ზუგდიდის ”ბაიას” 18 წლის მცველი ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნში" ტესტირებაზეა

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გერმანიაში მოთამაშე ქართულ ლეგიონს შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი შეემატოს. 18 წლის მცველი ნიკა კვეკვესკირი ბუნდესლიგურ "კაიზერსლაუტერნშია" ტესტირებაზე. ზუგდიდის "ბაიას" მარჯვენა მცველი სამიოდე დღის წინ გაემგზავრა გერმანიაში. როგორც ზუგდიდის "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, აგენტმა კვეკვესკირით გერმანული კლუბები დააინტერესა და ნიკა ამჟამად "კაიზესრლაუტერნში" ცდის ბედს.

ნიკას ოჯახის წევრების დახმარებით გერმანიაში მასთან დაკავშირება შევძელით.

"ორი-სამი დღეა, გერმანიაში ვარ. "კაიზერსლაუტერნში" მთავარ გუნდთან ერთადაც მავარჯიშეს. აშკარად ვგრძნობ, რომ კარგი თვალით მიყურებენ. ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს თავი მოვაწონო და კონტრაქტი დავიმსახურო. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით. ჩემი საკითხი ამ დღეებში გადაწყდება", - გვითხრა ნიკამ.

ჩვენებურის გერმანული ტესტირების შესახებ ჯერ არაფერს წერს "კაიზერსლაუტერნის" ოფიციალური საიტი. მხოლოდ ვებგვერდმა რჰეინპფალზ.დე-მ ახსენა კვეკვესკირი.

"... ტესტირებაზე ერთი ახალი ფეხბურთელი გვყავს. 18 წლის ქართველი ნიკა კვეკვესკირი, რომელიც მარჯვენა ფრთაზე თამაშობს. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - თქვა "კაიზერსლაუტერნის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო კურტცმა.

ნიკა კვეკვესკირი 183 სმ სიმაღლისაა და გაისად, 29 მაისს 19 წლის გახდება. მან ამ სეზონში "ბაიას" 14 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. 19-წლამდელთა ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფური რაუნდის სამივე მატჩში ითამაშა. გასული წლიდან კვეკვესკირი სტაბილურად თამაშობდა ახალგაზრდულ ნაკრებში. 11 აგვისტოს სომხეთთან სტუმრად მოგებულ მატჩში (3:2), გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა. ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში, ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებისთვის თემურ ქეცბაიამ ნიკა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ ახალბედა ფეხბუთელს თამაშმა არ მოუწია.

რაც შეეხება "კაიზესრლაუტერნს", მარკო კურტცის გუნდი ბუნდესლიგაში 17 ქულით მე-12 ადგილზეა და ზამთრის შესვენებამდე სამი მატჩი დარჩა. შემდეგ გუნდი 16 იანვრამდე ისვენებს და კვეკვესკირის ტრანსფერის საკითხიც ამ დრომდე უნდა გადაწყდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

mentaliteti
აუ ვინმემ თუ იცით დაწერეთ გადაწყვეტილება მიიღო კაიზერსლაუტერნმა.. ღმერთმა გაუმარჯოს "კევეკვეს" ფუი ფუი თვალი ეცეს:)
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა