ცინცაძემ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და "ტარტუს" "ლუგანოსთან" 91:88 მოაგებინა

ჯერ სათაური უნდა განვმარტოთ: გიორგი ცინცაძემ (მეტსახელად ბუ) ევროჩელენჯზე "ლუგანოსთან" მატჩში 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და "ტარტუ როკს" 91:88 მოაგებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა გამთამაშებელმა ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 13 ქულას 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა მიაყოლა, შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოეჩვენა ფრაზა: ცინცაძემ "როკს" მოაგებინა. არადა, მართლაც ასე იყო. პირველ ტაიმში მწვრთნელმა გიორგი მხოლოდ 5 წუთი ათამაშა, იმედი ჰქონდა, რომ შედარებით ახალგაზრდა ესტონელი ტიმუ სოკი შვეიცარიელ თანაამპლუელებს იოლად გაუმკლავდებოდა, მაგრამ "როკმა" თამაში ვერ დაალაგა და 23-ე წუთისთვის "ლუგანოს" 9 ქულით ჩამორჩა. მწვრთნელმა ცინცაძე უმალ მოედანზე დააბრუნა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლომდე მასპინძლებმა დაცვაში თამაში ვერ გამოასწორეს. შეტევაში კი 12-დან 10 ქულა გიორგი ცინცაძის მონაწილეობის შედეგი იყო (7 ქულა ბუმ მიითვალა, ხოლო ვეიდემანს შედეგიანი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა). შვეიცარიელთა მხრიდან პასებსა და ქულებს ერთმანეთზე აწებებდა დრაუგანი (საბოლოოდ 19 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა), რომლის აქტიურობის წყალობითაც "ლუგანომ" მეოთხე რაუნდის წინ 13-ქულიანი ფორა დაიბევა - 67:54.

საქმე მას შემდეგ უფრო გართულდა, რაც მლადანმა სხვაობა 15-მდე გაზარდა, თუმცა ეს "როკერთათვის" შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა: მომდევნო 4 წუთში ტარტუელებმა 10:2 მოიგეს. ამ გაქცევაში სამქულიანი წვლილი შეიტანა ცინცაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგღა შეცვალა. 39-ე წუთზე თამაშის იშტაზე მოსულმა ტალტსმა და ვეიდემანმა სამქულიანები გამოიყენეს და თანაგუნდელები პირველად დააწინაურეს - 80:78. თუმცა, შვეიცარიელმა აბუკარმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და...

ზემოთ რომ ვთქვით, ცინცაძე მწვრთნელმა ძირითადი დროის დასრულების შემდეგ შეცვალაო, მიხვდებოდით, რომ მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა. დამატებითი დრო ბუს გარეშე დაიწყო, თუმცა მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ წუთნახევარში გიორგი მოედანზე დააბრუნა და ქართველმაც ჩვეული სიზუსტით განაგრძო: ეზიუკვის ზუსტი პასით ორქულიანი ჩააგდებინა, ხოლო სირენამდე 41 წამით ადრე ორქულიანი გამოიყენა და - 91:86. დარჩენილ დროში "ლუგანომ" ორი ქულაღა ჩააგდო და 88:91 დამარცხდა.

ამ მოგების მიუხედავად "ტარტუ როკის" ჯგუფიდან გასვლა სხვა მატჩებზეა დამოკიდებული. აქ შანსების განხილვას არ მოვუყვებით, მხოლოდ სატურნირო ცხრილს შემოგთავაზებთ, მომდევნო მატჩების კალენდარს ჩამოგიწერთ და შანსებზე თავად იმსჯელეთ. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა.

C ჯგუფი

აკადემიკი-ბენფიკა 92:71

ლუგანო-როკი 73:61

როკი-აკადემიკი 72:80

ბენფიკა-ლუგანო 89:84

ლუგანო-აკადემიკი 66:69

ბენფიკა-როკი 80:74

როკი-ლუგანო 91:88

თ მ წ სხ ქ

1. აკადემიკი 3 3 0 241/209 6

2. ლუგანო 4 1 3 311/310 5

3. ბენფიკა 3 2 1 240/250 5

4. როკი 4 1 3 298/321 5

8 დეკემბერი

ბენფიკა-აკადემიკი

14 დეკემბერი

აკადემიკი-როკი

ლუგანო-ბენფიკა

21 დეკემბერი

აკადემიკი-ლუგანო

როკი-ბენფიკა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა