უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს გორან ივანიშევიჩს მომავალი სეზონისთვის საინტერესო გეგმები აქვს

მომავალი სეზონისთვის საინტერესო გეგმები აქვს უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს გორან ივანიშევიჩს. მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი პროფესიულ ტურში აპირებს დაბრუნებას. კერძოდ, 39 წლის ხორვატს თავის თანამემამულესთან, მსოფლიოს მე-14 ჩოგან მარინ ჩილიჩთან გაერთიანება და წყვილთა თანრიგში თამაში აქვს დაგეგმილი. ხორვატული წყვილი ზაგრების ტურნირში აპირებს ძალების მოსინჯვას. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს გორანი ჩილიჩს პირადი მწვრთნელი იყო.

ივანიშევიჩს წყვილთა თანრიგში ATP-ის 22 ტიტული აქვს მოგებული. ის ოთხჯერ გავიდა უიმბლდონის ფინალში და ერთხელ იქ (2001) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კიდევ ორმა სახელოვანმა ვეტერანმა - ბრაზილიელმა გუსტავო კუერტენმა და ამერიკელმა ანდრე აგასიმ რიო-დე-ჟანეიროში საჩვენებელი მატჩი გამართეს. ამ შეხვედრით კუერტენმა აღნიშნა ATP-ის რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე ასვლის 10 წლისთავი. 2000 წლის დეკემბერში, გუსტავომ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში დაამარცხა აგასი - 7:5, 7:6 და კარიერაში პირველად გახდა პირველი ჩოგანი.

კუერტენმა ამჯერადაც გაიმარჯვა. შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათისა იყო - ჯამში შეგროვდა 23 500 დოლარი და ეს თანხა ქალაქ სანტა კატარინას უპატრონო ბავშვთა სახლში გადაირიცხა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე