"სპარტაკის" გულშემატკივრის ეგორ სვიდოროვის მკვლელობის გამო ფანატთა გამოსვლები გაგრძელდება
მოსკოვის კრონშტადტის ბულვარში კავკასიელებთან მასობრივ ჩხუბში "სპარტაკის" გულშემატკივრის ეგორ სვიდოროვის მკვლელობის გამო ფანები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. როგორც ცნობილია, 15 დეკემბერს გულშემატკივრები მოსკოვში, კიევის ვაგზალთან ახალ გამოსვლებს გეგმავენ.

როგორც ფანატები ამბობენ, ისინი მიტინგებზე მანამდე გამოვლენ, სანამ ხელისუფლება სვიდოროვის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას არ ჩაატარებს და დამნაშავეები არ დაისჯებიან. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს იმავე ადგილზე სამხრეთ რუსეთიდან გამოსვლებიცაა დაგეგმილი. ასე რომ, ორი აქცია შესაძლოა მასობრივ ხელჩართულ ბრძოლებში გადაიზარდოს.

ამავე დროს "სპარტაკის" ფანატთა დაჯგუფების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კავშირი არა აქვთ გასულ შაბათს მოსკოვის მანეჟის მოედანზე მოწყობილ არეულობასთან და არც მომავალში გეგმავენ რაიმე მსგავსს. როგორც ფანები ამბობენ, მანეჟზე ნაციონალისტური დაჯგუფებები ატარებდნენ მიტინგს, რომელთათვისაც მომხდარი ტრაგედია მხოლოდ თავიანთი მიზნების შეფარვის საბაბია.

თუმცა, გაზეთმა "Коммерсант" - მა დაადგინა, რომ მანეჟის მოედანზე ჩატარებულ აქციაში იგივე ფანები მონაწილეობდნენ, მაგრამ მათ ოფიციალური ფანკლუბები ვერ აკონტროლებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ფანებს შორის გამოჩნდა ათასობით აგრესიული "მართალი მებრძოლი", რომელიც ნაციონალიზმის იდეას ემხრობა. სწორედ ეს მებრძოლები შეადგენდნენ 11 დეკემბერს მანეჟის მოედანზე მომიტინგეთა ხერხემალს. ახლა კი ნაციონალისტები და გულშემატკივართა ეს ნაწილი აპირებენ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებას.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარმა გასულ შაბათს, კრონშტადტის ბულვარზე, იმ ადგილას, სადაც სვიდოროვი მოკლეს, აქცია მოაწყო. აქციაში მონაწილეობდნენ " სპარტაკის" გულშემატკივართა გაერთიანების "ფრატრიას" წარმომადგენლები, "სპარტაკის" და სხვა კლუბების გულშემატკივრები და ბაიკერები გაერთიანება "ღამის მგლებიდან". გულშემატკივრებმა კრონშტადტის ბულვარი მწყობრად ჩაიარეს, ხოლო ის გაჩერება, სადაც ჩხუბი მოხდა, კლუბის შარფებით მორთეს, ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, "ფრატრიას" წარმომადგენელმა ფანებმა თავის მიმდევრებს მოუწოდეს სხვა აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. მიუხედავად ამისა, შაბათს დღის განმავლობაში მანეჟის მოედანზე დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა მაინც გამოვიდა. ისინი მაშხალებს ანთებდნენ და ნაციონალისტურ და კავკასიელთა საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ: "რუსებო, წინ!", "უცხოტომელებო გაეთრიეთ აქედან, რუსეთი რუსეთისთვის, მოსკოვი მოსკოველებისთვის!", "ამ მკვლელობისთვის პასუხს თქვენი ბავშვები აგებენ!".

არცერთი აქცია ხელისუფლებისგან ნებადართული არ ყოფილა, მათ მონაწილეებს არცკი უცდიათ მერიისგან ნებართვა აეღოთ. თუ პირველი აქცია მშვიდობიანი იყო, მეორე ფანებს და სპეცრაზმს შორის შეტაკებით დასრულდა. არეულობის შედეგად დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს 65 ადამიანი. მოსკოვის კლინიკებში მანეჟის მოედანზე დაშავებული 29 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის არიან მილიციის თანამშრომლებიც.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა