ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ფეხბურთი დგომით

ფეხბურთი დგომით

ეტყობა, ”ოლიმპისა” და ”სიონის” მწვრთნელ-ფეხბურთელები სამი დღის მერე ჩასატარებელ სათასო მატჩზე ფიქრობდნენ

მუდამ იმაზე ვწუწუნებთ, თბილისსა და რუსთავში გულშემატკივარი ფეხბურთზე არ დადისო; მალე, ალბათ, უარესს უნდა ველოდოთ და არც ის გაგვიკვირდეს, მანამდე აქტიურმა გულშემატკივრებმა ზურგი რომ შეაქციონ თავიანთ საქომაგო გუნდებს. აი, ”ოლიმპი”-”სიონის” მატჩის შემხედვარეთ, მართლაც მძიმე განწყობა ექნებოდათ - რასაც, მეტ-ნაკლებად ფეხბურთის თამაში ჰქვია, მხოლოდ პირველ ტაიმში იყო (ისიც, ცალკეული მონაკვეთები); აი, მეორე ტაიმში კი, უფრო ზუსტად, 58-ე წუთიდან მოედანზე მყოფი ორივე გუნდის ფეხბურთელები... იდგნენ!

ჰოდა, ბურთის ნელ-ნელა გორებით ჩაამთავრეს კიდეც ქვემოქართლური ”დერბი”, მატჩამდე ”რაღაც” ინტრიგას რომ გვპირდებოდა. ეს ”ინტრიგა” კი, რაღა თქმა უნდა, მასპინძელთა გუნდში მომხდარ მორიგ საკადრო ცვლილებას უკავშირდებოდა: ”სიონთან” მატჩი ”ოლიმპის” ახალი თავკაცის, თორნიკე მაისურაძისთვის სადებიუტო იყო; სხვათა შორის, ”სიონსაც” ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს (გიორგი ყიფიანი) და ორივე სპეციალისტი 32 წლის გახლავთ.

წინა ტურთან შედარებით ”სიონი” აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა _ ძირითადში შვიდი ახალი ფეხბურთელი იყო; ”ოლიმპში” კი მხოლოდ ორი ცვლილება ვიხილეთ _ დენის დობროვოლსკისა და გიორგი ბერიაშვილის ნაცვლად რევაზ გეწაძე და ჯაბა უგულავა გამოჩნდნენ. ახალმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკური განლაგებაც შეცვალა და ”ოლიმპმა” 4-4-2 სქემით ითამაშა; დაახლოებით ანალოგიური იყო სტუმართა განლაგებაც, ოღონდ ეს მხოლოდ პირველ ტაიმზე ითქმოდა. ანუ, მატჩის იმ მონაკვეთს ვგულისხმობთ, როცა მოედანზე ფეხბურთს-მიმსგავსებული სპორტის სახეობას ვუცქერდით.

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ფლანგების გამოყენებას; განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ განაპირა ნახევარმცველები და ალბათ, ლოგიკურიც იყო, პირველ გოლში სწორედ მათ რომ მიიღეს მონაწილეობა: რევაზ გეწაძემ კუთხური ჩამოაწოდა, გიორგი ქავთარაძემ კი რთული მდგომარეობიდან ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გეწაძე, საერთოდაც, ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ტაიმის ბოლომდე არაერთხელ ”ააწიოკა” თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მეურვეები; ეგ კი არა, ორჯერ შორი მანძილიდან ”სტანდარტულიც” შეასრულა, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბურთი მცირე მანძილით აცდა სტუმართა კარს, მეორეჯერ კი მინდია ბობღიაშვილმა იყოჩაღა და ”სიონი” მეორე გოლს გადაარჩინა. სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე შექმნეს, როცა მიხეილ ბობოხიძე საკმაოდ მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ”სიონის” გამოცდილ ფეხბურთელს ამ შეხვედრაში აქტიურობა მაინც დაუფასდა: მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ბობოხიძე ”ოლიმპის” მცველმა ლაშა ჯაფარიძემ წესების დარღვევითთ შეაჩერა და შეხვედრის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და საყაიმო ანგარიშიდან გამომდინარე, სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებელი დაძაბულ პაექრობას რომ მოელოდა, მწარედ შეცდა. თავად განსაჯეთ: 30-ე წუთიდან შეხვედრის ბოლომდე, სტუმრებს ”ოლიმპის” კარში, ფაქტობრივად, აღარც დაურტყამთ! ეგ კი არა, მეორე ტაიმში ერთი ხეირიანი შეტევაც არ განუხორციელებიათ, მაგრამ, ალბათ, ”გასამართლებელი საბუთიც” ექნებათ: ზედ შესვენების წინ ”სიონის” საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი ოქროპირიძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშიც ნაადრევად დაასრულა.

შესვენების შემდეგ გიორგი ყიფიანმა მოედანზე ერთდროულად ორი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა, რამდენიმეს ამპლუა შეუცვალა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ტაიმში ორივე გუნდის მოთამაშეები დადიოდნენ! თუმცა, ვიდრე მართლაც სიარულს დაიწყებდნენ, ”სიონის” მცველების ორი უხეში და პოზიციური შეცდომა სტუმრებს ძვირად დაუჯდათ: გიორგი ქავთარაძის ფლანგურ გადაცემას დავით ბოლქვაძის ახლოდან გატანილი გოლი მოჰყვა; სულ მალე კი თემურ ღონღაძის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წესები და პენალტი ამჯერად უკვე სტუმართა კარში დაინიშნა: როგორც წესი, ლუკა რაზმაძე ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებს-ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც, ამის შემდეგ კი, დაახლოებით ნახევარი საათი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, ტრიბუნებზეც სამარისებური სიჩუმე სუფევდა და ერთადერთხელ დაირღვა ქომაგთა მყუდროება, როცა ალექსანდრე კვახაძის შორეული დარტყმა მინდია ბობღიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია. ისე კი გვინდა გვჯეროდეს, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელთა უღიმღამო თამაში... ძალების დაზოგვას ემსახურებოდა; ანუ, შესაძლოა, ”ოლიმპისა” და ”სიონის” მწვრთნელ-ფეხბურთელები სამი დღის მერე ჩასატარებელ განმეორებით სათასო მატჩზე ფიქრობდნენ.

ოლიმპი-სიონი 3:1

11.12.2010. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი

1:0 ქავთარაძე (14, გეწაძის პასით), 1:1 ბობოხიძე (30, პენალტით), 2:1 დ. ბოლქვაძე (53. ქავთარაძის პასით), 3:1 რაზმაძე (58, პენალტით).

ოლიმპი სიონი

4-4-2 4-4-2

ბედიაშვილი ბობღიაშვილი

ღონღაძე ქურასბედიანი

კვახაძე დიდავა

რეხვიაშვილი თარგამაძე

ჯაფარიძე ლ. ჭელიძე

ქავთარაძე ვაშაკიძე

რაზმაძე გ. მელქაძე

დ. ბოლქვაძე გ. ოქროპირიძე

გეწაძე ნოზაძე

ჯ. უგულავა ბობოხიძე

მოდებაძე გოცირიძე

მწვრთნელი: თ. მაისურაძე მწვრთნელი: გ. ყიფიანი

ოლიმპი

58. ჯ. უგულავა-გ. ნუგზარის ძე ჭელიძე

69. ღონღაძე-ქემოკლიძე

76. გეწაძე-ყაზაიშვილი

სათადარიგოები: ჭანტურია, ბერიაშვილი, დობროვოლსკი, ხურციძე

სიონი

46. მელქაძე-უგრეხელიძე

46. ბობოხიძე-ქორიძე

74. გოცირიძე-მ. ოქროპირიძე

სათადარიგოები: გავაშელი, ჩივაძე, სანიკიძე, გ. ნოდარის ძე ჭელიძე

გაფრთხილება: ჯაფარიძე (9), გ. ოქროპირიძე (18), ბობოხიძე (28), რეხვიაშვილი (90)

გაძევება: გ. ოქროპირიძე (45)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...

პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება