უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა

უეფას ოფიციალური ვებგვერდი ტრადიციას აგრძელებს და სიმბოლური ნაკრები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შემდეგაც დაასახელა. თითოეულ ფეხბურთელს მცირე დახასიათებაც ახლავს თან...

მეკარე

ვისენტე გუაიტა (ვალენსია)

"ვალენსიას" მესამე მეკარეა, მაგრამ კონკურენტების ტრავმების გამო თამაშის საშუალება მიეცა. 23 წლის კიპერმა "მანჩესტერთან" უმაღლეს დონეზე ითამაშა, გამოსარჩევია ეპიზოდი, როცა მან პირისპირ გასულ დიმიტარ ბერბატოვს აჯობა.

მცველები

სებასტიან პრიოდლი (ვერდერი)

"ვერდერმა" "ინტერი" 3:0 გაანადგურა და ამით კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. პირველი ტაიმის მიწურულს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის კარში პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა და ამას გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან პროდუქტიული იყო.

ტობი ალდერვეირელდი (აიაქსი)

ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად და ევროპის ლიგაზე გადასანაცვლებლად ამსტერდამელებს ძალ-ღონე არ დაუზოგავთ და მიზანს "სან სიროზე" გამარჯვებით მიაღწია. მეორე ტაიმის შუაწელში, როცა "აიაქსი" უკვე დაწინაურებული იყო, მან ეფექტური გოლი გაიტანა და "მილანი" უშანსოდ დატოვა.

ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე)

"შალკეს" ცენტრალურმა მცველმა ლისაბონში გამართულ დაპირისპირებაში უმაღლეს დონეზე ითამაშა და "ბენფიკას" დამარცხებაში წვლილი გოლითაც შეიტანა. ჰიოვედესი მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში საიმედოდ გამოიყურებოდა.

რაზვან რაცი (შახტარი)

რუმინელმა უკანახაზელმა ევროთასებზე 83-ე მატჩი ჩაატარა და პირველად გაიტანა და დონეცკელთა გამარჯვებას დაუდო სათავე. "შახტარი", რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ასევე პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

ნახევარმცველები

ფრანკ რიბერი (ბაიერნი)

"ბაზელთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა, წყვილი გოლი ბოლოს გასული წლის თებერვალში ჰქონდა გატანილი. "ბაიერნმა" შვეიცარიელებს დამაჯერებლად სძლია, რაშიც ახლად გამოჯანმრთელებულმა ფრანგმა დიდი წვლილი შეიტანა.

ვილიამ კვისტი (კოპენჰაგენი)

"კოპენჰაგენმა" "პანათინაიკოსის" დამარცხებით ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება, რაც კვისტის უდიდესი დამსახურებაა. მართალია, მას ბერძენთა კარი არ დაულაშქრავს, მაგრამ ამ მატჩშიც და ზოგადად, ლიგის მიმდინარეობისასაც, თავისი გუნდის წამყვანი ფიგურა იყო.

კრისტიან ერიქსენი (აიაქსი)

მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე იქცა ამსტერდამელთა ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად. ანდრეა პირლოსთან, მასიმო ამბროზინისა და კლარენს ზეედორფის წინააღმდეგ ბრძოლისას ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა.

ერან ზაჰავი (ჰაპოელი)

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის ერთ-ერთი სენსაციის ავტორი "ჰაპოელია". თელავივურმა კლუბმა სტუმრად "ლიონს" ტოლი არ დაუდო და ფრეს მიაღწია. ზაჰავიმ "ჰაპოელი" 69-ე წუთზე დააწინაურა და ფრანგებს შეხვედრის მიწურულს რომ არ გაეთანაბრებინათ, გამარჯვების გოლის ავტორიც გახდებოდა.

თავდამსხმელები

ქარიმ ბენზემა (რეალი)

გონსალო იგუაინის ტრავმამ სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი მისცა და თუკი ბოლო დრომდე თავის გამოჩენას ნაკლებად ახერხებდა, "ოსერთან" შეხვედრაში ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. თანამემამულეებთან ბრძოლაში შესრულებული ჰეთ-თრიქით ბენზემამ "რეალის" სასტარტო თერთმეტეულზე ხმაურიანი განაცხადი გააკეთა.

ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

"ტოტენჰემის" შემადგენლობაში ტრავმის მოშუშების შემდეგ გამოჩნდა და დაბრუნება ხმაურიანი გამოუვიდა. "ტვენტეს" კარი ორჯერ დალაშქრა და მართალია, ლონდონელები ჰოლანდიაში მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, დეფოს არსებობა ყველას გაახსენდა.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა