ჩემპიონის კრიზისი

ჯონ ტერის მარჯვენა ფეხში ნერვის დაუსრულებელი ტკივილი აღარ აწუხებს. ახლა, მისი ერთედრთი საწუხარი „ჩელსის“ შედეგებია – მარცხდება და მარცხდება ინგლისის ჩემპიონი. „ლურჯების“ კაპიტნის აზრით რვა თამაშიდან ოთხის წაგება შემაშფოთებელი შედეგია და იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდება, გუნდი ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშება. ტერიმ თქვა:

„სამი წლის განმავლობაში ჩემპიონები ვეღარ ვხდებოდით. გასულ სეზონში ტიტული დავიბრუნეთ. დაუვიწყარი გრძნობაა, როდესაც ჯილდოს ხელით ეხები, იცი რომ ჩემპიონი ხარ და ზეიმობ. ისე გაგვიხარდა, გეგონება მანამდე ჩემპიონები არასდროს ვყოფილიყავით.

დღეს, ჩვენს ბიჭებს კარგად ესმით, რომ თუ მდგომარეობას სასწრაფოდ არ გამოვასწორებთ, ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდება, არადა ეს გუნდი კარგად ვერ თამაშობს. შესაძლოა ტიტული „არსენალმა“ მოიპოვოს, მაგრამ ვერც ის თამაშობს ამ სეზონში კარგად. საერთოდაც, მიმდინარე სეზონში არ მეგულება გუნდი, რომელიც დაიკვეხნის, რომ კარგ ფორმაშია. ჩვენც არაფერი გვაქვს სატრაბახო, მაგრამ კარგია, რომ „ლივერპულივით“ არ ვართ – ჯერ კიდევ გვაქვს უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლის შანსი. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და შეგვწევს უნარი ვესტუმროთ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ და თავიანთ მოედანზე დავამარცხოთ ისინი. ასეთი დიდი გამარჯვებები ჩვენ წინა წლებშიც მოგვიპოვებია“.

„ჩელსი“ ათ წელიწადზე მეტია ასეთ ცუდ დღეში არ ყოფილა: ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, 3 გოლი გაიტანა და ერთადერთხელ დაამთავრა თამაში ისე, რომ არ გაუშვა. კვირას დასავლეთ ლონდონელებს „ტოტენჰემთან“ „უაით ჰართ ლეინზე“ აქვთ თამაში. ფაქტია: უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, მაგრამ დიდი გამოცდა ამით არ მთავრდება. „სფურზის“ შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე“ თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩადის, შემდეგ კი ტერის გუნდს „არსენალთან“ ელის გასვლა. ამ შეხვედრებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ალბათ, მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ბედიც.

„გამორიცხულია, არ ჩავფლავდებით – ამბობს კაპიტანი – მე პირადად წარბსაც არ შევიხრი. ასევე იქნება ჩვენი მწვრთნელი და ორი უტეხი ხასიათის ადამიანი, დიდიე დროგბა და ფლორან მალუდა. დროა წამოვიმართოთ და ბეჭებში გავიშალოთ. ახლა მთავარია ერთმანეთს ყური დავუგდოთ. „ჩელსიში“ ისეთი გამოცდილი ხალხია თავმოყრილი, რომ დარწმუნებული ვარ, რომელიმე მათგანის რჩევა გადამწვეტი გამოდგება“.

საინტერესოა, რომ ადრე „ჩელსის“ ფანები „ტოტენჰემის“ სტადიონს „უაით ჰართ ლეინს“ „სამი ქულის ლეინს“ ეძახდნენ, მაგრამ ახლა, წესით, ხუმრობის გუნებაზე აღარ უნდა იყვნენ – ბოლოს „ლურჯებმა“ აქ, ხუთი წლის წინ მოიგეს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თამაში ახალი ცხოვრების ათვლის წერტილად გამოდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გუნდები მიაღწევენ იმას, რისთვისაც ჩვენ უნდა მიგვეღწია. სულ რამდენიმე ტურის წინ უახლოეს მდევარს შვიდი ქულით ვუსწრებდით, ბევრზე 20 გოლით მეტი გვქონდა გატანილი, დღეს კი აი, რა დღეში ვართ. მაგრამ, ვიმეორებ, მდგომარეობის შეცვლა შეგვიძლია. ის, რაც ჩვენს თავს ხდება კრიზისი არ არის. ცხრილს თუ ჩახედავთ დაინახავთ, რომ ჯერ კიდევ ლიდერებს შორის ვართ“.

ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ტერი მოედანს ბოლო ტურში, „ევერტონის“ წინააღმდეგ დაუბრუნდა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელთანაც“ ითამაშა. სხვათაშორის, მარსელში, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დიდიე დროგბამ ითამაშა ცუდად. პასების გადაწოდების მხრივ მისი მოქმედებები უბრალოდ კოშმარული იყო. მისი გადაწოდებული ბურთი ადრესატამდე მხოლოდ 43 პროცენტ შემთხვევაში მივიდა.

„თითის ვინმესკენ გაშვერა არ ივარგებს, ჩვენ ყველამ ცუდად ვითამაშეთ – თქვა ტერიმ – „ჩელსის“ არც ერთი ფეხბურთელი არ აპირებს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და ბრალის სხვაზე გადატანას. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, სეზონის დასაწყისში რომ გვქონდა: ვთამაშობდით შემართებით, საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამდა და ვიგებდით. მას მერე არც ტაქტიკა შეცვლილა და იგივე ფეხბურთელებიც თამაშობენ.

სამწუხაროდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენკ ლემპარდი არ გვყავდა. ახლა, მოუთმენლად ველოდებით მის დაბრუნებას, რაც, ჩვენთვის, რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობის ამბავი იქნება“.

თავის ჯანმრთელობაზე კი „ჩელსის“ კაპიტანი ასე ამბობს: „ჩემს ექიმთან კვირაში ერთხელ მივდივარ და დარბაზში საგანგებო ვარჯიშებსაც ვაკეთებ. მთელს მსოფლიოში უამრავი ექიმი მოვიარე და ვერავინ მითხრა რა მჭირდა, შემდეგ კი ერთმა ლონდონელმა სპეციალისტმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა და მომავლის იმედიც დამიბრუნა“.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა