ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინ შეცვლის კაპელოს?

ვინ შეცვლის კაპელოს?

ჰარი რედნაპი ნაკრების მომავალი თავკაცი?

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჰარი რედნაპი ნაკრების ახლანდელი თავკაცის ფაბიო კაპელოს შემცვლელად დაიგულა და ეს ამბავი გამოაცხადა კიდეც, ოღონდ... მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ უცხოელ კონკურენტზე ძლიერი იქნება. კაპელო თანამდებობიდან 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის მერე მიდის. იტალიელის შემდეგ ასოციაციის შეფებს ეროვნული გუნდის სათავეში ინგლისელი კაცის ნახვა სურთ, ხოლო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ალექს ჰორნმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ „ინგლისელ კაცთაგან“ ყველაზე სასურველი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ დღევანდელი მენეჯერია. თუმცა, ამ ნათქვამს ჰორნმა ისეთი სიტყვებიც დაამატა, ინგლისელებს ძალიან რომ მოხვდათ ყურში – ჩვენი ამოცანა საუკეთესო კანდიდატის შერჩევა იქნება და საამისოდ ჩვენი ქვეყნითა და თანამემამულეებით არ შემოვიფარგლებითო.

კერძოდ, გენერალურმა მდივანმა ბრძანა: „ჰარი რედნაპი დიდი მწვრთნელია. „ტოტენჰემი“ ჩინებულ ფეხბურთს თამაშობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში („ინტერი“, „ტვენტე“, „ვერდერი“ და „სფურზი“) გუნდი აუტსაიდერად ითვლებოდა, ის კი პლეიოფში გავიდა, ყველაფერი ნათელია. ვფიქრობ, ჰარი ჩვენს კანდიდატთა სიაში მოხვდება და ეს სია სულაც არ იქნება გრძელი“.

ინტერვიუში, რომელიც ჰორნმა რადიო BBჩ-ს მისცა, იგი ამბობს, რომ კაპელოს შემცვლელის ძებნა მომავალი წლიდან უკვე დაიწყება:

„ფაბიო თანამდებობაზე 2012 წლამდე რჩება, რაც საფუძვლიანი არჩევანის გასაკეთებლად 18-19 თვეს მაძლევს. არ იფიქროთ, რომ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკას მივსდევთ და გვნდა შემდეგი მწვრთნელი მაინდამაინც ინგლისელებიდან ავირჩიოთ. არა, მე არჩევანს პიროვნებებს შორის გავაკეთებ. მეტსაც გეტყვით, ეს ჯგუფის გადასაწყვეტიც კი არ არის.

როდესაც ფაბიო მოგვყავდა, დიდანს და საფუძვლიანად ვფიქრობდით, რის შედეგადაც სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ. რა კრიტერიუმებით შევარჩევთ კანდიდატებს, ამას შემდგომი წლის დასაწყისში შევიმუშავებთ. კრიტერიუმების განსაზღვრისას ყველას აზრს გავითვალისწინებთ“.

შემდეგ კი ჰორნი ინგლისელთა ახალი მწვრთნელის თემას გასცდა და ფიფა-ზე დაიწყო ლაპარაკი – გენერალური მდივანი წინა კვირას ციურიხში გახლდათ, სადაც ინგლისის დელეგაციის მწარე მარცხს დაესწრო. ფიფას აღმასკომმა ხომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთს მისცა. ჰორნი მიიჩნევს, რომ დროა ფიფაში რეფორმები ჩატარდეს და მზადაა ამ საქმეში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა.

„ვფიქრობ, ცვლილებები მგრძნობიარე საკითხებს უნდა შეეხოს. შესაცვლელია კენჭისყრის სისტემა. უნდა შეიძლებოდეს შემოწმება ვინ ვის მისცა ხმა. მე ვაპირებ ფეხბურთში დასაქმებულ ავტორიტეტულ ხალხს ველაპარაკო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.

შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ ცხრავე კანდიდატი ციურიხის გადამწყვეტ კენჭისყრამდე ვერ მივიდეს. საამისოდ შესარჩევი რაუნდები იქნება შემოსაღები. შეიძლება, აგრეთვე, პროექტები მაინცდამაინც ერთ რომელიმე წელიწადზე არ აცხადებდნენ პრეტენზიას. ყოველ შემთხვევაში, იმით, რაც ჩემი თვალით ვნახე, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. რეფორმების საკითხს ფიფაში აუცილებლად წამოვჭრი“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა