ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზვიად სიჭინავა: ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ

ზვიად სიჭინავა: ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ

ჩვენი ფეხბურთის თავკაცის მასმედიასთან შეხვედრა ლევან ყიფიანის "ლელოში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ განაპირობა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. ჩვენი ფეხბურთის თავკაცის მასმედიასთან შეხვედრა, ლევან ყიფიანის "ლელოში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ განაპირობა. სიჭინავამ ყიფიანის ინტერვიუში ნახსენები თანხები დააზუსტა, სხვა ციფრებიც დააკონკრეტა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. ფედერაციის თავკაცის ვრცელ შესავალ სიტყვას კითხვა-პასუხი მოჰყვა.

- პრესაში გაჟღერდა, თითქოს გაისად ქართული ფეხბურთი სახელმწიფოსგან 7 მილიონ ლარს მიიღებს. ეს მცდარი ინფორმაციაა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი გაისად 7 მილიონი ლარი იქნება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, ასევე ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებისა და სტაფის, სულ 54 პერსონის ანაზღაურებას სჭირდება. გარდა ამისა, უნდა დაფიაროს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური და ამხანაგური, სულ 12 მატჩის ხარჯი.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ დავალიანების გასტუმრებას, რომელიც ფედერაციაში მოსვლისას დაგვხვდა. ვალის დიდი ნაწილი გასტუმრებულია. მინდა, განვმარტო, რომ ამ ვალს ჩვენ უეფას გრანტით ვერ გავისტუმრებთ. უეფას "ჰეთ თრიკის" პროგრამით გამოყოფილი თანხა, რომელიც არა - 300 ათასი, არამედ 1 280 000-ია, მიზნობრიი გრანტია, შესაბამისად არის გაწერილი და მას სხვა მიმართულებით ვერავინ გამოიყენებს. ქართული კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობის თანხა უეფადან მივიღეთ და კლუბებს უკვე დავურიგეთ. ამ თანხებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება.

2010 წელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გამორჩეული იყო. წლეულს ნაკრებმა 8 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა. ეს პირველ რიგში ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, მერე კი თავად ფეხბურთელების. სხვათა შორის, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც 2008-09 წლებშიც თამაშობდნენ ეროვნულ გუნდში, მაგრამ... წლეულს ნაკრებმა 6 ქულა მოიპოვა, მაშინ როცა, ბოლოს 3 ან 5 ქულა გვქონდა მთლიანად 2-წლიან ციკლში.

რაც შეეხება პროფლიგას, ის არავის დაუხურავს, ამ ორგანიზაციასთან ფედერაციამ კონტრაქტი გაწყვიტა. ჩვენ გვინდა, პროფლიგამ მაისისთვის კარგად ჩამოყალიბებული, გამართული პროექტი წარმოგვიდგინოს, რომელსაც კლუბებთან ერთად განვიხილავთ და, თუ მისაღები იქნება, პროფლიგასთან ისევ გავაფორმებთ კონტრაქტს. ფედერაციამ მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა დავალიანების გასტუმრების ვალდებულება აიღო და ეს ვალი უკვე გასტუმრებულია.

მინდა გითხრათ, რომ ფედერაციაში ყველა ინფორმაცია საჯაროა. საბჭოთა კავშირი აღარ არის, სუკ-იც გაუქმდა და სუკ-ის აგენტებთანაც არ ვარ დაკითხვაზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. თუ რომელიმე ჟურნალისტს რაიმე დააინტერესებს, პრობლემას ვერ ვხედავ, მოგვმართოს და ყველაფერს დოკუმენტებით წარვუდგენთ.

ფედერაციის ვალებს უეფას გრანტით არ ვისტუმრებთ და ვერც გავისტუმრებთ. კომპანია "ინფრონტის", ქართული და უცხოური ბანკების ვალები კომპანიებთან მოლაპარაკებების წყალობით დავფარეთ. უეფაში კარგად იციან, რომ ფედერაციაში მისვლისას დიდი ვალი დაგვხვდა და ეს გაითვალისწინეს.

საჯაროდ ვაცხადებ, 2011 წლის 31 დეკემბრამდე ფედერაციის ყველა ვალი გასტუმრებული იქნება. ჩვენ ყველაფერი გათვლილი გვაქვს, თუ როგორ დავფარავთ ამ ვალებს და ვინ დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

ჩემი თხოვნა იქნება, როცა ისეთ თემებზე საუბრობენ, რომლებშიც გარკვეული არ არიან, ჯერ ფედერაციაში მოვიდნენ, ყველაფერში საბუთებით გავარკვევთ და მერე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ... ვინც ჩვენ ფეხბურთში პროგრესს ვერ ხედავს, მას მე არ ვცნობ. თბილისში თავიანთი კორპუსის აივნიდან რომ იხედებიან, რეგიონებში ჩავიდნენ. 20 წელიწადია, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელია და მაგალითად, ჭიათურაში ვერ იხსენებენ, ბოლოს როდის ჩავიდნენ იქ ფედერაციიდან. იქ მწვრთნელებს ეშინიათ ჭაბუკებისა და მოზარდების სელექციაზე თბილისში გამოგზავნა, მაინც ყველაფერი გარკვეული იქნება და რა აზრი აქვსო. ჩავედი, ვესაუბრე, ავუხსენი, რომ ასე არ არის, არანაირი ჩაწყობა, მიდგომა შევცვალეთ-მეთქი.

პრობლემების მოგვარების რეალური გზა უნდა დავსახოთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, საქმე ვაკეთოთ. პარასკევს უკრაინაში მცხოვრები ერთი ბიზნესმენი დამიკავშირდა, რომელიც სამტრედიიდან არის წასული. მე ვიცი, როგორ ვუშველოთ "სამტრედიასო". როგორ-მეთქი. რკინიგზის დეპარტამენტს სთხოვეთ, ან სახელმწიფომ დაავალოს, კლუბს მიხედოს. თუ არა და, სამტრედიაში რკინიგზას გადაკეტავს ხალხიო. ეს არ არის გეგმა და პროექტი. ვისაც გული შესტკივა "სამტრედიაზე" და, მით უმეტეს, თავისი ბიზნესი აქვს, ჩადოს ეს თანხა კლუბში და ხვალ თუ არა, ზეგ მოიგებს.

ქართულ ფეხბურთში თუ ხარ და საქმე გინდა აკეთო, ჩასაფრებული კი არ უნდა იყო, პროგრამა წარმოადგინე, შენი წვლილი შეიტანე ამ ეროვნულ საქმეში. ვინც ჩასაფრებულია და ჩვენს ფეხბურთში სასიკეთოს ვერაფერს ხედავს, მას არ ვცნობ. წელიწადი და 2 თვეა, რაც ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და ძალიან მიკვირს, როგორ გაძლო ნოდარ ახალკაცმა ამდენ ხანს ამ პოსტზე. რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და თუ არ მოვწონვარ ქართულ საფეხბურთო სამყაროს, არ არის პრობლემა, აგერ, მოვა არჩევნები და ვინც უკეთესია, ის აირჩიეთ.

არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. მე ასე მწამს და თუ ვცდები, მითხარით. როცა ფეხბურთში მოდიხარ არცერთ პარტიაში არ უნდა იყო. უნდა აირჩიო, ან პოლიტიკა, ან ფეხბურთი, ორივე ერთად არ გამოვა.

ფედერაციაში ადრე მომუშავე ხალხის ცუდად გაკეთებულ საქმეს ვასწორებთ. არადა, ზოგი მათგანი გამოდის და არასწორი ფაქტებით ვითომდა ხმაურს ტეხს. ჯერ ფაქტები გადაამოწმე და მერე დააფიქსირე პოზიცია. სხვას რომ აკრიტიკებ არასწორი ფაქტებით და რიცხვებით, ჯერ ის თქვი, შენ რა გააკეთე ქართულ ფეხბურთში.

უეფაში დღემდე გაოცებულები არიან. უკვირთ, როგორ შეძელით, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩს 46 ათასი გულშემატკივარი რომ დაესწროო. მაშინ როცა მუნდიალის მონაწილე სლოვენიის ნაკრების ჩვენთან მატჩს კი მხოლოდ 4 ათასი კაცი ესწრებოდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

- რამდენ კლუბს აქვს საწევრო გადახდილი?

- უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან საწევრო სრულად მხოლოდ ორმა კლუბმა გადაიხადა პროფლიგაში. ესენია, "ზესტაფონი" და ქუთაისის "ტორპედო", ნახევარი გადაიხადა რუსთავის "ოლიმპმა". დანარჩენ კლუბებს თანხის გარკვეული ნაწილი აქვთ შემოტანილი. საწევრო უკვე განახევრებულია და კლუბებმა 20 ათასი ლარი უნდა დაფარონ. დანარჩენი ნახევრის გადახდა კი სახელმწიფომ ითავა.

- საწევრო თუ განახევრებულია, თანხა იმ ორ კლუბს ხომ დაუბრუნდება?

- ამის თაობაზე კლუბებმა პროფლიგას უნდა მიმართონ.

- მომდევნო სეზონში უკვე სავალდებულოა, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს A კატეგორიის სერთიფიკატის მფლობელი თავკაცი ჰყავდეს. ამ კატეგორიის ლიცენზიაზე თუ იქნება სემინარები?

- ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ, B და A კატეგორიების სამწვრთნელო ლიცენზიებისთვის სემინარები და გამოცდები დეკემბერ-იანვარში ჩატარდება.

- ლევან ყიფიანის მხრიდან თუ იყო თქვენთან შეხვედრისა და საკუთარი ხედვის გაცნობის მცდელობა?

- ის მუშაობდა ფედერაციაში. მისი პროგრამის მიხედვით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 87 დელეგატს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება. მან თუ იცის, რომ უეფაში მიაჩნიათ, კლუბებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ რამდენ დელეგატს ექნება ხმის უფლება? უეფაში თითო ხმა აქვს თითო ქვეყანას და ამ 53 ხმის უკან მილიონობით ადამიანია.

- ახლახან ფიფამ 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლების ვინაობა გაარკვია. ქართული ხმა ვის ერგო?

- ხმის უფლება მხოლოდ აღმასკომის წევრებს ჰქონდათ, ჩვენ მათ შორის არ ვართ. იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ აღმასკომში, რომლებსაც მუნდიალის მასპინძლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. მათ ხმის უფლება ჯერ მოუხსნეს, მერე ისევ აღუდგინეს. ეს არასწორად მიმაჩნია. ასევე გამართლებულად არ მივიჩნევ ერთბაშად ორი მუნდიალის მასპინძლის საკითხის გარკვევას.

- დღეისთვის რა ვალი აქვს ფედერაციას, რომელიც 2011 წლის ბოლომდე უნდა გაისტუმროთ?

- 5 მილიონ ლარამდე იყო, მაგრამ ბანკის სესხის პროცენტები, 902 ათასი ახლახან გავისტუმრეთ. ამჟამად დარჩენილი გვაქვს სამი სხვადასხვა სახის ვალი. დაახლოებით გეტყვით: მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები 170 ათასი ლარი, ბანკების სესხი 3 800 000 და სხვადასხვა ორგანიზაციების დავალიანება - 129 ათასი ლარი. ყველა ამ ვალს 2011 წლის ბოლომდე გავისტუმრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• juba

წესიერი ადამიანი საქმეს აკეთებს და არა ლაპარაკი მიაჩნია საკმის კეთებად....ცირკის დირექტორის უნარჩვევები არ არის საკმარისი ფეხბურთის ფედერაციის სამართავად და თუნდაც პატიოსნება,მთავარია იყო პროფესიონალი....არის ეს კაცი ამ საქმისთვის დაბადებული მე პირადად მეეჭვება....

• tbiliseli

ზვიად სიჭინავა არის წესიერი ადამიანი,ყველა ამისნაირი რომ იყოს საქართველოს ფეხბურთს კი არა მტლიანად საქართველოს ეშველებოდა რა.ამ კაცს იმის ეშმაკობა და მოხერხებაც კი არაა აქვს მაყურებლის კრიტიკის დიპლომატიურად მიღება პირდაპირ ეთერში იმიტომ რომ უბრალო,პატიოსანი კაცია.ლევან ყიფიანი არის უზნეო უსინდისო ადამიანი ,უნდოდა სკამი არ მიიღეს და ეხლა ყეფა დაიწყო,"იმისგამი მინდოდა ფედერაციაში შევლა რომ უწესობასთან მებრძოლაო:)"ეს ჩვენი ინტელექტის შეურაწყოფაა სხვა რომ არაფერი,საბავშვო ბაღში მოატყუოს ეგ სეიძლება იქ ვინმემ დაიჯეროს,სანამ ამ კაცის კრიტიკას შეუდგებოდეს ადამიანი ჯერ იმის 10% მაინც გააკეთოს ლევან ყიფიანმა და მისნაირმა კარიერესტებმა და ლოზუნგების მსროლელებმა.

• Shoda

ეს ერთ უჯრედიანი ფედერაციაში იმიტომ მივიდა რომ კარგად გამოძღეს. ამათ ხომ ყველას იყიდე გაყიდვაზე აქვთ თვალები დაპრაწული!!! თუ ვინმეს ამის არ ჯერა, მაშინ მიდით ფედერაციაში და კარგად ნახეთ იქაურობა!!

• gff

თუ არ ცხვენია ამ თვითმარქვიას ეგ და გოროზია ერთი გუნდია მაგის მოყვანილია რას გვაბოლებს ან საერთოდ რა ესაქმება ქართულ ფეხბურთში წავიდეს ცირკს მიხედოს

• otar

არჩევნებს რა აზრი აქვს მაინც რეალურად დანიშვნითაა ყველაფერი და სანამ მასე იქნება , იქნება და იქნება ის რაც არის --- ცარიელი ტრიბუნები და დაბალი ფეხბურთის დონე. რა პროგრესს ზე არის საუაბრი ვერ ვხვდები - ხალხი საწევროს ვერ ისდის და ლამისაა ჩაიშალოს ჩემპიონატი - შარშAნ არ იყო სიონს ავტობუსის ფული რომ არ ქონდა თამაშზე წასასვლელად ? ელემენტარული პირობების შექმა დიდ მიღწევად და პროგრესად ითვლება დღეს და ვინ ჩადებს ამ ფეხბურთში ფულს როცა ზაფხულში არ იყო (თუ შარშან) ლელოც წერდა ამაზე მსაჯი რომ სცემა ოლიმპის მხარდამჭერმა მთAვრობის კაცმა ? თAნაც მგონი გუბერნატორია დღEმდე ... ნეტა ვინმე თუ დაისაჯა მაგის გამო ? ასეთი რამის მერე ვინ ჩადებს ფულს ფეხბურთში ?

• juba

უკეტეს არ აირჩევენ რადგან ვინც უნდოფათ ის დაგნიშნენ და ახლა ისევ ხელახლა გადაგნიშნავენ...პროგრესიო რასაც გვპირდებოდით და რაც გამოვიდა ამში პროგრესი არ არის ..და თუ თქვენ ნაკრებს გულისხმობთ მისი პროგრესი მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის დამსახურებაა და ეს კაცი თქვენ არ ხართ....

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა