"ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელს ოუენი მოენატრა და რონალდო გაახსენდა
ასტონ ვილას" თავკაცი ჟერარ ულიე გუნდის კრიზისიდან გამოყვანის გზებს ეძებს და ბირმინგემში თავისი ყოფილი შეგირდის, ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის მაიკლ ოუენის მოყვანას გეგმავს.

"ოუენი "ვილას" მალე შეეწყობოდა

სწორედ ფრანგი სპეციალისტი იყო "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, როდესაც მის შემადგენლობაში ოუენი ბრწყინავდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მაიკლი, თუ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს, ხანდახან თუ გამოჩნდება მოედანზე. ამ დროისთვის მის აქტივში მხოლოდ ერთი მატჩია "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაში.

"ძალიან მინდა რომ ის "ვილაში" გადმოვიდეს. მისი ხასიათის პატრონი ახალ კოლექტივს მალე გაუშინაურდებოდა", - არ დამალა თავისი სურვილები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ ჟერარ ულიემ. სხვათა შორის, ულიეს ახლანდელ კლუბს დღეს პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში სწორედ "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევს თამაში.

"რონალდოსთან ერთად "ლივერპულს" შესაძლოა ჩემპიონატი მოეგო"

"ენფილდზე" დაბრუნების წინ ჟერარ ულიემ კიდევ ერთხელ მოჰყვა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მერსისაიდელთა მწვრთნელობის პერიოდში კრიშტიანუ რონალდოს გადმობირებას.

"ის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე ვნახე ტულონში. გავესაუბრე. ჩვენ ხელფასის გარკვეული ზღვარი გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით გადაგვეხადა იმდენი, რამდენიც მან მოითხოვა. ამის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამხანაგური მატჩი ითამაშა ლისაბონის "სპორტინგთან" და ალექს ფერგიუსონს ყველა ეუბნებოდა" შენ ის უნდა შეიძინო". მაშინ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ხელფასების სფეროში ჩვენი სისტემის დანგრევა არ შეიძლებოდა. ვფიქრობდი, რომ ეს გუნდში პრობლემების მიზეზი გახდებოდა", - ახსნა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფრანგმა.

ვიცი, რომ ზოგიერთი ახალწვეული შესაძლოა ბევრად უკეთესი გამოდგეს, ვიდრე წარმოგიდგენია. შესაძლოა, რონალდოსთან ერთად ტიტული მოგვეპოვებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კიუელი გვყავდა. ავსტრალიელი მაშინ აღმავლობის გზაზე იყო და გამარჯვებები სწყუროდა, თუმცა მას ხელი სერიოზულმა ტრავმამ შეუშალა. ტრავმის შემდეგ ჰარი უკვე თავის თავში იმდენად დარწმუნებული არ ყოფილა", - დასძინა ულიემ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა