ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტორესის არყოფნაში

ტორესის არყოფნაში

„ლივერპულის“ სათადარიგო თავდამსხმელებმა მერსისაიდის გუნდს ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანეს

„ლივერპულის“ სათადარიგო თავდამსხმელებმა ფერნანდო ტორესის არყოფნაში მერსისაიდის გუნდს ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანეს და მის ოდინდელ მწვრთნელს, ფრანგ ჟერარ ულიეს „ენფილდ როუდზე“ დაბრუნება ჩაუმწარეს. ულიე, მოგეხსენებათ, ახლა „ასტონ ვილას“ თავკაცობს. ტორესი სადღა იყო? ესპანელი ფორვარდის მეუღლე ოლალა სამშობიაროში გააქცუნეს და მას ამხნევებდა.

ლივერპულელი თავდამსხმელები, რომლებმაც გოლები გაიტანეს დავიდ ნგოგი და რაიან ბაბელი გახლდნენ. მესამე არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსი როდრიგესმა შეაგდო. ამ გამარჯვების შემდეგ „წითლებს“ „ენფილდზე“ ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდათ.

პირდაპირ უნდა ითქვას: „ასტონ ვილამ“ მასპინძლები ვერაფრით შეაწუხა, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ლივერპულმა“ არ ითამაშა კარგად. განსაკუთრებით რაულ მეირელეში გამოირჩეოდა, რომელიც დაშავებული სტივენ ჯერარდის არყოფნაში მოედნის ცენტრში თავი ყოჩად იგრძნო და მასში გადახდილ 11 მილიონ ფუნტს ამართლებს. საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცდებოდათ ზემოხსენებულ ნგოგსა და ბაბელსაც, თუმცა, მათ „კარგი ბიჭობა“, რასაკვირველია უფრო ძლიერ მეტოქეებთან უნდა დაამტკიცონ. თუმცა, შეტევაზე ლაპარაკში არაფრით უნდა დაგვავიწყდეს მეკარე პეპე რეინა, რომლისთვისაც „ასტონ ვილასთან“ შეხვედრა „საიუბილეო“ გამოდგა: „ლივერპულში“ ნათამაშები 198 მატჩიდან მან 100-ში გოლი არ გაუშვა. ცნობისთვის: რეკორდი ეკუთვნის რეი კლემენსს რომელმაც მერსისადელთა გუნდში ჩატარებული 665 თამაშიდან 217 უგოლოდ დაასრულა.

და ორი სიტყვაც ულიეს შესახებ: ფრანგი „ენფილდ როუდზე“ გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა – მათგან ოთხი 2001 წელს მოკრიბა – და კლუბის ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. სწორედ ამიტომ დახვდნენ ლივერპულელი ფანები მას ოვაციითა და მადლიერების პლაკატებით.

მასპინძელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა მატჩის შემდეგ უპირველეს ყოვლისა პეპე რეინაზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა:

„ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი მეკარე მყავს, რომელიც, იმავდროულად, ძალიან კარგი ადამიანიც არის. რაც შეეხება გუნდის თამაშს, ჩვენ ჯერ კიდევ ვკოჭლობთ, მაგრამ კოჭლობა თანდათან კლებულობს“.

თავად რეინამ თანაგუნდელებს გადაუხადა მადლობა: „დიდი მადლობა ბიჭებს. მე რომ გოლი უკვე 100 შეხვედრაში არ გავუშვი, მათი დამსახურებაა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. განა მხოლოდ ფერნანდო ტორესი, სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი განაპირობებენ ჩვენს წარმატებებს, თავისი წვლილი ოცდაოთხივე მოთამაშეს შეაქვს“.

დავიდ ნგოგმა კი თქვა, რომ ფერნანდო ტორესის არყოფნაში მას მხრებზე ორაგი პასუხისმგებლობა აწვა, რადგან მისგან ჩვეულებრივზე მეტს ელოდნენ:

„როდესაც მწვრთნელი შანსს მაძლევს ვალდებული ვარ პასუხისმგებლობა ვიკისრო. ასეთ დროს გოლის გატანას არაფერი სჯობს და საბედნიეროდ დღეს სწორედ ეს მოხდა. გოლი კარგა ხანი არ მქონდა გატანილი“.

დამარცხებულთა თავკაცმა ულიემ კი ასე თქვა: „არ გაგვიმართლა, რადგან პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გავუშვით. ამას მალევე მოჰყვა მეორე გოლიც, რომელიც, მე თუ მკითხავთ, „ლივერპულმა“ თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა... მოკლედ, ბიჭებს არაფერში ვადანაშაულებ. მათ ყველა ღონე იხმარეს.

როდესაც „ენფილდ როუდზე“ მე-12 ან მე-13 წუთზე გოლს უშვებ, მერე მდგომარეობის გამოსწორება ძნელია. ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. ახლა, „ვილას“ ხელმძღვანელებმა მოვლენათა სადავეები ხელიდან არ უნდა გავუშვათ“.

თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 16 10 2 4 34:18 32

2. მანჩესტერი 15 8 7 0 35:16 31

3. ჩელსი 16 9 3 4 30:11 30

4. სიტი 16 8 5 3 21:12 29

5. ტოტენჰემი 16 7 5 4 24:21 26

6. ბოლტონი 16 5 8 3 28:23 23

7. სანდერლენდი 16 5 8 3 20:18 23

8. ლივერპული 16 6 4 6 20:19 22

9. ვესტ ბრომვიჩი 16 6 4 6 23:27 22

10. სტოკი 16 6 3 7 21:21 21

11. ბლექბრნი 16 6 3 7 21:25 21

12. ნიუკასლი 16 5 4 7 24:25 19

13. ბლექპული 15 5 4 6 23:29 19

14. ბირმინგემი 16 3 9 4 17:19 18

15. ევერტონი 16 3 8 5 18:20 17

16. ასტონ ვილა 16 4 5 7 17:27 17

17. ფულჰემი 16 2 9 5 16:20 15

18. უიგანი 16 3 6 7 13:28 15

19. ვესტ ჰემი 16 2 6 8 14:27 12

20. ვულვზი 16 3 3 10 17:30 12

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია

სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება

მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?