ამერიკელმა ჟურნალისტმა „ლივერპულის“ ფანებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა:

ამერიკელმა ჟურნალისტმა „ლივერპულის“ ფანებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა: „ჰილსბოროს“ ტრაგედიას „სტადიონზე მომხდარი არეულობა“ უწოდა. ეს ჟურნალისტი გახლავთ „ბოსტონ გლობის“ მიმომხილველი ალექს ბიმი, ხოლო თავად „ბოსტონ გლობი“ გაზეთი, რომელსაც კვირის განმავლობაში 232 432 ადამიანი კითხულობს. აი, ასეთი ფართო აუდიტორიის გასაგონად ბრძანა უფალმა ბიმმა ეს ლივერპულელები ვინ ყოფილან, 21 წლის წინ მომხდარ ამბავს დღემდე გლოვობენო. უფრო ზუსტად, ჟურნალისტმა ასე ბრძანა: დღემდე აგონიაში არიან იმის გამო, რომ 21 წლის წინ სტადიონზე, არეულობაში, 96 კაცი მოკვდაო“.

თუ ვინმეს ამ ტრაგედიის შესახებ არ სმენია მოკლედ მოვახსენებთ: 1989 წლის 15 აპრილს „შეფილდ უენსდეის“ სტადიონზე, რომელსაც „ჰილსბორო“ ჰქვია, ჭყლეტაში 96 ლივერპულელი ფანი დაიღუპა. ასეულობით ადამიანი დაშავდა. ეს ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალის წინ მოხდა. ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ „ლივერპული“ და „ნოტინგემ ფორესტი“ თამაშობდნენ. როგორც ხვდებით, „ჰილსბორო“ ორივე გუნდისთვის ნეიტრალური მოედანი იყო. იმ პერიოდში ეს ამბავი ქართველ გულშემატკივარს „გამორჩა“, რადგან საქართველო თავად გლოვობდა 9 აპრილის მსხვერპლს.

ამერიკელი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი სტატიით აღშფოთებულმა ლივერპულელებმა სოციალური ქსელები და თავიანთი ვებ-გვერდები რისხვით აავსეს. ფორუმებზეც ერთი ამბავი ატყდა. „ლივერპულის“ ერთ-ერთ არაოფიციალურ საიტზე დაწერეს: „ალექს, გული რომ გქონოდა აჯობებდა. სანამ 96 ადამიანის ხსოვნას შეურაცხყოფდი, დაფიქრდებოდი მაინც. გარდა ამისა შენ შეურაცხყავი ქალაქისა და კლუბის რეპუტაცია.

იცი, რატომ არის ხალხი დღემდე აგონიაში? იმიტომ, რომ იმ მზიან შუადღეს ბევრმა ოჯახის წევრი და ახლობელი დაკარგა. ჯერაც მრავლად დადიან ამქვეყნად ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს შეესწრენ. ისინი „ჰილსბოროზე“ იყვნენ და თავიანთი თვალით უყურებდნენ, როგორ იღუპებოდნენ სხვები. რაც მაშინ მოხდა ორგანიზატორებისა და პოლიციის შეცდომის ბრალია“.

თუმცა, „ბოსტონ გლობის“ ჟურნალისტს, ეტყობა, ლივერპულთან დაკავშირებით ყველაფერი აღიზიანებს. მან, თავად ქალაქს ძაღლური და საზიზღარი უწოდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ „ლივერპულის“ ახალ მეპატრონეს, მის თანამემამულესა და თანაქალაქელს, ჯონ ჰენრის გადაწვდომოდა. მოგეხსენებათ, ჰენრი ბეისბოლის გუნდის „ბოსტონ რედ სოკსის“ მესაკუთრეცაა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა