ამას წინათ იტალიურ "ტუტოსპორტზე" დაყრდნობით ვწერდით, რომ ტურინის "იუვენტუსი" "ვოლფსბურგისა" და ბოსნიის ნაკრების ფორვარდ ედინ ჯეკოთი...

ამას წინათ იტალიურ "ტუტოსპორტზე" დაყრდნობით ვწერდით, რომ ტურინის "იუვენტუსი" "ვოლფსბურგისა" და ბოსნიის ნაკრების ფორვარდ ედინ ჯეკოთი დაინტერესდა. ამ უქმეებზე კი, "ბებერი ქალბატონის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 24 წლის ჯეკო "ბებერ ქალბატონში" გადავიდეს.

მაგრამ მაროტამ ისიც იცის, რომ "ვოლფსბურგთან" მოლაპარაკება რთული იქნება. "გერმანული კლუბის ხელმძღვანელები ჯეკოს სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვენ, კერძოდ, 40 მილიონ ევროს, მაგრამ ჩვენ არაფრისდიდებით არ დავნებდებით და იმის იმედი გვაქვს, რომ თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდა ჩვენთან გადმოსვლა," - განუცხადა მაროტამ "ტუტოსპორტს" და იქვე დასძინა, რომ "იუვემ" უკვე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი სერბეთის ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველ მილოშ კრასიჩზე. მაროტას თქმით, ტურინული გრანდის უპირველესი სამიზნე ახლა ჯეკოა.

ბოსნიელი ფეხბურთელი კი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმედოვნებს, რომ "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელები მას ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან. შეგახსენებთ, რომ ჯეკოს "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში წერია, რომ ჯეკოს მსურველმა 40 მილიონი უნდა გადაიხადოს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მაროტა "ვოლფსბურგს" 30 მილიონს და ორ ფეხბურთელს, მომო სისოკოსა და კრისტიან პოულსენს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ჯეკოს გადაბირებისთვის "მანჩესტერ სიტიც" იბრძვის. ინგლისური კლუბის იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბოსნიელი გოლეადორის გადაბირების სურვილი პარასკევს დაადასტურა. "სიტი" ჯეკოს სავარაუდოდ, უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებს, მაგრამ ედინი ამბობს, რომ მისთვის მთავარი არა ფული, არამედ პერსპექტივაა. პერსპექტივას კი, ჯეკო "იუვენტუსში" უფრო ხედავს, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში"...

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა