უკვე გაცნობეთ, რომ უკრაინული შეკრების მიწურულს "ვიტ ჯორჯია" ამხანაგურად შეხვდა "კრიმტეპლიცას" და 1:3 დამარცხდა. გუშინ კი...

უკვე გაცნობეთ, რომ უკრაინული შეკრების მიწურულს "ვიტ ჯორჯია" ამხანაგურად შეხვდა "კრიმტეპლიცას" და 1:3 დამარცხდა. გუშინ კი უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ საკონტროლო მატჩის ტექსტურ და ვიდეომიმოხილვას გადავაწყდით, სადაც მეტისმეტად უსიამოვნო კადრები ვიხილეთ.

ტექსტშიც და ვიდეომასალაშიც შიდა ვიტჯორჯიული დაპირისპირებაა ასახული. ვიდეოოპერატორმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქართული გუნდის თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი მთავარ მწვრთნელ გელა გომელაურს მიეჭრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბუნებრივია, ფეხბურთელი წყობილებიდან უმიზეზოდ არ გამოვიდოდა (ნიშანდობლივი ფაქტი - როგორც ქართული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი გვაუწყებს, ბერიაშვილს "კრიმტეპლიცასთან" არც ძირითადში უთამაშია და არც შეცვლაზე), მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვასაც თავისი საზღვარი და ადგილი აქვს.

მომხდარის მიზეზის გარკვევა შეუძლებელი აღმოჩნდა - ბერიაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ხოლო "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მალხაზ კაკაურიძისა და სპორტული დირექტორის დავით თავართქილაძისგან მხოლოდ ეს შევიტყვეთ - ბერიაშვილი ტრანსფერზეა დაყენებული.

აქვე, მოკლედ შეგახსენებთ, რომ ამპლუით თავდამსხმელ ბერიაშვილს მთელი პროფესიული კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" აქვს გატარებული. გასულ სეზონში მან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

თუ ვინმე იტყვის, რომ გუნდის შიგნით მომხდარი ამბავი გარეთ არ უნდა გავიდეს, ვუპასუხებთ, რომ უცხო ქვეყანაში სახალხოდ ატეხილი ჩხუბი კლუბის შიდა სამზარეულოს ფარგლებს მეტისმეტად სცდება და ეს არა მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნების, ან თუნდაც არამხოლოდ კონკრეტული კლუბის ან ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილია!

ეს სამარცხვინო ამბავი კი "ლელოს" ნამდვილად არ გაუხმაურებია და თუ ვინმეს ევროტურნირზე განცდილი სავარაუდო წარუმატებლობის ჩვენთვის გადაბრალება მოუნდება, წინასწარ ვეტყვით, რომ გაზეთის დღევანდელი ნომრის გამოსვლამდე ვიტჯორჯიული "გმირობა" ათასობით ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

http://www.fc-kt.com/2010/07/09/fk-krymteplica-provel-ocherednoi-kontrolnyi-match-2.html

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა