სერბეთის ნაკრებმა დევისის თასის მოგებისთვის ქვეყნის მთავრობისგან მოკრძალებული ჰონორარი მიიღო
სერბეთის ნაკრებმა დევისის თასის მოგებისთვის ქვეყნის მთავრობისგან მოკრძალებული ჰონორარი მიიღო. ადრე იტყობინებდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული გუნდისთვის 450 ათას ევროს იყვნენ დაპირებულნი, მაგრამ საბოლოოდ ტრიუმფატორებისთვის მხოლოდ 180 ათასი გაიმეტეს. სამაგიეროდ, სერბ ჩოგბურთელებს სამუდამო პენსია დაუნიშნეს, რომელიც ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ტოლი იქნება. ამ თანხას ჩოგბურთელები 40 წლის ასაკის შემდეგ მიიღებენ.

გარდა ამისა, სერბი მოთამაშეები სხვა მხრივადაც დააფასეს - უკვე გამოშვებულია სპეციალური საფოსტო მარკები, რომელზეც ნაკრების წევრები - ნოვაკ ჯოკივიჩი, ვიქტორ ტროიცკი, იანკო ტიპსარევიჩი და ნენად ჟიმონჟიჩი არიან გამოსახულნი.

ამასობაში, ფრანგულმა პრესამ დევისის თასის ფინალისტის - საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გი ფორჟე გააკრიტიკა გადამწყვეტი მატჩის დროს მიღებული გადაწყვეტილელების გამო. კერძოდ, ქვეყნის წამყვანი სპორტული გამოცემა "ეკიპი" ამტკიცებს, რომ ფორჟემ შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა მეხუთე მატჩისთვის მოსამზადებლად მიკაელ ლოდრა გაუშვა და ჟილ სიმონი სკამზე დატოვა.

"ეკიპის" აზრით, ამ ნაბიჯით ფორჟემ დაანახა სერბების კაპიტან ბოგდან ობრადოვიჩს - რომელი მოთამაშე ჰყავდა არჩეული გადამწყვეტი შეხვედრისთვის. ამიტომაც ამჯობინა მასპინძლების დამრიგებელმა ვიქტორ ტროიცკის გამოყვანა. სერბები ამას არ გააკეთებდნენ, ფორჟეს არჩევანი სიმონზე რომ შეეჩერებინა, რადგან ეს ფრანგი ტროიცკის ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებდა.

"სიმონმა სამჯერ ითამაშა დევისის თასის ერთეულთა მატჩი და სამჯერვე წააგო. ლოდრა კი ბოლო დროს კარგად თამაშობდა დევისის თასზე ორივე კატეგორიაში. მომეჩვენა, რომ წყვილთა მატჩის მოგების შემდეგ ის სწორ გზაზე იყო. ახლაც მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე - ავწონ-დავწონე თითოეული მოთამაშის ძლიერი და სუსტი მხარეები და დარწმუნებული ვიყავი, რომ მიკაელს მოგების კარგი შანსი ჰქონდა", - უპასუხა კრიტიკას ფორჟემ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე