"ასტონ ვილას" თავკაცი ჟერარ ულიე დარწმუნებულია, რომ მისი თავდამსხმელი ემილ ჰესკი კიდევ უფრო კარგად ათამაშდება
"ასტონ ვილას" თავკაცი ჟერარ ულიე დარწმუნებულია, რომ მისი თავდამსხმელი ემილ ჰესკი კიდევ უფრო კარგად ათამაშდება. ცნობისთვის: ჰესკი 11 იანვარს 33 წლისა გახდება.

საქმე ის გახლავთ, რომ რაც ბირმინგემული კლუბის მწვრთნელად "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი ულიე დანიშნეს, თითქოსდა მიკარგული ჰესკი გამოცოცხლდა – ყოფილმა შეფმა ეტყობა ახალგაზრდობა გაახსენა. ფრანგი "ვილა პარკზე" სამი თვეა რაც მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ჰესკიმ ჯერ 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო, შემდეგ კი მუხლი იტკინა და ერთი ხანი საქმეს ჩამოშორდა, მაგრამ აი, შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან" მოედანს ისევ დაუბრუნდა და კვლავ გაიტანა. ულიე ჰესკის თვისობრივად გადასხვაფერებაზე ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ კაცს, რომელიც 15 წელიწადია ფეხბურთს თამაშობს, როგორც არასდროს ისე შეუძლია აამაღლოს თავისი ოსტატობა.

"ემილი გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც სულ საკუთარ თავში დარწმუნება სჭირდება. დღეს მას ამაში თანაგუნდელები ხელს უწყობენ. როდესაც ჰესკი "ლესტერში" თამაშობდა მე კი "ლივერპულს" ვედექი სათავეში, მე ის ვიყიდე, რადგან ვიცოდი რისი შემძლეც იყო. არ დაგავიწყდეთ, "ვესტ ბრომვიჩთან" მოედანზე რომ შევიდა ის დიდი ხნის უთამაშებელი იყო. როდესაც მოედანზე ოპერაციის მერე ბრუნდები და ასე თამაშობ, ესე იგი განსაკუთრებული თვისებების მქონე ფეხბურთელი ხარ.

ჰესკისგან მეტს თუ უნდა ველოდოთ? პროგრესს ასაკი ვერ ზღუდავს. განვითარება ყოველთვის შეიძლება. თუ ფიზიკური და მენტალური ენერგია გაქვს, ყოველთვის წახვალ წინ. გარწმუნებთ, ჰესკის არც ერთი აკლია და არც მეორე".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე