ექსპერტთა თქმით, მალე მამაკაცთა პროფესიულ ტურში ორი ახალი ვარსკვლავის დაბადებას უნდა ველოდოთ

თუ აღიარებულ საჩოგბურთო ექსპერტებს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში მამაკაცთა პროფესიულ ტურში ორი ახალი ვარსკვლავის დაბადებას უნდა ველოდოთ. ლეგენდარული საჩოგბურთო აკადემიის დამაარსებელი ნიკ ბოლეტიერი უმაღლეს შეფასებას აძლევს თავისი მოსწავლის - ლიტველი რიკარდას ბერანკისის შესაძლებლობებს.

"ის ძალიან კარგი მოთამაშეა. პირველ რიგში, დისციპლინით არის გამორჩეული და ეს მას უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. თანაც მოკრძალებული ადამიანია, რაც მის ასაკში ასევე დასაფასებელი თვისებაა. თამაშის ყველა კომპონენტში ძლიერია და თითქმის არ აქვს სუსტი წერტილი. ერთადერთი დასახვეწი ელემენტია ბადესთან გასვლა, რადგან შედარებით დაბალი სიმაღლის (175 სანტიმეტრი) გამო მისთვის რთული იქნება მხოლოდ უკანა ხაზიდან მატჩების მოგება", - ამბობს ბოლეტიერი.

ბერანკისმა სეზონი 319-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, წელი კი ATP-ის კლასიფიკაციის 85-ე საფეხურზე დაასრულა, რითაც ლიტვური ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული მოთამაშე გახდა. 2010 წელს ბერანკისმა ორი ჩელენჯერი მოიგო, ერთში ფინალამდე მიაღწია, აგრეთვე მეორე წრეში ითამაშა უიმბლდონზე (ოთხ სეტში წააგო ესპანელ ფელისიანო ლოპესთან) და აშშ-ის ღია პირველობაზე (ხუთ სეტში დამარცხდა ავსტრიელ იურგენ მელცერთან).

თავის თანამემამულეს აქებს 1996 წლის უიმბლდონის ჩემპიონი, ჰოლანდიელი რიხარდ კრაიჩეკი. მისი აზრით, 22 წლის ტიემო დე ბაკერი "ყველაზე ნიჭიერია იმათგან, ვინც კი ოდესმე ჰოლანდიურ ჩოგბურთში გამოჩენილა".

"თუ ის ასეთივე ტემპით გაგრძელებს გამოსვლას, თავისუფლად შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირის მოგება და რეიტინგის ტოპ-ხუთეულში შესვლა", - ამბობს კრაიჩეკი.

შეგახსენებთ, რომ წელს დე ბაკერმა ორჯერ ითამაშა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში, გარდა ამისა, უიმბლდონის მესამე წრეში გააღწია. რეიტინგში მისი საუკეთესო შედეგი მე-40 პოზიციაა. დე ბაკერმა წელი 43-ე ჩოგანის რანგში დაასრულა.

"დიდი მოლოდინი - ეს ნორმალურია. ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია და ყველა მატჩის მოგებას ვცდილობ. ყოველ კვირას პროგრესზე ვფიქრობ და ვფიქრობ, არ არსებობს ილეთი, მე რომ არ ვიცოდე", - ამბობს დე ბაკერი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე