ამ ორი ვარსკვლავიდან ვინ ითამაშა უკეთ ლა ლიგის 15-ე ტურში ("ბარსელონასთან" და "რეალთან" ტოლ-სწორად ბრძოლა მითია)

ლა ლიგაში 15 ტური გაილია და უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ "ბარსელონასთან" და "რეალთან" ტოლ-სწორად ბრძოლა მითია და ამის ძალღონე პრიმერას არც ერთ გუნდს არ შესწევს - პირველადგილოსანი "ბარსელონა" მე-3 ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" უკვე 10 ქულით უსწრებს ("რეალი" - 8-ით). როგორც ეს გუნდები გამოირჩევიან სხვებისგან, ასევე მათი უპირველესი ვარსკვლავები ჯობნიან სხვებს. კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი 17-17 გოლით ლიდერობენ ბომბარდირთა დავაში (მე-3 ადგილზე მყოფი ფერნანდო ლორენტე მათ 7 გოლით ჩამორჩება). მაშ ასე, მესი VS რონალდო, მე-15 რაუნდი, ვინ უკეთ ითამაშა?

ლეო მესი (ბარსელონა-რეალ სოსიედადი - 5:0): მესის თამაშში გახურება ცოტა გაუჭირდა და მოგვიანებით გამოფხიზლდა, მაგრამ როცა გამოფხიზლდა... არგენტინელმა პირველი გოლი, მეორე ტაიმის მე-2 წუთზევე გაიტანა. მესიმ დაიწყო კომბინაცია, მან დანი ალვეშთან კედელი კედელზე გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა კიდეც. თუკი პირველი გოლი "ბარსას" კომბინაციური სტილის კლასიკური გამოვლინება იყო, მესის მეორე გოლი ბრწყინვალე ინდივიდუალური გაელვების შედეგია - მესიმ ბურთი საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ბოიან კრკიჩისგან მიიღო, შუისკენ შეიჭრა, გზად ოთხი მცველი ჩამოიცილა და საპირისპირო კუთხეში გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

კრიშტიანო რონალდო (სარაგოსა-რეალი 1:3): პორტუგალიელმაც ჩვეულ სტილში გაიტანა - საჯარიმო დარტყმით. ტაიმის დასრულებამდე წუთი რჩებოდა, მადეირელმა ისე დაარტყა 20 მეტრიდან, რომ ბურთი მასპინძელთა კარის მაღალ კუთხეში გავიდა, ლეო ფრანკო უძლური იყო.

გოლამდე რონალდომ იმ ეპიზოდში გაიბრწყინა, რომელშიც "რეალი" დაწინაურდა - მან ჰაერში შეასრულა ქუსლური პასი, რომლის წყალობითაც მარსელო წინ გაიჭრა და შემდეგ გოლის ავტორი მესუთ იოზილი მოძებნა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

XV ტური

მესი რონალდო

გოლი 2 1

დარტყმა 8(3) 6 (1)

საგოლე პასი 0 0

პასი 100 (86) 53 (35)

დაკარგვა 3 16

მოპოვება 1 0

ჯარიმა (მასზე) 0 1

გოალ.ცომ 8,5 8

სეზონი

წუთები 1221 1419

გოლი 17 17

პენალტით 1 4

საჯარიმოთი 0 2

მატჩის I გ. 7 3

დარტყმა 65 (34) 108 (40)

საგოლე პასი 8 5

პასი 872 677

ზუსტი პასი 737 486

ჯარიმა (მასზე) 19 40

დაჯარიმდნენ 10 12

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის