"არსენალთან" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით დაცვის ხაზი შეაქო
პრემიერლიგის 17-ე ტურის მატჩში "არსენალთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა თავისი ფეხბურთელების კარგი თამაში აღნიშნა და განსაკუთრებით დაცვის ხაზი გამოჰყო. ფერგიუსონმა ასევე აღიარა, რომ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი პარკ ჯი სუნი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ამ წარმატებამ "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღაზევა.

"დაცვაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ასეთი საიმდო დაცვის შემყურე, სირცხვილია თავდასხმაში სახიფათო მომენტები არ შექმნა. ვფიქრობ, შეხვედრა ღირსეულად ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი მომეწონა. მინდა აღვნიშნო პარკ ჯი სუნის თამაში, ის ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში შევიდა. სამწუხაროა, რომ ის მალე აზიის თასზე გაემგზავრება და შვიდი თამაშის მის გარეშე ჩატარება მოგვიწევს. ეს ნამდვილად დიდი დანაკარგია ჩვენთვის. არ ვიცი რატომ ვერ გაიტანა უეინ რუნიმ პენალტი, ჩვეულებრივ ის ასეთ მომენტებს წარბშეუხრელად იყენებს. ამ შეცდომამ "არსენალს" ფრთები შეასხა, თუმცა მეტოქის ზეწოლის მოგერიება შევძელით. წინ "ჩელსისთან" არანაკლებ რთული შეხვედრა გველის. მიმაჩნია, რომ დაცვაში ასეთი საიმედო თამაშით წარმატების შესანიშნავი შანსი გვექნება", - აცხადებს ფერგიუსონი.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა