ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

ახლა, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ყველა მერვედფინალების კენჭისყრას ელის, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი თავი ჯგუფური ეტაპის დეტალური სტატისტიკური ანალიზით შევიქციოთ...

მაშ ასე, ლიგის ჯგუფური ეტაპის უმთავრეს ვარსკვლავად მილანის "ინტერის" კამერუნელი ლეგიონერი სამუელ ეტო'ო დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ლიგის გამარჯვებულმა და თავად ფეხბურთელმაც (ბოლო ორ ტურში არ გაუტანია) მოუკლეს თამაშს, მას ვერავინ დაეწია და ეტაპი 7 გოლით პირველ ადგილზე დაასრულა. გარდა ამისა, ეტო'ოს ანგარიშზე 3 საგოლე პასიცაა და გოლი+პასი სისტემით აფრიკელი ახლოსაც არავის იკარებს - 10 ქულით პირველია.

სხვათა შორის, ეტო'ო გასაოცარი ეფექტურობით გამოირჩევა - 6 მატჩის განმავლობაში (მან ყველა შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა) მან კარისკენ სულ 16-ჯერ დაარტყა, აქედან 12 კარში წავიდა, რომელთაგან 7 გოლით დაგვირგვინდა. სხვა ფორვარდებს ამის მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. მაგალითად, კრიშტიანო რონალდომ უამრავჯერ (უფრო ზუსტად კი 31-ჯერ) დაარტყა კარის მიმართულებით და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ბოლობოლო ფორვარდის საქმე გოლის გატანაა არა მხოლოდ კარში დარტყმა. ბომბარდირთა დავაში სამუელს კვალში 6-6 გოლით ლიონელ მესი და მარიო გომესი უდგანან.

ვინ იფიქრებდა, რომ საგოლე პასების ოდენობით ყველას "ბენფიკას" 28 წლის შემტევი ნახევარმცველი კარლუშ მარტინში აჯობებდა - პორტუგალიელის ანგარიშზე 5 საგოლე პასია. არადა, აქამდე მარტინში შორეული დარტყმების სპეციალისტად უფრო ითვლებოდა. კარლუშს დიდებული სეზონი აქვს წლეულს ლიგაზე თავი გამოიჩინა, ნაკრებში დააბრუნეს. ეგ არის, მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და თანაგუნდელებს პასებით გაისად ევროპის ლიგაზე თუ გაახარებს.

საუკეთესო თუ არა, ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველაზე აქტიური და დინამიური ფეხბურთელი უდავოდ კრიშტიანო რონალდოა. ზემოთ ვახსენეთ, რომ მან 31-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ, აქედან 15-ჯერ ზუსტად. რონალდოს ერთი დარტყმა დააკლდა, თორემ ამ მაჩვენებლით ლიგაზე მოასპარეზე... გუნდს (პანათინაიკოსი) დაეწეოდა!

ყველაზე ხშირად თამაშგარე მდგომარეობაში კლუჟელი ლასინა ტრაორე ხვდება (ყოველ 35,6 წუთში ერთხელ), ყველაზე მეტჯერ რეინჯერსელ სტივენ ნეისმითს ეუხეშნენ (24), ყველაზე ბევრჯერ კი "ტვენტეს" ავსტრიელი ფორვარდი მარკ იანკო (23) დაჯარიმდა, მაგრამ ეს მან ისე მოახერხა, რომ ერთხელაც არ მიუღია ყვითელი ბარათი.

ინდივიდუალურიდან გუნდურ სტატისტიკაზე გადავიდეთ - თქმა არ უნდა, ლიგის ყველაზე შემტევი გუნდი "რეალია", ოღონდ შემტევი და არა გამტანი. ამ (მთავარი) მაჩვენებლით "სამეფო კლუბს" ერთბაშად სამმა გუნდმა აჯობა. გატანაში განსაკუთრებით ლონდონელებმა, "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" იყოჩაღეს - მატჩში საშუალოდ 3-3 გოლი გაჰქონდათ. "რეალი" კი ბევრს ურტყამდა და ბევრსაც აცილებდა. ფლანგური შეტევების მოყვარულები "ბენფიკა", "ლიონი" და "ვალენსია" იყვნენ, ბურთის ტოტალურ კონტროლში კი, რა თქმა უნდა, ბადალი არ ჰყავდა "ბარსელონას".

ჩემპიონთა ლიგა უდავოდ ძლიერი საკლუბო ტურნირია, თუმცა აქაც იყვნენ კლუბები, რომელთა ადგილი, წესით, უფრო დაბალი რანგის ტურნირშია. ოთხმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის განმავლობაში 2 გოლზე მეტი ვერ გაიტანა (რუბინი, ბურსა, პანათინაიკოსი და პარტიზანი). ჯგუფებიდან ყველაზე თვალსასეირო A ჯგუფი გამოდგა (ტოტენჰემი, ინტერი, ტვენტე და ვერდერი), ყველაზე მოსაწყენი კი - D (ბარსელონა, კოპენჰაგენი, რუბინი, პანათინაიკოსი).

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები

7 სამუელ ეტო'ო ინტერი 540 წთ

6 ლიონელ მესი ბარსელონა 417

6 მარიო გომესი ბაიერნი 427

5 რობერტო სოლდადო ვალენსია 300

5 ნიკოლა ანელკა ჩელსი 362

4 ქარიმ ბენზემა რეალი 247

4 მარკო ბორიელო რომა 406

4 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 472

4 კრიშტიანო რონალდო რეალი 522

4 გარეთ ბეილი ტოტენჰემი 531

14-მა ფეხბურთელმა გაიტანა 3-3 გოლი.

საგოლე პასები

5 კარლუშ მარტინში ბენფიკა 435

4 აარონ ლენონი ტოტენჰემი 405

4 ხუან კულიო კლუჟი 524

3 ბენუა შეირუ მარსელი 350

3 მესუთ იოზილი რეალი 383

3 ხუან მატა ვალენსია 390

3 პიტერ კრაუჩი ტოტენჰემი 393

3 ჯეკ უილშირი არსენალი 434

3 ლუის სუარესი აიაქსი 450

3 სამუელ ეტო'ო ინტერი 540

3 დარიო სრნა შახტარი 540

29 ფეხბურთელმა გააკეთა 2-2 საგოლე პასი

კარში დარტყმა (ზუსტი)

15 კრიშტიანო რონალდო რეალი 522

13 ლიონელ მესი ბარსელონა 417

12 სამუელ ეტო'ო ინტერი 540

10 რობერტო სოლდადო ვალენსია 300

10 არიც ადურისი ვალენსია 435

10 ლუის სუარესი აიაქსი 450

10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 472

10 მატეუში ბრაგა 508

კარისკენ დარტყმა (აცილება)

16 კრიშტიანო რონალდო რეალი 522

11 კარლუშ მარტინში ბენფიკა 435

10 გონსალო იგუაინი რეალი 339

10 ლიონელ მესი ბარსელონა 417

10 ვესლი სნეიდერი ინტერი 447

10 ტონი კროოსი ბაიერნი 484

თამაშგარე

13 ლასინა ტრაორე კლუჟი 463

13 კენი მილერი რეინჯერსი 501

12 ალექსანდარ ფრაი ბაზელი 540

10 რობინიო მილანი 304

10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 472

ჯარიმა მათზე

24 სტივენ ნეისმითი რეინჯერსი 521

22 ლუის სუარესი აიაქსი 450

20 მატიო ვალბუენა მარსელი 405

19 ხუან კულიო კლუჟი 524

18 იბსონი სპარტაკი 446

17 ჟერდან შაჩირი ბაზელი 513

დაჯარიმდნენ

23 მარკ იანკო ტვენტე 490

20 დამე ნ'დოიე კოპენჰაგენი 516

16 მარკო შტრელერი ბაზელი 397

16 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 472

16 იესპერ გრონკიაერი კოპენჰაგენი 537

16 რაჟვან რაცი შახტარი 540

16 რობერტო როსალესი ტვენტე 540

გაფრთხილება

3 გიორგიოს კარაგუნისი პანათინაიკოსი 213

3 სერხიო რამოსი რეალი 270

3 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 280

3 ჯერმეინ ჯენასი ტოტენჰემი 302

3 ტომაშ ჰუბშმანი შახტარი 349

3 დავიდ ალბელდა ვალენსია 356

კიდევ 10 ფეხბურთელი 3-3 გაფრთხილებით

17 ფეხბურთელი თითო გაძევებით

გუნდური სტატისტიკა

გოლები

18 არსენალი 3 გ/მ

18 ტოტენჰემი 3

16 ბაიერნი 2,67

15 რეალი 2,5

15 ვალენსია 2,5

14 ბარსელონა 2,3

14 ჩელსი 2,3

2 ბურსა 0,33

2 პანათინაიკოსი 0,33

2 პარტიზანი 0,33

2 რუბინი 0.33

გოლები (გაშვებული)

1 მანჩესტერი 0,17

2 რეალი 0,33

3 შალკე 0,5

3 მარსელი 0,5

3 ბარსელონა 0,5

13 პარტიზანი 2,17

13 პანათინაიკოსი 2,17

16 ბურსა 2,67

19 ჟილინა 3,17

კარში დარტყმა (ზუსტი)

54 რეალი 9 საშ.

47 ბაიერნი 7,8

45 ვალენსია 7,5

43 ბარსელონა 7,17

43 ინტერი 7,17

კარისკენ დარტყმა (აცილება)

56 რეალი 9,33

55 ჩელსი 9,17

51 მარსელი 8,5

47 ლიონი 7,8

45 ბარსელონა 7,5

45 ბენფიკა 7,5

კუთხურები

59 ბენფიკა 9,8

48 ლიონი 8

45 ვალენსია 7,5

44 ბაზელი 7,33

43 ბაიერნი 7,17

ჯარიმები (მათზე)

105 შახტარი 17,5

104 ბრაგა 17,33

99 პარტიზანი 16,5

98 სპარტაკი 16,33

94 მარსელი 15,67

დაჯარიმდნენ

108 ბრაგა 18

107 ტვენტე 17,8

105 პარტიზანი 17,5

102 ბენფიკა 17,17

102 კლუჟი 17

გაფრთხილება

17 მილანი 2,83

15 რეალი 2,5

14 ბენფიკა 2,33

14 ჰაპოელი 2,33

გაძევება

2 ოსერი 0,33

2 რეალი 0,33

2 სპარტაკი 0,33

2 ტოტენჰემი 0,33

ბურთის ფლობა (დრო)

279 წთ ბარსელონა 46 საშ.

250 ბაიერნი 42

231 არსენალი 38

223 რეალი 37

216 მანჩესტერი 36

ბურთის ფლობა (%)

70% ბარსელონა

62 ბაიერნი

58 ლიონი

57 არსენალი

56 რეალი

56 ვალენსია

ჯგუფური სტატისტიკა

ყველაზე მეტი გოლი: 45 (A ჯგუფი), ცოტა - 25 (D)

ყველაზე მეტი დარტყმა: 143 (A), ცოტა - 101 (D)

ყველაზე მეტი გაფრთხილება: 52 (G), ცოტა - 29 (F)

ყველაზე მეტი გაძევება: 5 (G), ცოტა - 0 (C)

ყველაზე მეტი თამაშგარე: 87 (B), ცოტა - 43 (H)

ყველაზე მეტი კუთხური: 156 (B), ცოტა - 96 (H)

ყველაზე მეტი ჯარიმა: 410 (H), ცოტა - 297 (C)

გოლების დრო

1-15 წთ 27

16-30 47

31-45 40

I ტ. დამ 3

46-60 40

61-75 47

76-90 58

II ტ. დამ 14

მათემატიკური სიზუსტით დათვლილ სტატისტიკასთან ერთად უეფას ოფიციალური საიტი ანალიტიკურ მიმოხილვასაც გვთავაზობთ. ფეხბურთელთა თამაშს ცალკე უეფას ექსპერტები აფასებენ, ცალკე - საიტის სტუმრები (ანუ გულშემატკივრები). ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ექსპერტებმა 10-ბალიანი სისტემით 9 მადრიდის "რეალის" ფრანგ შემტევ ქარიმ ბენზემას დაუწერეს. წლევანდელი სეზონი ვერ მისდის ბენზემას კარგად, "რეალში" ვერ ბრწყინავს, მაგრამ "ოსერთან" მატჩი ცალკე გამოსაყოფია - ქარიმმა ჰეთ-თრიკი შეასრულა! ბენზემა ერთადერთია, ვინც 9 ბალი დაიმსახურა, 7-მა ფეხბურთელმა კი 8-8 ბალი მიიღო. ესენია: კრისტიან ერიქსენი (აიაქსი), მარკო ბორიელო (რომა), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ვილიამ კვისტი (კოპენჰაგენი), ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა), ანდერსონი (მანჩესტერი) და ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი).

ფანების შეფასებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკია, "ბაიერნის" უკრაინელმა ნახევარმცველმა 8,8 ბალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ არც ტიმოშჩუკი (როგორც ბენზემა) ბრწყინავს ამ სეზონში, ბოლო ტურის მატჩი მისთვისაც განსაკუთრებული იყო. სხვათა შორის, საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ექსპერტთა შეფასებები ფანებისაგან. ბენზემას ფანებმა 8,1 ბალი დაუწერეს, ხოლო ექსპერტებმა ტიმოშჩუკს - 7.

ტიმოშჩუკის შემდეგ ფანებს განსაკუთრებით სამირ ნასრისა (არსენალი) და ფრანკ რიბერის (ბაიერნი) თამაში (8,4-8,4) მოეწონათ. შემდეგ მოდიან: ლიონელ მესი (8,3), მარტინ ვინგაარდი (კოპენჰაგენი; 8,2) და ქარიმ ბენზემა (8,1). უეფას ოფიციალური საიტი ტურის სიმბოლურ ნაკრებს პარასკეობით ასახელებს, ამიტომ მას დღეს ვერ შემოგთავაზებთ.

ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ექსპერტებისა და ფანების საშუალო შეფასებებს კი ცხრილებიდან შეიტყობთ...

ტოპ-10

ექსპერტთა შეფასებები

(2 თამაში და მეტი)

8,3 პოლ სქოულზი მანჩესტერი 2 თ.

8,1 ლიონელ მესი ბარსელონა 6

7,8 ანდრეს ინიესტა ბარსელონა 5

7,8 გარეთ ბეილი ტოტენჰემი 6

7,6 მატიო ვალბუენა მარსელი 5

7,6 ჩაბი ალონსო რეალი 5

7,5 მიკაელ ესიენი ჩელსი 3

7,4 ფლორან მალუდა ჩელსი 4

7,4 ჩავი ბარსელონა 5

7,4 ტეო იანსენი ტვენტე 5

ტოპ-3

(პოზიციების მიხედვით, 4 და მეტი თამაში)

მეკარეები

6,8 მაარტენ სტეკელენბურგი აიაქსი 6

6,7 ალექსანდროს ცორვასი პანათინაიკოსი 6

6,7 ვინსენტ ენიეამა ჰაპოელი 6

მცველები

7,8 გარეთ ბეილი ტოტენჰემი 6

7,0 დანი ალვეში ბარსელონა 5

6,9 მარსელო რეალი 6

ნახევარმცველები

7,8 ანდრეს ინიესტა ბარსელონა 5

7,6 მატიო ვალბუენა მარსელი 5

7,5 ჩაბი ალონსო რეალი 5

თავდამსხმელები

8,1 ლიონელ მესი ბარსელონა 6

7,3 რობერტო სოლდადო ვალენსია 5

7,2 სამუელ ეტო'ო ინტერი 6

ტოპ-10

ფანების შეფასებები

(2 თამაში და მეტი)

8,0 ლიონელ მესი ბარსელონა 6

7,8 ფრანკ რიბერი ბაიერნი 2

7,7 მიკაელ ესიენი ჩელსი 3

7,6 უეინ რუნი მანჩესტერი 3

7,6 დიდიე დროგბა ჩელსი 2

7,4 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 5

7,4 ხავიერ ერნანდესი მანჩესტერი 4

7,4 სესკ ფაბრეგასი არსენალი 3

7,4 პოლ სქოულზე მანჩესტერი 2

7,4 ჯერმეინ დეფო ტოტენჰემი 2

ტოპ-3

(პოზიციების მიხედვით, 4 და მეტი თამაში)

მეკარეები

7,0 პეტრ ჩეხი ჩელსი 4

6,8 იკერ კასილიასი რეალი 5

6,4 იორგ ბუტი ბაიერნი 4

მცველები

7,3 ფილიპ ლამი ბაიერნი 6

7,1 გარეთ ბეილი ტოტენჰემი 6

6,9 მაჯიდ ბუღერა რეინჯერსი 5

ნახევარმცველები

7,4 ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 5

7,3 ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 5

7,3 ფლორან მალუდა ჩელსი 4

თავდამსხმელები

8,0 ლიონელ მესი ბარსელონა 6

7,4 ხავიერ ერნანდესი მანჩესტერი 4

7,3 კრიშტიანო რონალდო რეალი 6

დაბოლოს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე ქართველებზეც ვთქვათ. ასეთი სულ ორი იყო: ლაშა სალუქვაძე (რუბინი) და ჯანო ანანიძე (სპარტაკი). 28 წლის სალუქვაძემ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ჯამში 185 წუთი), ორჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც ორჯერ დაჯარიმდნენ, ერთხელ ლაშამ ყვითელი ბარათი მიიღო. 18 წლის ჯანო ანანიძისთვის ეს სადებიუტო წელი იყო ჩემპიონთა ლიგაში. მან სულ 2 მატჩში (19 წუთი) ითამაშა და, ბუნებრივია, ბევრი ვერც ვერაფერი შეძლო. "მარსელთან" მატჩში კარში ერთხელ დაარტყა, ეს იყო და ეს. ჯანოს თამაშის შეფასება უეფას ოფიციალური საიტის სტუმართა მიერ 5,2-ია, ექსპერტებისა - 2,5. სალუქვაძის თამაში ფანებმა 5,8 ბალით შეაფასეს, ექსპერტებმა - 5,2-ით.

პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა - ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში