სამი პერიოდის მომგებმა "სამედიცინომ" ქუთაისი საბოლოოდ დამარცხებულმა დატოვა

ქუთაისური მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ისე მოხდა, რომ სამი პერიოდის მომგებმა "სამედიცინომ" ქუთაისი საბოლოოდ დამარცხებულმა დატოვა. წინა ტურში "სოხუმთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სპორტის სასახლეში მრავლად მისული ადგილობრივი გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან მორიგ გამარჯვებას ელოდნენ. "ქუთაისმა" ქომაგები კიდევ ერთხელ გაახარა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას მაყურებლებს ნერვიულობა არ მოჰკლებიათ.

"მედიკოსებმა" მასპინძლებს თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ პერიოდში სამქულიანი სხვაობით (19:16) იმარჯვეს. სტუმართაგან თავიდანვე გიორგი გულისაბედაშვილი და მიხეილ ჭოჭუა გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ გულისაბედაშვილმა "თსსუ"-ს 21 ქულა შესძინა, ჭოჭუამ კი 18 ქულას მოუყარა თავი. კარგად გაისარჯნენ ბექა ბექაური (12ქ.) და თორნიკე ნინიაშვილი (13ქ.). მეორე პერიოდიც თბილისელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა შემდეგ პერიმეტრიდან აქტიურად შეუტიეს და სამქულიანი სროლებიც კარგად წაუვიდათ. ამან შედეგი გამოიღო, ბარბაქაძის სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა (29:29), რასაც ბერიშვილის ორი ზუსტი შორეული სროლაც მოჰყვა და ქუთაისი წინ გაიჭრა. მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ. მათ ლამაზ კომბინაციებს და სწრაფ შეტევებს სტუმრებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. თამაშში კარგად ჩაერთო ვიქტორ კოღუაშვილიც.

მალხაზ კოხრეიძის შეგირდები 18 ქულით გაიჭრნენ წინ (66:48). ეს უკვე მოგების წინაპირობა იყო, თუმცა... რიონისპირელები ნაადრევად მოეშვნენ, დაღლაც დაეტყოთ და დაისაჯნენ კიდეც. "თსსუმ" "ქუთაისს" 16 უპასუხო ქულა ჩაუგდო და ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა, შემდეგ კი ბექაურმა ანგარიშიც გაათანაბრა -69:69. მატჩის ფინალი დრამატული გამოდგა. მასპინძლებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომებს კიდევ უფრო უმატეს. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, ჯერ სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ ისევ გათანაბრდა ანგარიში (74:74). ამასობაში მასპინძლებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბუბა კვიმსაძე დაემტვრათ და მან თამაში ვეღა გააგრძელა. რთული მდგომარეობის მიუხედავად რიონისპირელებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქის შეცდომებითაც ისარგებლეს და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს 81:76. მატჩის ერთდერთი "დაბლ დაბლი" რევაზ დიდიამ შეასრულა (10ქ.10მ.). მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი გიგი ბარბაქაძე იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 25 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.

ქუთაისი-სამედიცინო 81:76

16:19, 29:18, 21:23, 15:16

ქუთაისი: ბაბუნაშვილი, დიდია (10ქ, 10მ, 5პ), ბ. ბერიშვილი (17ქ, 5მ, 4ჩ, 3პ), კვიმსაძე (11ქ, 5პ, 3ჩ), ბოლქვაძე (9ქ, 8მ, 4პ, 3ჩ), გ. ბარბაქაძე (25ქ, 7მ, 3პ), კოღუაშვილი (9ქ).

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (21ქ, 8მ, 5პ, 5ჩ), ჩაჩიბაია (7ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე (5ქ, 6პ), ბექაური (12ქ, 7მ, 5პ, 2დ), ნინიაშვილი (13ქ, 6მ), ჭოჭუა (18ქ, 6მ, 5პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

კომისარი: ა. კაზანჯიანი.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა