"სამტრედიაში” უმძიმესი ვითარებაა - კლუბი მხოლოდ სანტა კლაუსის გულსიხმიერების იმედზეა

ძალიან მძიმე ვითარებაა "სამტრედიაში" - უმაღლესი ლიგის კოლორიტად ქცეული კლუბი დაშლის პირასაა, განმკითხველი კი არსაიდან ჩანს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გელა სანაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმა დაგვიდასტურა:

- სამწუხაროდ, სანაია მართლა წავიდა. მადლობის მეტი რა მეთქმის, გელა ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელი აღმოჩნდა, სამტრედიაში ლგულიანად იმუშავა და კლუბსრსაკუთარი ხელი დაატყო. გული მწყდება, ჩვენთან რომ აღარ იმუშავებს, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით, ტყუილი დაპირებებს ვერ მივცემდით.

დროებითი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას აზრი არც ჰქონდა, რადგან პირველი ეტაპი დასრულდა და ფეხბურთელები დასასვენებლად გავუშვით. მერე კი, თუ გუნდი შეიკრიბება და არ დავიშალეთ, მწვრთნელად ლევან ანჯაფარიძე იმუშავებს. არადა, ახალი წელი მოდის და ხელჩასაჭიდადაც არავის გვაიმედებს, რომ მეორე ეტაპზე მანეთით მაინც დაგვაფინანსებს. იგივეს ვიტყვი სახელფასო დავალიანებაზე. მე სამტრედიელების წინაშე სხვა პასუხისმგებლობა მაკავშირებდა, პირადი ვალებით და წვალებით გუნდი ბოლომდე შევინარჩუნე, როდესაც ეს ფოთსა და ზუგდიდში ვერ მოახერხეს. მაგრამ ვინ გაისტუმრებს ფეხბურთელებისა და მწვრთნელების 80-ათასლარიან ვალს, წარმოდგენა არ მაქვს. მადლობა ღმერთს, იმერეთში "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" სახით ძლიერი კლუბები გამოჩნდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ "სამტრედია" ზედმეტი ბარგია?

ფოთს და ზუგდიდს აიმედებენ მაინც, ჩვენ ისიც არ ვიცით, რას დაველოდოთ,. რადგან არავინ გვაიმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე კლუბი ვეღარ იარსებებს. ან ისღა დაგვრჩენია, სანტა კლაუსს დაველოდოთ", - გვითხრა ადეიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა