ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვირის მიმოხილვა

კვირის მიმოხილვა

"მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი და "დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ

კვირის ციფრი. ჯორჯ კარლმა, როგორც იქნა, მოიპოვა რეგულარულ ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება. ამ მიღწევამდე ეს ცნობილი მწვრთნელი 23 წელი მიდიოდა და ამ დროის განმავლობაში მას ბევრი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამწვრთნელო კარიერას კარლი ისეთ მოკრძალებულ კლუბებში იწყებდა, როგორებიც იყვნენ "კლივლენდი" და "გოლდენ სტეიტი". გამოცდილების მიღების შემდეგ "სიეტლი" ჩაიბარა და გერი პეიტონისა და შონ კემპის გარშემო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შექმნა, რომელიც 1996 წელს ფინალში გავიდა და იქ ლეგენდარულ "ჩიკაგოსთან" წააგო.

არანაკლებ პერსპექტიული იყო მისი პროექტი "მილუოკიში". სემ კასელის, რეი ალენისა და გლენ რობინსონის ტრიო ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ აღმოსავლეთში. მართალია, ამ გუნდმა კონფერენციის ფინალამდე მაინც ვერ მიაღწია (მეშვიდე მატჩი წააგო ალენ აივერსონის "ფილადელფიასთან"), მაგრამ ვისკონსინში მუშაობა მაინც კარლის აქტივში უნდა შევიტანოთ.

ბოლო სამსახური მას კოლორადოში შესთავაზეს, სადაც აუთსაიდერი "დენვერი" ჩააბარეს და ეს გუნდი კონფერენციის ფინალამდე მიიყვანა. ამას მოჰყვა ყელის კიბოს მკურნალობა და კარიერაში მე-1000 გამარჯვება.

კვირის დაცემა. გასულ კვირას მცირე კრიზისის გადატანა მოასწრო "ორლანდო მეჯიქმა". "ლეიკერსის" შემდეგ ეს გუნდი მეორეა ფავორიტთაგან, რომელმაც ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო. ეს წარუმატებელი სერია ვირუსს დააბრალეს, რის გამოც გუნდს რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გამოეთიშა, მათ შორის დუაიტ ჰოვარდი და ჯამირ ნელსონი. თუმცა "სუპერმენი" და "ადმირალი" დაბრუნდნენ, მაგრამ "მეჯიქი" არ ჩქარობდა სიტუაციის გამოსწორებას.

სერია "კლიპერსთან" ბოლო მატჩში შეწყდა. უნდა აღინიშნოს ცვლილები "მეჯიქის" სასტარტო ხუთეულში - კვენტინ რიჩარდსონი თადარიგში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე დაბრუნდა რაშარდ ლუისი, ხოლო "მეოთხე ნომერი" ბრენდონ ბასს ერგო.

კვირის პროგრესი. აღმოსავლეთ კონფერენციაში სამი გუნდია, რომელთა მოგებების სერია მინიმუმ რვა მატჩს აღწევს. ამ მხრივ პირველობა "ბოსტონს" ეკუთვნის - ზედიზედ 10 გამარჯვება იმის დამადასტურებელია, რომ "სელტიქსი" დღეს საუკეთესო გუნდია აღმოსავლეთში. ყველა მოგებას "კელტები" კლასის ხარჯზე აღწევენ და შარშანდელი გრაფიკით მიდიან წინ. მაშინ "ბოსტონი" ახალ წლამდე ასევე დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ დათმო პოზიციები და პლეი ოფისთვის ძალები დაზოგა.

"მაიამი" კი პირიქით, ყველანაირად ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებას და მეთოდურად უსწორდება კლასით დაბალ გუნდებს. "იუტას" გარდა "ჰიტს" სერიოზული ოპონენტი არ ჰყოლია. საინტერესო იქნება ამ თვის ბოლოს ფლორიდელთა თამაში. მათ წინ აქვთ "ნიუ იორკთან" (ორჯერ), "დალასთან" და "ლეიკერსთან" შეხვედრები.

კვირის რეკორდსმენი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონატის 3 მოგებითა და 8 წაგებით დაწყების შემდეგ "ნიუ იორკი" გონს მოვიდოდა და ბოლო 14 მატჩში 13-ს მოიგებდა. ამ სპურტის მთავარი შემოქმედი ამარე სტაუდმაიერი გახდა. ამ კვირას ყოფილმა ფინიქსელმა ზედიზედ მერვე მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და ამით საკლუბო რეკორდი დაამყარა. ყველას უკვირს "ნიქსის" მეხუთე-მეექვსე ადგილი კონფერენციაში. საინტერესოა რა იქნება მას შემდეგ, რაც გუნდს კარმელო ენტონი შეუერთდება - ეს თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერია.

კვირის დაბრუნება. თითქმის ერთი წლის შემდეგ ტრეისი მაკგრეიდი ჰიუსტონში დაბრუნდა და იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება აკავშირებს, მაგრამ იმედგაცრუებაც მრავლად იყო: 2:0-დან წაგებული სერიები "დალასისა" და "იუტას" წინააღმდეგ, 2008-09 წლების სეზონში მიღებული ტრავმა, როცა "როკეტსს" ბოლო ათი წლის განმავლობაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა.

კვირის მოთამაშეები

"მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი და "დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა უეიდმა გასულ კვირას ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში საშუალოდ 30.8 ქულას (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 58.4%), 8.3 მოხსნას და 5.5 შედეგიან პასს აგროვებდა. "მილუოკისთან" მატჩში უეიდმა 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი კარიერული რეკორდი გახლავთ.

დასავლეთში საუკეთესო ნოვიცკიმ "დალასს" სამიდან სამ მატჩში გაამარჯვებინა. მის ანგარიშზე 25.7 ქულა (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 70.0%) და 9.0 მოხსნა მოდის. "ნიუ ჯერსისთან" და "იუტასთან" მატჩებში გერმანელმა ტყორცნების 80.0 და 83.3 პროცენტი გამოიყენა.

უეიდის კვირა

6 დეკემბერი. მილუოკი-მაიამი 78:88. 25 ქულა, 14 მოხსნა.

8 დეკემბერი. იუტა-მაიამი 98:111. 28 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.

10 დეკემბერი. გოლდენ სტეიტი-მაიამი 84:106. 34 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი.

11 დეკემბერი. საკრამენტო-მაიამი 83:104. 36 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი.

ნოვიცკის კვირა

7 დეკემბერი. დალასი-გოლდენ სტეიტი 105:100. 25 ქულა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა.

9 დეკემბერი. დალასი-ნიუ ჯერსი 102:89. 21 ქულა, 10 მოხსნა.

11 დეკემბერი. დალასი-იუტა. 31 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), კევინ მარტინი ("ჰიუსტონი"), ენდრიუ ბოგუტი ("მილუოკი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი"), რაიმონდ ფელტონი ("ნიუ იორკი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") და ვესლი მეტიუზი ("პორტლენდი").

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ბოსტონი* 23 19 4 82.6

2. მაიამი* 26 18 8 69.2

3. ორლანდო 24 16 8 66.7

4. ჩიკაგო* 23 15 8 65.2

5. ატლანტა 25 16 9 64.0

6. ნიუ იორკი 25 16 9 64.0

7. ინდიანა 23 11 12 47.8

8. მილუოკი 23 10 13 43.5

9. ტორონტო 24 9 15 37.5

11. ფილადელფია 23 8 15 34.8

10. შარლოტი 23 8 15 34.8

12. კლივლენდი 24 7 17 29.2

13. დეტროიტი 25 7 18 28.0

14. ვაშინგტონი 22 6 16 27.3

15. ნიუ ჯერსი 24 6 18 25.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 23 20 3 87.0

2. დალასი 24 19 5 79.2

3. ლეიკერსი* 24 17 7 70.8

4. იუტა* 26 18 8 69.2

5. ოკლაჰომა 25 17 8 68.0

6. დენვერი 22 14 9 60.9

7. ნიუ ორლეანი 24 14 10 58.3

8. პორტლენდი 25 12 13 48.0

9. ფინიქსი 23 11 12 47.8

10. მემფისი 25 11 14 44.0

11. ჰიუსტონი 23 9 14 39.1

12. გ. სტეიტი 24 8 16 33.3

13. მინესოტა 24 6 18 25.0

14. საკრამენტო 21 5 16 23.8

15. კლიპერსი 25 5 20 20.0

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 27.3

კობი ბრაიანტი (ლეი) 26.7

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.2

დირკ ნოვიცკი (დალ) 25.1

დერიკ როუზი (ჩიკ) 24.7

ერიკ გორდონი (კლიპ) 24.5

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.0

მონტა ელისი (გ-სტ) 24.0

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.6

დუეინ უეიდი (მაი) 23.4

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 15.6

ზაკ რენდოლფი (მემ) 12.3

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 12.1

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 11.9

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 11.7

პაუ გასოლი (ლეი) 11.4

მარკუს კემბი (პორ) 11.1

ლამარ ოდომი (ლეი) 9.8

პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 13.7

სტივ ნეში (ფინ) 10.2

დერონ უილიამსი (იუტ) 9.9

კრის პოლი (ნ-ორლ) 9.8

ჯეისონ კიდი (დალ) 8.9

ჯონ უოლი (ვაშ) 8.9

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.8

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.7

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.3

ანდრე მილერი (პორ) 7.3

ჩაჭრა

კრის პოლი (ნ-ორლ) 3.0

რაჟონ რონდო (ბოს) 2.4

მონტა ელისი (გ-სტ) 2.4

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.1

მაიკ კონლი (მემ) 2.1

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 2.0

ანდრე მილერი (პორ) 1.9

კორი ბრიუერი (მინ) 1.9

ჯეისონ კიდი (დალ) 1.8

მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.8

დაფარება

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.9

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.8

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.4

პაუ გასოლი (ლეი) 2.3

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.3

ჯოშ სმიტი (ატლ) 2.3

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.0

სამუელ დალემბერი (ფილ) 1.9

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!