწრთნელსაც მიუძღვის. მათ ამ გაჭირვების დროს გამოავლინეს ის შემართება, რამაც საჭირო ქულები მოგვიტანა. ეს კი გუნდის შენების პროცესის გაგრძელების საშუალებას იძლევა, თუ, რა თქმა უნდა, ფინანსური სიტუაცია გამოგვისწორდება.

05.12.10 ფოთი. "ფაზისი"

1000 მაყურებელი

კოლხეთი-ბაია 1:0

გოლი: მეგრელიშვილი (73)

კოლხეთი ბაია

4-1-4-1 4-1-4-1

გორდეზიანი ზარქუა

ბარამიძე აფაქიძე

ცხვიტარია თ. აკობია

ბუკია ლ. აკობია

ლემონჯავა კანდელაკი

მოისწრაფიშვილი რიგვავა

გოგონაია ვართაგავა

მეგრელიშვილი გუგუჩია

გულუა წურწუმია

წიქარიშვილი მალიჩავა

გვალია ჩანგელია

კოლხეთი

47. გვალია – ქორჩილავა

85. წიქარიშვილი – გეგელია

90. ლემონჯავა – გაბუნია

სათადარიგოები: ჩიქობავა, ყურუა, კუკულაძე, პერტენავა

ბაია

46. ჩანგელია – კუკავა

62. გუგუჩია – შ. ლომია

70. წურწუმია – ეხვაია

სათადარიგოები: ჯომიდავა, სამუშია, ქვარცხავა, სიხარულია

გაფრთხილება: გულუა (18), მალიჩავა (64), ზარქუა (75), გოგონაია (80)

გაძევება: გულუა (79)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ლაშა გოგილავა

ფოთიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა