ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოაქვეყნეს

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ბუკმეიკერებმა უკვე გამოაქვეყნეს წინასატურნირო კოეფიციენტები. მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ფავორიტად მიიჩნევა და გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მის მთავარ კონკურენტსა და ავსტრალიის ღიას მოქმედ ჩემპიონ როჯერ ფედერერს.

"დიდი სლემის" პირველი ჩემპიონატის მოგებაზე ასეთი კოეფიციენტია დაფიქსირებული:

რაფაელ ნადალი: 2/1

+: შედარებით ნელი საფარი და ბურთის კორტზე ასხლეტის სიმაღლე იდეალურად ერგება ნადალის სათამაშო სტილს. ამასთან, ბუკმეიკერები იხსენებენ 2009 წლის სეზონს, როცა ნადალს მუხლის ტრავმა აწუხებდა და ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხებით მაინც აიღო ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული.

-: თუ 2009 წელს მელბურნის ჰარდზე ნადალის ტრიუმფი ვიღაცას შემთხვევითობად მოეჩვენა, ესპანელის გამარჯვებამ 2010 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ყოველგვარი ეჭვი გაფანტა. მიუხედავად ამისა, ნადალის პროგრესი ჰარდის საფარზე დღემდე საკამათო თემად რჩება. კრიტიკოსები იხსენებენ ამ ცოტა ხნის წინ რაფას მარცხს ფედერერთან წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, ასევე წაგებას ენდი მიურეისთან 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, თუმცა მაშინ ნადალი ტრავმის გამო სრული ძალით ვერ თამაშობდა.

როჯერ ფედერერი: 5/2

+: ფედერერი ისე ვერ დომინირებდა ავსტრალიის ღია პირველობაზე, როგორც უიმბლდონსა თუ ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა აქ მისი შედეგები მაინც შთამბეჭდავია: 54 მოგება, 7 წაგება და 4 ტიტული. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ცოტა ხნის წინ წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა, თანაც ფინალში ნადალი დაამარცხა, რაც შვეიცარიელს დამატებით დამაჯერებლობას შესძენს.

-: მართალია, 2010 წელს ფედერერს ჰქონდა აღმაფრენები და ბოლოს ოპტიმალური ფორმაც აკრიფა, მაინც ეს არ იყო მისი საუკეთესო სეზონი. ნადალი ახლა უდიდესი უპირატესობით ლიდერობს ATP-ის რეიტინგს, ფედერერი კი სულ უფრო მეტად ემგვანება "ერთი მომენტის მოთამაშეს". როცა შვეიცარიელი ბრძოლაზეა მომართული, ბოლომდე იბრძვის, მაგრამ თუ მოდუნდა, ყველაზე მარტივ სიტუაციებშიც შეცდომებს უშვებს. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს მასზე სეზონებს შორის პაუზა?

ენდი მიურეი: 5/1

+: შარშან ენდი მიურეიმ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალამდე მიაღწია, გზად კი რაფაელ ნადალის შეჩერება შეძლო. შოტლანდიელისთვის ჯერაც სანატრელია "დიდი სლემის" ტურნირის მოგება - დიდ ფინალებში ის მუდმივად ფედერერთან მარცხებოდა, თუმცა ამ წაგებებით მიღებულმა გამოცდილებამ, შესაძლოა, მომავალში იმავე როჯერის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს. მიურეისა და ნადალის ბოლო შეხვედრა (წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალი) 2010 წლის სეზონის საუკეთესო მატჩად მონათლეს. ეს აღიარება ორივე ჩოგბურთელის კარგმა თამაშმა გამოიწვია.

-: შარშან მელბურნის ფინალის წაგების შემდეგ მიურეის "დიდი სლემის" ტურნირების ფინალამდე აღარ მიუღწევია. ის კარგად გამოიყურებოდა უიმბლდონზე, მაგრამ იქ ნადალმა შეაჩერა. ამერიკის ღია პირველობაზე ნაადრევმა წაგებამ ძალიან გაანაწყენა ბრიტანელი და მართალია, სეზონის დასრულებამდე ოპტიმალური ფორმის აღდგენა მოასწრო, მელბურნში შოტლანდიელის წინაშე ძალიან რთული ამოცანა იდგება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: 7/1

+: ჯოკოვიჩს სულ ახლახანს ჰქონდა კარიერაში მორიგი ტრიუმფი - სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასი მოიპოვა. წელს მან მოიგო ყველა ერთეულთა შეხვედრა დევისის თასზე და სეზონის ბოლოსთვის შესამჩნევად გააუმჯობესა თამაში, თუმცა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნადალთან და ფედერერთან დამარცხდა.

-: წარმატებული სეზონის მიუხედავად, ჯოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობის გარდა (ფინალში ითამაშა) "დიდი სლემის" ტურნირებზე მაღალი შედეგები არ ჰქონია. მან ავსტრალიის ღია პირველობაზე, როლან გაროსსა და უიმბლდონზე შესაბამისად ჟო-ვილფრიდ ცონგასთან, იურგენ მელცერთან და ტომაშ ბედრიხთან წააგო. სეზონის ბოლოს წარმატებულმა თამაშმა ნოვაკს რეიტინგში მდგომარეობა გამოუსწორა, მაგრამ ჯოკოვიჩს მელბურნში მოუწევს ელიტაში თავისი პრეტენზიების დამტკიცება.

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის