ტიტულოვანი ქართველი ფალავანი ეროვნული ჩემპიონატისთვის გულმოდგინედ ემზადება

ეტყობა, რამაზ ნოზაძის (96) კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და საკმაოდ გაჭიანურებული ჩავარდნის პერიოდიც მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, კულისებში ამბობენ, რომ ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორიოდ კვირაში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის გულმოდგინედ ემზადებაო. იგივეს ამბობს მისი პირადი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილიც, ოთხშაბათს კი ნოზაძეს პირადად შევხვდი ფალავანთა კლუბში. იმ დღეს ტატიშვილის შეგირდები დარბოდნენ, ფიზმომზადებაში ვარჯიშობდნენ და დარბაზში შემოვიდნენ. მათ შორის ნოზაძეც იყო, რომელიც სულს ძლივს ითქვამდა და ეტყობოდა, ბოლომდე დახარჯულიყო.

ბოლო წლებში რამაზ ნოზაძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე მოხდა. მათ შორის იყო როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი მომენტები. დადებითი იყო ოჯახის შექმნა, თუმცა ესეც დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების ფონზე წარიმართა. საბედნიეროდ, უკვე ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩა და ნოზაძე პირველ შვილს ელოდება.

ცხადია, უარყოფითი ამბები მის ჯანმრთელობას უკავშირდება - წლიდან წლამდე ტრავმა ტრავმას ემატებოდა. ჯერ ერთი ხელი იტკინა, მერე - მეორე, ცოტა ხანში - მუხლი, მერე - წელის ტრავმა დაერთო და ასე თანდათან ეს ათლეტი ტრავმების მოარულ კრებულად იქცა. მ ოკლედ, დაითარსა და დაინავსა ამ წლებში. დაზიანებების უმეტესობა პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მიიღო, თუმცა ვარჯიშებზეც გვარიანად დაზარალებულა.

ბუნებრივია, სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა ნაკრებში და რამდენიმე პირველხარისხოვანი ტურნირებიც გამოტოვა. ბოლოს შარშან იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა - წარუმატებლად, წლეულს კი არც ევროპაზე გამოსულა და არც - მსოფლიოზე.

საბედნიეროდ, უკვე ესეც წარსულში დარჩა - ნოზაძემ ორივე ხელზე ოპერაცია კიევში, ლინკოს ცნობილ კლინიკაში გაიკეთა და სრულად მოირჩინა. სარეაბილიტაციო პერიოდმაც კარგად ჩაიარა, კიდურების მოძრაობა თანდათან აღდგა და პრობლემა მოიხსნა. ვარჯიშებში აღარც მუხლის ტრავმა უშლის ხელს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე აწუხებს, წელის ტკივილია. თუმცა როგორც ტატიშვილმა გვითხრა, ეს არაა იმდენად საშიში, ვარჯიშში ხელი შეუშალოს. ესე ტრავმა რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ავარიის შემდეგ დამღად დარჩა.

თუმცა ნოზაძე სრული დატვირთვით ჯერ მაინც არ ემზადება. მას მწვრთნელებმა და ექიმებმა ვარჯიშის საგანგებო გეგმა შეუდგინეს. ცდილობენ, ამდენი ტრავმებით და მკურნალობით გადაღლილი ორგანიზმი ერთბაშად არ დატვირთონ, რადგან ეს ახალი გართულების მიზეზი არ გახდეს. თანდათან უზრდიან დატვირთვებს, რომ გეგმაზომიერად მიიყვანონ ფორმის პიკში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, სიფრთხილის მიზეზი აჩქარებით მოსალოდნელი პრობლემებია და არა ტრავმები. რაც მთავარია, მოგვარდა ტატიშვილსა და მას შორის არსებული უთანხმოებები, ახლა შეგირდი ბოლომდე უჯერებს მწვრთნელს. იგივე ითქმის ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიასთან დამოკიდებულებაზეც - მასთანაც ჰქონდა გარკვეული უთანხმოება. ტატიშვილი სავსებით კმაყოფილია ვარჯიშებისადმი ნოზაძის დამოკიდებულებით და საქმისადმი მიდგომით.

მსოფლიოს ჩემპიონს საგანგებოდ შეხვდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ფედერაციის პრეზიდენტი. მათ წინაშე სპორტსმენმა დადო პირობა, რომ მაქსიმალურად კარგად ივარჯიშებდა და ყველაფერს გააკეთებდა ძველი დიდების დასაბრუნებლად, უპირველესი ნაბიჯი კი საქართველოს ჩემპიონატის მოგება იქნება. ვნახოთ, არც საქართველოს პირველობამდეა შორი.

ნოზაძეს სპორტის მმართველებთან მსგავსი შეხვედრები ადრეც ჰქონია. შარშან, სეზონის დასაწყისში ის, მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძე (60) და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) ოლიმპიურ კომიტეტში მიიწვიეს და მკაცრად მოსთხოვეს რეჟიმის სრულყოფილი დაცვა. შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ამან არ გაამართლა - ბედინაძე საერთოდ წავიდა სპორტიდან, ნოზაძემ და კვირკველიამ კი წარუმატებლად იჭიდავეს. მაშინ ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, რომელსაც უკვე ფედერაციაშიც მიხვდნენ და მორიგი ჩაგდებული სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობამ ტონი მკვეთრად გაამკაცრა. ცხადია, ესეც ვითარების გამოსწორების წინაპირობაა, მაგრამ კონკრეტულად ნოზაძის შემთხვევაში მთავარი მაინც თავად მისი პროგრესი და საქმისადმი სწორი მიდგომაა. უეჭველია, მასზე სასიკეთო გავლენას წონაში კონკურენციის ზრდაც მოახდენდა - ამ წონაში სოსო ჯაბიძე გამოჩნდა, რომელმაც წლეულს ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალოსანი გამოდგა, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა გარემოებებია - ამით დამტკიცდა, რომ წონაში ნოზაძე შეუცვლელი არაა და საერთაშორისო არენაზე შედეგების მიღწევა სხვებსაც შეუძლიათ. მისასალმებელია, რომ ეს თავად ნოზაძემაც კარგად გაიგო და საქმისადმი ძველებური დამოკიდებულება დაიბრუნა. იმედია, ის საქართველოს ჩემპიონატზეც წარმატებით იჭიდავებს - ნაკრებსაც საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერად დაუბრუნდება. მას შესწევს ამის ძალა, დანარჩენი კი მის მონდომებაზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია