ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰა, ბურთი - ჰა, მოედანი

ჰა, ბურთი - ჰა, მოედანი

ბავშვთა ფეხბურთის აღორძინების ზესტაფონური საფეხბურთო სკოლის მაგალითი - მთელი საქართველოსთვის

ბავშვთა ფეხბურთის ქართული რეალობა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი საფეხბურთო გარემოა. წლების განმავლობაში ნიჭიერი, იმედისმომცემი ახალგაზრდების ბედი მშობლების ფინანსურ შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. თუ ოჯახი შესაბამის თანხას ვერ გადაიხდიდა, პატარა ფეხბურთელი ასაკობრივი ნაკრების ზღურბლთან ჩერდებოდა. ქართული ფეხბურთის მწარე სტატისტიკაა ახალგაზრდობა, დიდი ფეხბურთის თამაშის პერსპექტივა მავნე ჩვევებში რომ გაცვალეს. სამწუხაროა, მაგრამ ამ ბიჭების წარმატებული მომავალი იმ რამდენიმე ათას დოლარს შეეწირა, რომლის გადახდა მათ ოჯახებს არ შეეძლოთ.

იმედია, წარსულს უკან მოვიტოვებთ და ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის აღებ-მიცემობის "ადათებს" ერთხელ და სამუდამოდ დავაგდებთ. მომავლის ფეხბურთის ძიება ზესტაფონში დავიწყეთ. ფეროელებს მიაჩნიათ, რომ ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებით ახალ, ევროპულ გზას მიჰყვებიან.

მედლის მეორე მხარე

ზესტაფონში ბავშვთა ფეხბურთზე ადგილობრივი გამგეობაც ზრუნავს. სპორტსკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებულ საფეხბურთო სკოლა "მარგვეთს" შესაბამისი ლიცენზიის მქონე მწვრთნელები მამუკა ფუტკარაძე, დიმიტრი მაღრაძე და გამოცდილი სპეციალისტი ზაურ ჩუბინიძე ხელმძღვანელობენ.

კეთილმოწყობილი ხელოვნურსაფრიანი მოედანი მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" აქვს. სავარჯიშო მოედნის უქონლობის მიუხედავად, "მარგვეთის" მწვრთნელები ბავშვების ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.

ფეხბურთი უფასოდ

უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონი" ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობს. კლუბის ბავშვთა აკადემიაში პატარებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთის თამაში ისწავლონ. ყველასთვის მისაბაძი უნდა გახდეს "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც. ბავშვებს სწავლის საფასურის გადახდა არ უწევთ.

მოზარდებთან მუშაობენ კვალიფიციური მწვრთნელები: გურამ ასპინძელაშვილი, მალხაზ ღონღაძე (ადრე ამავე ქალაქის გუნდების "მარგვეთისა" და მეტალურგის" ღირსებას იცავდა), პაატა ლურსმანაშვილი, თამაზ გაბრიჭიძე, ფიზმომზადების სპეციალიტი შალვა ღონღაძე და მეკარეების მწვრთნელი მამუკა მდინარაძე.

პაატა ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ მთავრია, უფროსთა გუნდის პრინციპები ბავშვთა ასაკობრივ გუნდებშიც დაინერგოს. სავალდებულოა, ყველა საქმის კურსში იყოს. "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის ვარჯიშებს უკლებლივ ყველა მწვრთნელი ესწრება.

ვისწავლოთ ფეხბურთი ხალისით

"ზესტაფონი-2" საქართველოს ჩემპიონატის დუბლიორთა ტურნირში თამაშობს. კლუბს ჰყავს 1993-94 და 1995-96 წლებში დაბადებულ ბავშვთა გუნდებიც.

ორი თვის წინ აკადემიამ 2000-01 წლებში დაბადებულ ბავშვთა სელექცია ჩაატარა. შერჩეული 16 მოზარდი ახლა უკვე "მომავალი ფეხბურთელია" - თავს მწვრთნელები დასტრიალებენ.

ვეძებოთ ყველგან

აკადემია ადგილობრივთა გარდა ახალგაზრდებს მთელ იმერეთში ეძებს. შერჩევას "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ზურაბ იონანიძე ხელმძღვანელობს: "რაც დიდ ფეხბურთს თავი დავანებე, ახალგაზრდების სელექციით ვარ დაკავებული. მათი აღმოჩენა ძირითადად ტურნირებზე ხდება. ვეძებთ სოფლებშიც. ნიჭიერი თაობა ყოველთვის იყო. ზოგი თავად გვიკავშირდება. ჩამოსულთათვის პრობლემა უმეტეს შემთხვევაში საცხოვრებლის უქონლობაა. პერსპექტიული თაობა მოდის და სკოლა-პანსიონი მათ ბინის პრობლემასაც მოუგვარებს".

ის, რაც მომავლის ნიადაგია

აკადემიის სამომავლო გეგმებზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსს სერგო ფუტკარაძეს გავესაუბრეთ: "კლუბის ბაზაზე ხუთი ბუნებრივსაფრიანი მოედნის მოწყობა იგეგმება. ერთი უკვე ფუნქციონირებს. მასზე ძირითადი გუნდი ვარჯიშობს. მაისში ორი მოედანი დასრულდება. ხუთივე მოედნის ამოქმედების შემთხვევაში აკადემია სრული დატვირთვით იმუშავებს. თუ ყველა პრობლემა მოგვარდა, ბაზასთან არსებულ შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოდაა, სკოლა-ინტერნატი გაკეთდება, რაც ბავშვებს სწავლასა და წვრთნას გაუადვილებს. მათ ღამის გასათევის პრობლემაც მოეხსნებათ".

პატარა ქალაქის დიდი იმედი

ზესტაფონის მოსახლეობა დაახლოებით 75 ათასია. ამ პატარა ქალაქში ფეხბურთში 400-მდე ბავშვი მეცადინეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება და სკოლა-პანსიონის დაარსების შემთხვევაში ფეხბურთს გაცილებით მეტი ბავშვი ეზიარება.

ზესტაფონში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება მართლაც იმედისმომცემია. არის პრობლემები, მაგრამ არის სურვილი და უმთავრესი მიზანი – ქართულ ფეხბურთს ღირსეული თაობა შეემატოს.

სალომე ხარატიშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა