მართალია, "იუვენტუსი" ევროპის ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა, მაგრამ ტურინული გუნდის ფეხბურთელები ამაზე დიდად არ დარდობენ.

მართალია, "იუვენტუსი" ევროპის ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა, მაგრამ ტურინული გუნდის ფეხბურთელები ამაზე დიდად არ დარდობენ. მათი მთავარი ამოცანა სერია A-ში წარმატებული ასპარეზობაა, რაც ჯერჯერობით გამოსდით კიდეც. 15 ტურის შემდეგ, "ვეკია სენიორა" მესამე ადგილზეა და მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება ლიდერ "მილანს". ექვსი ქულა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში არც თუ ცოტა იყოს, მაგრამ იტალიაში ასეთი უპირატესობის მალევე განიავება ჩვეულებრივი ამბავია. სწორედ ამის იმედი აქვს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც პრესასთან ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს:

"ევროარენაზე რაც შეიძლება კარგად გვსურდა გამოსვლა, მაგრამ გამოვვარდით და უკვე ვეღარაფერს შევცვლით. ამიტომ, მთელი ძალებით სერია A-ზე გადავერთეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს სკუდეტო მოვიგოთ. "მილანი" შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ "იუვენტუსი" ვართ, გუნდი, რომელიც ტრადიციულად ფავორიტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ექვსი ქულა ის ჩამორჩენაა, რომლის აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებულიც ვარ, რომ ამას მოკლე დროში მოვახერხებთ".

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "იუვენტუსი" ერთი მაღალკვალიფიციური თავდამსხმელის დამატებას შეეცდება. საუბრობენ ალბერტო ჯილარდინოს, მაქხი ლოპესის და ქარიმ ბენზემას შესახებ, მაგრამ ეს ფეხბურთელები თავთავიანთი გუნდებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა რომელიმე მათგანის გადაბირება მოახერხონ. ამიტომ, სათადარიგო ვარიანტის ძებნა დაიწყეს და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, "პალერმოს" ჩილ;ელ ფორვარდს მაურისიო პინილიას დაადგეს თვალი. სამხრეთამერიკელმა გასული სეზონი სერია B-ში "გროსეტოს" რიგებში გაატარა და 24 გამართულ შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა - მიმდინარე სეზონში კი უკვე ხუთი გოლის შეგდება მოასწრო. პინილია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "პალერმოსთვის", მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ შეუცვლელი. თუ ტურინელები ჯიბეზე ხელს გაიკრავენ, დიდია შანსი, მაურიციო ძამპარინი ფეხბურთელის გასხვისებაზე დაითანხმონ. სწორედ ამ აზრზეა "ვეკია სენიორას" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა:

"სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ვაპირებთ და რამდენიმე მიმართულებით უკვე წამოვიწყეთ მოლაპარაკების პროცესი. პინილია ძალიან საინტერესო თავდამსხმელია და ვადასტურებ, რომ მისი გადაბირებით მართლაც ვართ დაინტერესებულნი. "პალერმოს" არ სურს წამყვან ფეხბურთელებთან განშორება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება შესაძლებელია. კარგი დამგვირგვინებელი, გოლეადორი გვჭირდება და ჩილელი ერთ-ერთი რეალური ვარიანტია".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე