"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა ინგლისის ნაკრების თავკაცის ფაბიო კაპელოს შემცვლელად აუცილებლად განიხილება
ჰარი რედნაპი აუცილებლად განიხილება ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს შემცვლელად.

"რედნაპი ბრწყინვალე სპეციალისტია. "ტოტენჰემი" შესანიშნავად თამაშობს და მათ ჩემპიონთა ლიგის საწყის რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რაც ძვირად ფასობს. ველი, რომ ჰარი კანდიდატების არცთუ გრძელ სიაში მოხვდება", - განაცხადა საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექს ჰორნიმ.

"ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით არავითარი განხილვა არ ყოფილა. ფაბიო ნაკრებს 2012 წლამდე უხელმძღვანელებს, ასე რომ, ახალი თავკაცის არჩევის პროცედურისთვის მოსამზადებლად კიდევ 18-19 თვე მაქვს. ის, რომ კაპელოს შემცვლელი აუცილებლად ინგლისელი უნდა იყოს, სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. მთავარია - სწორი არჩევანი გავაკეთოთ, როგორც ფაბიოს შემთხვევაში", - დაამატა გენერალურმა მდივანმა.

საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ედრიან ბევინგტონი, რომელიც ერთერთი პირველი იყო ბრიტანეთში, ვინც ინგლისის ნაკრების მომავალი თავკაცის ნაციონალური კუთვნილების თემა წამოსწია, დღეს უკვე არცთუ კატეგორიულია: "სულაც არაა აუცილებელი ის ინგლისელი იყოს. მომავალი წლის დასაწყისში შერჩევის კრიტერიუმებს დავადგენთ".

როგორც ცნობილია, რედნაპი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას სულაც არ ეწინააღმდეგება.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა